ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის ძირითადი მიზეზი – ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI ნაკლებობაა

როდესაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი მიზეზებზე, თუ რომელი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები განსაზღვრავს, დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთნაკადების სტაგნაციას, პირველ რიგში უნდა დასახელდეს – პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში FDI ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურაში არასაკმარისი უცხოური ინვესტიციების შემოდინება.

ტრანსპორტის სფეროში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ცვალებადი დინამიკით გამოირჩევა, კერძოდ მაქსიმუმი 607 მლნ დოლარი, საერთო ინვესტიციის 35 % 2015 წელს ფიქსირდება, შემდგომ ინვესტიციები მოცულობა კლებულობს და 2021 წელს ინვესტიციები ტრანსპორტის სფეროში პრატიკულად ნულს უტოლდება. ეს პერიოდში, ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გაშვებულ შესაძლებლობად უნდა ჩაითვალოს.

მომდევნო 2022 -2024 წლებში, ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება და წელიწადში მეტ ნაკლებად 80 – 150 მლნ დოლარის ფარგლებში ფიქსირდება.

2024 წელს ჯამურ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში FDI ში, ტრანსპორტის სფეროს წილმა 97.4 მლნ დოლარი, საერთო ინვესტიციის მხოლოდ 7 % ი შეადგინა. რაც სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისათვის დაბალი მაჩვენებელია (იხ დიაგრამა).

ბუნებრივია ისმის კითხვა, რეგიონის სატრანზიტო ქვეყნებთან მიმართებით როგორ თანაფარდობაშია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა?

ამ კითვას, რომ პასუხი გაეცეს, შედარებისათვის შერჩეულ იქნა, რამოდენიმე, სატრანზიტო ქვეყანა.

ლ ა ტ ვ ი ა – 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 24.5 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 14 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 784 მილიონი ევრო ჩაიდო, (საქართველოზე 5 ჯერ მეტი).

ლ ი ტ ვ ა – 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 29.9 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 18 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 750 მილიონი ევრო ჩაიდო (საქართველოზე 4.5 ჯერ მეტი).

ბ უ ლ გ ა რ ე თ ი – 2023 წელს ქვეყანაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 32.7 მილიარდი ევრო შეადგინა (საქართველოზე 20 ჯერ მეტი), ტრანსპორტის სფეროში 762 მილიონი ევრო ჩაიდო (საქართველოზე 5 ჯერ მეტი),

ფაქტია, ინვესტორებს სჭირდებათ მყარი გარანტიები, რათა მოახდინონ გრძელვადიანი ინვესტირება ქვეყანაში და ეს გარანტიები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, როგორიცაა:

• საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის მოწესრიგება;

•ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;

• კვალიფიციური მუშახელის არსებობა;

• ფინანსური ბაზრების განვითარება;

ოთხივე ამ მიმართულებით, ქვეყანაში არა თუ პროგრესი, სახეზეა რეგრესი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითად წყაროს ევროკავშირი წარმოადგენს, მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება FDI-ის შემოდინებაზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. 

Fitch ის განმარტებით “თუ ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან კიდევ უფრო გამწვავდება და დაიძაბება, ეს პროცესი გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI შემოდინების შემცირებას“.

ამ თვალსაზრით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI შემოდინების და ზრდის პერსპეტივა საქართველოში არ არსებობს, რისი დადასტურებაცაა 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, კერძოდ ტრანსპორტის სფეროში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით მხოლოდ 18 მლნ დოლარი შემოვიდა, როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში ტრანსპორტის სფეროში 39 მლნ დოლარი იყო შემოსული.

პრაქტიკულად, დროის მცირე მონაკვეთში ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2.2 ჯერაა შემცირებული.

დასკვნის სახითტრანსპორტის სფეროშიმწირიპირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების გამო, დერეფნის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, წარმოჩინდება შუა დერეფნისბარიერულმონაკვეთად.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

როდის ამოქმედდება საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა?

Next Post
Related Posts

სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირების პირობებში, რუსეთი  მახაჩკალის ნავსადგურში დიდი ხნის უფუნქციო საბორნე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გეგმავს  

გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და დამატებითი სანქციების ამოქმედებამ, რუსეთის სატრანსპორტო დერეფნები ბლოკირების და გამტარუნარიანობის დეფიციტის წინაშე დააყენა. ბოლო სანქციების დაწესების…
მეტის ნახვა

ქართულ სანაოსნო კომპანია Shipping Line E60 ს კონკურენტულ გარემოში მოუწევს ადგილის დამკვიდრება

საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის  ნავსადგურებს შორის საკონტეინერო და საბორნე ხაზების რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანად განსაზღვრავს, შავი ზღვის არეალში   საქართველოს…
მეტის ნახვა

თურქეთში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ინსპექტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა მძღოლმა?

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრიდან თურქეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შემოწმების ახალი პროცედურები ამოქმედდება.…
მეტის ნახვა