ბენდარ-აბასის ნავსადგურის გავლით გადაზიდვების 30-40%-ით ზრდის პირობებში, უზბეკეთი საქართველოზე გამავალ დერეფანს მძლავრ ალტერნატივად განიხილავს

ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის ზრდის ფონზე, შუა დერეფნისა და მისი ტრასეკას განშტოების მიმზიდველობა იზრდება, ცენტრალური აზიის ქვეყნები საექსპორტო პროდუქციის გასაღების ახალ ბაზრებსა და ალტერნატიულ დერეფნებს ეძებენ.

ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურმა მდგომარეობამ ირანის ბენდარ-აბასის ნავსადგურის გავლით საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება საშუალოდ 30-40%-ით გაზარდა.
ბენდარ-აბასის ნავსადგურის პარალელურად, ირანის ჩრდილოეთით, კასპიის ზღვაზე განლაგებული ნავსადგურები, მათ შორის ანზალის ნავსადგური, პრევენციის მიზნით დაიხურა.

სახმელეთო დერეფნები, მათ შორის ირან-თურქმენეთის სარკინიგზო სერახსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ აქტიურია, ვაგონების მიწოდების სირთულის გამო დაბალი დატვირთვით ფუნქციონირებს.

უსაფრთხოების გამო, უზბეკეთი იძულებულია ტვირთნაკადები შედარებით რთულ და გრძელ მარშრუტებზე გადაამისამართოს.

ლოგისტიკური ხარჯების გაზრდის გამო, უზბეკეთის ხელისუფლება საკუთარი საექსპორტო პროდუქციისთვის ალტერნატიული მარშრუტებით ტრანსპორტირებას განიხილავს.
ერთ-ერთ ალტერნატიულ მარშრუტად თურქმენეთის გავლით საქართველოს ნავსადგურებიდან ევროპის ბაზრებზე ტრანსპორტირება სახელდება.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრომ პრობლემური ქვეყნების გვერდის ავლით ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების მარშრუტები დაადგინა. მათ შორის იყო ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით გამავალი მარშრუტები.

დამატებით, რეგიონში ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აქტიურად განიხილებოდა შუა დერეფნის ერთ-ერთი ალტერნატივა – ტრანსავღანური რკინიგზის დერეფნის განვითარება, რომელსაც ცენტრალური აზიის ქვეყნები, მათ შორის უზბეკეთი, ავღანეთის გავლით პაკისტანთან და ირანთან უნდა დაეკავშირებინა.

თუმცა, სამივე ქვეყნის აქტიურ სამხედრო კონფლიქტებში ერთდროული ჩართულობის გამო, მათ ტერიტორიებზე ტვირთების გადაზიდვა ამჟამად შეჩერებულია.

რაც შეეხება პერსპექტიულ ტრანსავღანურ დერეფანს, მისი პერსპექტივა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რითაც შუა დერეფნის ერთ-ერთი მძლავრი ალტერნატივის განხორციელება დიდი ხნით გადაიდო.

რაც შეეხება უზბეკეთის ტვირთნაკადებს – 2025 წელს უზბეკეთმა ირანის გავლით 1.2 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. ტვირთები ძირითადად თურქეთსა და თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაიზიდა.

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო, სწორედ ამ მოცულობის „სამიზნე“ უზბეკური ტვირთის მოზიდვის პერსპექტივა გაუჩნდა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს.
ასეთ პირობებში აუცილებელია დაჩქარებული ტემპით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა. მიუხედავად საქართველოს მთავრობის მრავალი დაპირებისა, 2017 წელს ოფიციალურად გახსნილი რკინიგზა ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და გაზრდილი ტვირთნაკადების მისაღებად მზად არ არის.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

მცირე საავტომობილო კომპანიები გართულებული სანებართვო პირობების გამო საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე შეღწევას ვერ ახერხებენ – რა გამოსავალი არსებობს?

Next Post

საქართველოს რკინიგზის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი ხედვის შემუშავება სამეთვალყურეო საბჭოს უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს

Related Posts

ბაქო – თბილისის სარკინიგზო სამგზავრო მარშრუტის, შემდგომში კი ბათუმამდე დაგრძელების უზარმაზარი პერსპექტივა –  შესაძლებელია თუ არა, საქართველომ ამ ბიზნესში საკუთარი სამგზავრო შემადგენლობით ჩართვით გამოიყენოს? (ხედვა აზერბაიჯანიდან)

რაუფ აგამირზაევი – აზერბაიჯანელი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტი. სპეციალიზირებულია სატრანსპორტო დერეფნებისა და ურბანული ტრანსპორტის მობილურობის მიმართულებით. აანალიზებს შუა…
მეტის ნახვა

ევროპა საპარკინგე სივრცეების წვავე დეფიციტს განიცდის – არსებობს საქართველოს საავტომობილო გზებზე სატვირთო ავტოტრანსპორტის საპარკინგე ადგილების განთავსების სქემა?

საქართველოს საავტომობილო გზაზე, სადაც მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გადაადგილდება, ხშირად წააწყდებით გვერდულაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანების რიგს. ასეთი…
მეტის ნახვა

ევროკავშირის მიერ პოლონეთის სახმელეთო საზღვრის დაკეტვის შემთხვევაში, შეძლებს შუა დერეფანი გაზრდილი ტვირთნაკადის გატარებას?  

ევროკავშირის მიერ პოლონეთის სახმელეთო საზღვრის ცალმხრივად დაკეტვამ – დამატებითი მძლავრი ბიძგი მისცა, ტვირთნაკადების ახალი დერეფნებით გადანაწილების პროცესის დაჩქარებას.…
მეტის ნახვა