სომხეთ –  თურქეთის დამაკავშირებელი  გიუმრი  – ყარსის რკინიგზის აღდგენა, ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს   

ახლახანს სომხეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თურქეთთან დამაკავშირებელი გიუმრი – ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელიც 1993 წლიდან დახურულია და უფუნქციო მდგომარეობაში იმყოფება.

2024 წლის ბოლოს ახურიკ – აკიაკას სასაზღვრო პუნქტზე, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა განიხილეს სარკინიგზო გადასასვლელის აღდგენის და საზღვრის გახსნის ტექნიკური დეტალები.

თურქეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტი სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ნაწილია, რომელიც  2023 წელს იყო წარმოდგენილი.

სომხეთის სამინისტროს ინფორმაციით, გიუმრიდან ახურიკამდე სომხური მონაკვეთის აღდგენას ერთი წელი და 32.4 მლნ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.

ცალსახაა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნაა დაინტერესებული თურქეთთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში, რითაც სამხეთს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.

დასამალი არ არის, რომ თურქეთსაც ასევე ესაჭიროება სომხეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების ამოქმედება. რისი დადასტურებაცაა, ჯერ კიდევ 2022 წელს თურქული მხარის მიერ  სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე განაღმვითი სამუშაოების დაწყება.

ამავდროულად, თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში, მკაფიოთაა ხაზგასმული, სომხეთ – თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში, თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილი აღმოსავლეთ რეგიონების ჩიხიდან გამოყვანის და სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივების აუცილებლობის შესახებ.

თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პირობებში სომხეთს საშუალება ეძლება  დაუკავშირდეს შუა დერეფანს და ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართლებას გაუწიოს მძლავრი კონკურენცია.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორციელება მხოლოდ წინმსწრები  პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდგომაა შესაძლებელი, თურქეთსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში გამართული მოლაპარაკებები ნათლად მიუთითებს მხარეების მზადყოფნაზე, მოქმედებები აქტიურ ფაზაში იქნეს გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის, მხოლოდ საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ იანი სარკინიგზო მონაკვეთის ადღგენის და ახალი მარაბდა – კარწახის 32 კმ უბნის მშენებლობას, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რაზეც აზერბაიჯანის მხარემ 900 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და თითქმის 20 წლის შემდგომ დაუსრულებელ მდგომარეობაშია.

სანაცვლოდ სომხეთ – თრქეთის რკინიგზის აღდგენას ერთი წელი და მხოლოდ 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება.

თურქეთ სომხეთის საზღვრის დახურვამდე სარკინიგზო  სადგური მხოლოდ ერთი ლიანდიდან მეორე ლიანდზე გადატვირთვის მარტივ ოპერციებს ასრულებდა, მოგვიანებით სადგურზე დამონტაჟდა ურიკების შემცვლელი მექანიკური დანადგარები რომლებიც, საზღვის დახურვის გამო ფაქტიურად არ იქნა გამოყენებული. სომხეთის რკინიგზის ინჟინრების გადმოცემით სადღეისოდ გაუძარცვავ და გამართულ მდგომარეობაში იმყოფება.  

საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, იმ გათვლით, რომ საზღვარი ხელახლა გაიხსნებოდა,  სომხეთის რკინიგზამ კიდევ 7-8 წელი შეინარჩუნა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გამართულ მდგომარეობაში.

სომხეთის რკინიგზელების განცხადებით, საზღვარზე მატარებლების მიღების/გაგზავნის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად არსებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, ასევე რელსებისა და შპალების შეცვლის შედეგად, შეუძლებელია მოკლე  პერიოდში განახლდეს სასაზღვრო სადგურის ფუნქციონირება და აღდგეს მატარებლებლების მოძრაობა.

წარმოდგენილი ფოტოებით ნათლად ჩანს, რომ სომხეთის მხარეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იმყოფება, ნაწილობრივ გამართულ მდგომარეობაში, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლე ვადაში იქნება მისი ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებელი.

დასკვნის სახით – სომხეთისა და  თურქეთის დამაკავშირებელი  გიუმრი  – ყარსის რკინიგზის აღდგენა, არ მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს, პოლიტიკური  გადაწყვეტილების მიღების პირობებში, აღნიშნული მონაკვეთი  ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართლებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს.   

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

გლობალური სავაჭრო კავშირების აღსადგენად სუეცის არხით ნაოსნობის ტარიფი  15% ით შემცირდა

Next Post

დაუსრულებელი და მრავალჯერ გადავადებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად 1.0 – 1.5 % ით ანელებს

Related Posts

„არ ვიცით სად მივდივართ, კაბალაში თუ სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში“- ანაკლიის პორტი „ჩინურ ვალის მახეში“?!

„რა თქმა უნდა, არსებობს ამის შესაძლებლობა…“, – ასე პასუხობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას,…
მეტის ნახვა

რუსეთსა და სომხეთს შორის  ტვირთების გადაადგილება  ელექტრონული სანავიგაციო პლომბებით განხორციელდება

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში რუსეთსა და სომხეთს შორის ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილება ელექტრონული სანავიგაციო პლომბების გამოყენებით განხორციელდება. ორ…
მეტის ნახვა

გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს

გაეროს მიერ შემუშავებული Liner Shipping Connectivity Index – საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი საზღვაო სფეროში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომელიც…
მეტის ნახვა