დერეფნის საქართველოს მონაკვეთის განუვითარებლობის ერთ – ერთი მიზეზი ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობაა

როდესაც სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი მიზეზებზე, თუ რომელი ძირითადი გამაპირობებელი ფაქტორები განსაზღვრავს, დერეფნით ტვირთნაკადების კლებას, პირველ რიგში უნდა დასახელდეს – პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურაში არასაკმარისი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაა.

ტრანსპორტის სფეროში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ცვალებადი დინამიკით გამოირჩევა, კერძოდ მაქსიმუმი 607 მლნ დოლარი, საერთო ინვესტიციის 35 % 2015 წელს ფიქსირდება, შემდგომ ინვესტიციები მოცულობა კლებულობს და 2021 წელს ინვესტიციები ტრანსპორტის სფეროში პრატიკულად ნულს უტოლდება. ეს პერიოდში გაშვებულ შესაძლებლობად უნდა ჩაითვალოს.

მომდევნო წლებში, ინვესტიცია გაიზარდა და წელიწადში მეტ ნაკლებად 80 – 150 მლნ დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა. (იხ დიაგრამა)

ბუნებრივია ისმის კითხვა, რეგიონის სატრანზიტო ქვეყნებთან მიმართებით როგორ თანაფარდობაშია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა?

ამ კითვას, რომ პასუხი გაეცეს, შედარებისათვის შერჩეულ იქნა, რამოდენიმე, სატრანზიტო ქვეყნის მაგალითი.

ლ ა ტ ვ ი ა – 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 24.5 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 14 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 784 მილიონი ევრო ჩაიდო, (საქართველოზე 5 ჯერ მეტი).

ლ ი ტ ვ ა – 2022 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 29.9 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 18 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 750 მილიონი ევრო ჩაიდო (საქართველოზე 4.5 ჯერ მეტი).

ბ უ ლ გ ა რ ე თ ი – 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 32.7 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 20 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 762 მილიონი ევრო ჩაიდო (საქართველოზე 5 ჯერ მეტი),

საგულისხმოა მ ო ლ დ ო ვ ი ს მაგალითი, საქართველოს ხელისუფლება, შედარებისას მოლდოვას ყოველთვის იყენებს „დამაკნინებელი“ ფორმით.

2022 წელს ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციის სახით 4.9 მილიარდი დოლარი შემოვიდა (საქართველოზე 2.5 ჯერ მეტი), ხოლო ტრანსპორტში განთავსებულმა ინვესტიციამ 167 მილიონი დოლარი შეადგინა.

დ ა ს კ ვ ნ ი ს ს ა ხ ი თ – ტრანსპორტის მიმართულებით „მწირი“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამო, დერეფნის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, წარმოჩინდება შუა დერეფნის „ბარიერულ“ მონაკვეთად.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე, საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტი დღემდე განუხორციელებელია

Next Post

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ ე.წ შუამავლების – საქმიანობის გამჭირვალეობა

Related Posts

ყაზახეთის რკინიგზაზე კერძო ოპერატორების დაშვება 2027 წლიდან იქნება შესაძლებელი

ყაზახეთის  სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტის საფუძველზე, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით – ყაზახეთის რკინიგზის რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 2027 წლისათვის…
მეტის ნახვა

უკრაინა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის პროექტის ფარგლებში პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის დაგებას იწყებს

პოლონეთის საზღვრიდან – ლვოვამდე ლიანდაგის კონსტრუქცია მხოლოდ 1435 მმ იან ქსელს მოიცავს და რადიკალურად განსხვავდება შეთავსებული ლიანდაგის სისტემისგან.…
მეტის ნახვა

უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

საომარ პირობებში, 2024 წლის შედეგების მიხედვით უკრაინის ნავსადგურებმა ჯამურად 97 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, აღნიშნული მაჩვენებელი 57% ით…
მეტის ნახვა