ბათუმი – სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგურის პერსპექტივა

2011 წელს – აჭარის მთავრობასა და საერთაშორისო საკრუიზო კომპანია Royal Caribbean თან დადებული მემორანდუმით, 2012 წლიდან ბათუმში საკრუიზო ბიზნესმა ფუნქციონირება დაიწყო, რომელიც გათვლილი იყო, წელიწადში, საკრუიზო გემებით 700 000 ვიზიტორის შემოყვანაზე.

პერსპეტივაში დიდი ზომის ლაინერების მისაღებად, გათვალისწინებული იყო ნავსადგურის ნავმისადგომის კედლის დაგრძელება.

2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ბინზესი შეაჩერა და გაფორმებული მემორანდუმი გააუქმა. ამ პერიოდში – ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერებიდან განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩეოდა: “RIVIERA” (1150 ტურისტი), “Seven Seas Mariner” (750 ტურისტი), “Prinsendam” (800 ტურისტი), “Thomson Celebration” (1250 ტურისტი). (თანდართულია ერთ – ერთი ბათუმში შემოსული საკრუიზო გემის ფოტო).

ბათუმის ნავსადგური ოდიდგანვე ნავთობის გატარებაზე იყო ორიენტირებული, ბოლო წლების რეალობამ წარმოაჩინა, რომ ნავთობნაკადის მნიშვნელოვანი მოცულობა მილსადენში გადამისამართდა.

ყაზახეთის მხარემ, რომლის საკუთრებასაც 49 წლით წარმოადგენს ბათუმის ნავსადგური, ხელშეკრულებით იღებდა პასუხისმგებლობას ყოველწლიურად 7 მლნ ტონა ნავთობით მოემარაგებინა (გაეტარებინა) ბათუმის ნავსადგურში.

აღსანისშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადი ყაზახური მხარე, ამ პირობას არღვევს და საპირწონეთ საჯარიმო სანქციებს იხდის. 2024 წელს მხოლოდ 1.5 მლნ ტონა ნავთობი იქნა გატარებული ბათუმის ნავსადგურში, რითაც პირველ რიგში, დაუტვირთაობის გამო, იზარალა საქართველოს რკინიგზამ.

ყაზახური მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, წარმატებული წინაპირობა იქნებოდა, ქართულ მხარეს საპირწონეთ წამოეყენებინა მოთხოვნა, ბათუმში საკრუიზო ნავსადგურის განსავითარებლად.

პრაქტიკულად აქცენი გადატანილი იქნებოდა, ბათუმში სამგზავრო და საკრუიზო ბიზნესის აღდგენაზე, პარალელურად შესწავლილი იქნება, ბათუმის მწვანე ქალაქად გადაქცევის პერსპექტივა.

ბათუმი პერსპექტივაში გახდებოდა სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგური. ამ თვალსაზრისით, შესწავლილი უნდა იქნეს იქნეს, ბათუმის ისტორიული ტვირთების, პირველ რიგში, ნავთობქიმიის, ანაკლიის ნავსადგურში გადამისამართების პერსპექტივა.

აღნიშნული ხედვის ჩამოყალიბება სახელმწიფო პრეროგატივას წარმოადგენს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ლოგისტიკური ცენტრების განთავსების ლოკაციები და განვითარების პერსპექტივები

Next Post

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – ნავსადგურები

Related Posts

საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ჩინეთის გავლენების შეფასება

მრავალი მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ ებმევა და შემდგომში ეუფლება ჩინეთი  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ერთ – ერთი გავრცელებული და…
მეტის ნახვა

რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის გაფართოებამ გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა – რატომ ფერხდება სატვირთოების გადაადგილება საზღვარზე?

რუსეთის მიერ ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის შემდგომ, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების რაოდენობა 4  დან 13…
მეტის ნახვა

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მართვაში დაშვებული შეცდომები და მოსალოდნელი საფრთხეები

დღევანდელი გადმოსახედით,   ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მშენებლობა, შესაძლოა შეფასდეს, როგორც დროში განგრძობადი, დაბალი ფინანსური უკუგებით, ქვეყნის…
მეტის ნახვა