საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი ქვეყანაში ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას აძლიერებს

სახელმწიფოს პრეროგატივას ლოგისტიკური ცენტრებისათვის კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით აუცილებელი მისასვლელი გზებით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა წარმოადგენს – კერძო ბიზნესმა კი თავის მხრივ ლოგისტიკურ ცენტრების განვითარებაში ფინანსური სახსრების აკუმულირება  უნდა უზრუნველყოს.

ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაეხმარება ქვეყანას ტვირთების მოზიდვაში, მათი ადგილზე დამუშავება –დახარისხებასა და სხვადასხვა მიმართულებით გაგზავნაში.

საქართველოს რომელსაც რეგიონში ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობა გააჩნია მნიშვნელოვანია ლოგისტიკური შესაძლებლობების სისტემური განვითარება.

ამ თვალსაზრისით, ჩვენი ანალიტიკა გვინდა დაუთმოთ ქვეყანაში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიმართულებით, საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ის მიერ ფოთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებას.

თბილისის გეზის მიმდებარედ 24 000 ევრო პალეტზე გათვლილი A კლასის საბაჟო ტერმინალის პარალელურად, Kairos Logistics-ი ფოთში ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მულტიმოდალური, 7 500 ევრო პალეტზე გათვლილი A კლასის საწყობის – „ფოთის ლოგისტიკური ცენტრის“– პროექტს ახორციელებს, რომელიც 2026 წელს დასრულდება.

„ფოთის ლოგისტიკური ცენტრი“ 28 000 კვ. მეტრზე იქნება განთავსებული. საწყობი WMS უსაფრთხოებისა და ტენიანობის კონტროლის სისტემებით იქნება აღჭურვილი, რომელიც პროგრამულად უზრუნველყოფს საწყობის ყველა პროცესის ოპტიმალურ კონტროლსა და მართვას.

იმ მომენტიდან, როდესაც ტვირთი სადისტრიბუციო ან შესრულების ცენტრში შემოვა, მის გასვლამდე, მაღალტექნოლოგიური სისტემის დახმარებით შესაძლებელი იქნება ყოველდღიური ოპერაციების მართვისა და კონტროლის განხორციელება.

კომპანიისათვის საწყობი სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებლების დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, მოქნილი და სწრაფი ოპერაციები განახორციელოს.

სასაწყობო მეურნეობა აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის კამერებით, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით, ასევე სასაწყობო მეურნეობის გამართული მუშაობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით.

ფოთში, ინდუსტრიულ ზონაში განთავსებულ ლოგისტიკურ ცენტრს, როგორც ვაგონების, ასევე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერების მომსახურების შესაძლებლობა ექნება.

ლოგისტიკურ ცენტრს გააჩნია რკინიგზის 2 ჩიხი და ერთდროულად 13 ვაგონის მიღების შესაძლებლობა და გააერთიანებს ყველა მომსახურებას ერთ სივრცეში, როგორიცაა საბროკერო მომსახურება, ტვირთის გადანაწილება, დახარისხება და სხვა.

ლოგისტიკური ცენტრის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ კერძო რკინიგზის ხაზია, რაც სარკინიგზო ვაგონებიდან ტვირთების პირდაპირი ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

კომპანია აღნიშნულ პროექტს საკუთარი და მოძიებული ფინანსებით აპირებს. პროექტის სავარაუდო ინვესტიცია 30 მლნ ლარამდეა, რომელიც მიწისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის ღირებულებასაც აერთიანებს.

Kairos Logistics-ის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ლოგისტიკური სექტორის ეფექტიანობას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

უზბეკეთი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას აანონსებს – არსებობს საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის განვითარების სტრატეგია?

Next Post

სარკინიგზო მარშრუტების განბლოკვის შედეგად – სომხეთი ჩიხურის ნაცვლად სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს შეიძენს

Related Posts

სომხეთის სატრანსპორტო მარშრუტების დებლოკირების პირობებში – საქართველოზე გამავალი ტვირთნაკადების პერსპექტივები

მიმდინარე წლის 28 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის “ორბელის ანალიტიკური ცენტრის” ორგანიზებით ერევანში – „რეგიონული…
მეტის ნახვა

თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება

მოგესალმებით, ჩვენი ორგანიზაცია 10 წელზე მეტია ემსახურება სატრანსპორტო – ლოგისტიკური სექტორის განვითარებას, არსებული გამოწვევების ანალიზსა და საერთაშორისო სატრანსპორტო…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის  – პრიორიტეტული ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტები

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, დერეფნის ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,  „ვიწრო ადგილების“ დებლოკირება ერთობლიობაში განსაზღვრავს…
მეტის ნახვა