ინვესტიციების სიმცირე ფოთის ინდუსტრიულ ზონას მიმზიდველობას, ხოლო შუა დერეფანს ტვირთნაკადებით მომარაგების შესაძლებლობას უკარგავს

დღესდღეობით საქართველოში – ფოთის, ქუთაისის, ქუთაისის ჰუალინგის და თბილისის ტექნოლოგიური პარკის –  ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს.

მსოფლიოში აპრობირებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამა თუ იმ ქვეყნის ნავსადგურის სიახლოვეს განლაგებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ძირითად დანიშნულებას მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ტვირთნაკადებით მომარაგება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით 2009 წელს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იყო შერჩეული.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბოლო წლებში ინვესტიციების სიმცირე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას შუა დერეფნისთვის ტვირთებით მომარაგების ფუნქციას უკარგავს, რაც დასაქმების შემცირების და თავისუფალ ზონებში განთავსებული კომპანიების რაოდენობის უმნიშვნელო რაოდენობაში აისახება.

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 300 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს, რომლის მხოლოდ უმნიშვნელომეხუთედი ნაწილია ათვისებული.

შედარებისათვის, ყაზახეთში აქტაუს თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომლის ფუნციონირება კანონით 2028 წლამდე იყო განსაზღვრული, ინვესტიციების ზრდის გამო, ყაზახეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მისი ფუნქციონირება თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსით –  2052 წლამდე გაგრძელდა, ამასთან მიზნობრივი ინდიკატორი  2052 წლისათვის ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას ითვალისწინებს.

დასაქმების თვალსაზრისით საქართველოს ოთხივე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თუ განვიხილავთ, ერთ საშუალო დონის საწარმოს იმაზე მეტი ჰყავს დასაქმებული, ვიდრე მთლიანად ოთხივე ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ბიზნესს.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2009 წლიდან ოპერირებს. ზონის 75% იან წილს ჩინური ენერგოკომპანია CEFC China Energy ფლობს, რომელსაც 2018 წლიდან წილის მართვის უფლება გადაცემული აქვს Smart Capital Group სთვის.

შუა დერეფნის კავშირებადობა და ფოთის ნავსადგურთან სიახლოვე, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას  ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით დამატებით უპირატესობას ანიჭებს.

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დღემდე შეუსრულებელ დაპირებად რჩება –   ფოთისთავისუფალი ინდუსტრიული ზონის  გავლით სარკინიგზო ლიანდაგის საშუალებით ფოთის ნავსადგურთან დაკავშირება წარმოადგენს  (წითელი კონტურითაა მონიშნული).

ფოთის ნავსადგურის, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან სარკინიგზო ქსელით დაკავშირება, 2023-2030 წლების ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიითაა გათვალისწინებული, ხოლო 1.8 კმ სიგრძის რკინიგზის მშენებლობა საქართველოს რკინიგზის ვალდებულებას და მისი ფინანსური სახსრებით უნდა განხორციელდეს.  

ახალი სარკინიგზო მონაკვეთის საშუალებით, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთის ნავსადგურს უნდა  დაუკავშირდეს.

სადღეისოდ ტვირთებს რომელსაც საბოლოოდ ნავსადგურამდე უწევთ ტრანსპორტირება, ქალაქის მთელი ტერიტორიის გავლა უხდებთ, რაც ქალაქისათვის დამატებით სატრანსპორტო კოლაფს უკავშირდება. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიით გავლით სარკინიგზო მონაკვეთის არსებობა, მთლიანად მოხსნიდა ქალაქის გადატვირთულობას, ფაქტიურად შესაძლებელი იქნებოდა ინდუსტრიული ზონის ტერიტორიის სატრანსპორტო  დერეფნად გამოყენება.

შედეგად არა მარტო ინდუსტრიული ზონის არამედ სხვა გარეშე კომპანიებს, რომლებსად სადღეისოდ ქალაქის გავლით უწევთ  ნავსადგურში/დან ტვირთის ტრანსპორტირება, ახალი სარკინიგზო ხაზის გამოყენებით გაუადვილდებოდათ პროდუქციის მიწოდება / გამოტანა ნავსადგურის ტერიტორიიდან.

