ვიზიტი თბილისის Dry Port-ში – ლოჯისტიკური სერვისის უახლესი მოდელი საქართველოში

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებლის და ცენტრის საბჭოს წევრების ინიციატივით  (პაატა ცაგარეიშვილი, ასმათ აბესაძე, ლევან ლომსაძე) შედგა ვიზიტი თბილისის დრაი პორტში (Tbilisi Dry Port).

ჩვენი მიზანი იყო ტერმინალის არსებული ინფრასტრუქტურის, ოპერაციული შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური პროცესების ადგილზე გაცნობა. ჩვენ ასევე გავეცანით განვითარების სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში ჩვენმა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • საწყობებისა და საოპერაციო ზონების მოწყობა და მათ მიერ შეთავაზებული სერვისები.
  • სარკინიგზო და საგზაო დაკავშირებადობა — არსებული და დაგეგმილი გამტარუნარიანობა (I ფაზა-არსებული, II ფაზა – წამოწყებული და III ფაზა – სამომავლო);
  • საკონტეინერო და ზოგადი ტვირთების დამუშავების შესაძლებლობები;
  • მართვის ციფრული სისტემები (TOS, უსაფრთხოების პროცედურები, ტვირთბრუნვის აღრიცხვის პროცესები);
  • ტექნიკური რესურსები — სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სატვირთო ტექნიკა, უსაფრთხოების სტანდარტები.

 

 ვიზიტმა ნათლად დაგვანახა თბილისის Dry Port-ის მაღალი პოტენციალი და მზაობა თანამედროვე მულტიმოდალური სატრანსპორტო ჰაბის როლის შესასრულებლად. Dry Port ამუშავებამ და მის მიერ შეთავაზებულმა ლოგისტიკურმა მოდელმა უკვე შეიტანა წვლილი ქვეყნის ლოგისტიკური ქსელის განვითარებაში და ცალსახად ემსახურება Middle Corridor-ის ოპტიმიზაციის და განვითარების მიზნებს.

ჩვენ აუცილებლად მივადევენებთ თვალს Dry Port შემდგომ განვითარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ინფრასტრუქტურული ობიექტის არსებობა Middle Corridor საქართველოს მონაკვეთზე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებასა და საქართველოს როლის უნიკალურობის შენარჩუნებაში სატრანსპორტო გადაზიდვების ჯაჭვში.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ბალტიის ზღვაზე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო Baltic Hub-ის მშენებლობის მაგალითზე, 2029 წლისთვის ანაკლიის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს

Next Post

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული ბარიერები

Related Posts

კონსტანცა ევროპულ სივრცეში ტვირთნაკადების შემკრებ – გამანაწილებელ   ძირითად ნავსადგურად ყალიბდება  

რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ, საქართველოდან უკრაინის გავლით, ევროპის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში წლობით აპრობირებული ტვირთნაკადების გავრცელების ღერძის,   კონსტანცის…
მეტის ნახვა

გლობალური სავაჭრო კავშირების აღსადგენად სუეცის არხით ნაოსნობის ტარიფი  15% ით შემცირდა

15 მაისიდან სუეცის არხით სარგებლობისათვის,  გემებისთვის რომელთა ტონაჟი  130 000 ტონას აღემატება 15 % იანი ფასდაკლება დაწესდა. ფასდაკლება…
მეტის ნახვა

რუსული საფრთხის ფონზე სამხედრო მობილობის გასაზრდელად ევროკავშირი  „რკინის რაინის“  სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას აანონსებს

რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა „რკინის რაინის“ Iron Rhine სახელით ცნობილი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა დაანონსა. ევროკავშირის…
მეტის ნახვა