2023 წლის ფოთის ინდუსტრიული ზონის დირექტორის განცხადებით –  „სარკინიგზო ხაზით დაკავშირება არ არის რთული პროექტი, ექვს თვეში შესაძლებელია ამ მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა“ – მიუხედვათ სახელმწიფოს მხრიდან დაპირებისა დღემდე ვერ მოხერხდა როგორც  სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა ასევე თანმდევი ნავსადგურის ჩრდილოეთ მიმართულებით განვითარების პროექტის განხორციელება.

ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარებას ინვსეტიციების სიმცირე და შესაბამისად დაბალი დასაქმება წარმოადგენს, კერძოდ, ბოლო წლებში ფოთის ინდუსტრიულ ზონაში მხოლოდ 500 მდე სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც შუა დერეფნით დამატებითი ტვირთების გენერირებისათვის უმნიშვნელო მაჩვენებელია.

რაც შეეხება ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე – მსხვილ, ფინანსურად ტევად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ძირითადად მხოლოდ განხილვის და დაპირების პროცესშია. არსებობს ისეთი პროექტებიც რომლებიც დაწყებულია და გაურკვეველი მიზეზების გამო დღესაც დაუსრულებელია.

ერთ – ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც 2023 წელს დაანონსდა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით, 29 ჰექტარ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის მშენებლობა იყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენდა და 100 მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებდა.

დღემდე წინა საპროეტო კვლევები მიმდინარეობს – ფაქტიურად ფინანსურად ტევადი პროექტის განხორციელება გაურკვეველ ფაზაშია.

2024 წელს დაანონსდა 5 მლნ ლარის ღირებულების სპილენძის კონცენტრატების ტერმინალის ამოქმედება, რომელიც ქართულ-ევროპული ინვესტიციით უნდა განხორციელებულიყო, ეს პროექტიც გაურკვეველი მიზეზებით ჯერ კიდევ დაუსრულებელია.

ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, ბოლო წლებში, მხოლოდ დაბალი ფინანსური ტევადობის პროექტები განხორციელდა. მაგალითისათვის 0.4 მლნ ლარის ინვესტიციით ქართულმა კომპანია ვგ ჰაუსმა ხის კოტეჯების საწარმო მოაწყო, სადაც მხოლოდ 15 ადამიანი დაასაქმა, ასევე  ნათს თაიმსმა  ფისტის გადამმუშავებელი საწარმო ააშენა, სადაც  0.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 20 მდე თანამშრომელი დაასაქმა.

რამოდენიმე მაგალითიც კი საკმარისია, რომ თვალნათლივ დავინახოთ, ბოლო წლებში   ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, ინვესტიციების მილევად რეჟიმში გადასვლის ტენდენცია.

ფოთის ინდუსტრიული ზონის საპირწონედ, ინვესტიციების შემოდინების ბუმი ყაზახეთში აქტაუს ნავსადგურის სპეციალურ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფიქსირდება.

ყაზახეთის პრეზიდენტის 2002 წლის დადგენილებით, 2000 ჰექტარზე აქტაუს ნავსადგურის სპეციალური თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნა, რომლის ფუნციონირება 2028 წლამდე განისაზღვრა.

ბოლო წლებში აქტაუს თავისუფალ ეკონიმიკურ  ზონაში მრავალი ფინანსურად ტევადი სამრეწველო – ინდუსტრიული პროექტი განხორციელდა.

განხორციელებული პროექტების საილუსტრაციოდ ცხრილში კომპანიების სპეციფიკაციის ჩამონათვალი და ინვესტიციების მოცულობებია წამოდგენილი.

ძირითადი აქცენტი ადგილობრივ – ყაზახურ სამრეწველო პოტენციალის განვითარებაზეა გადატანილი.

განხორციელებულ პროექტებს შორის, მრავალი ადგილობრივი კომპანია ფიგურირებს.

გამომდინარე იქიდან, რომ აქტაუს ნავსადგურის სპეციალური თავისუფალი ეკონომიკური ზონის  ფუნქციონირება ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დადებითად იქნა მიჩნეული, სახელმწიფომ 2024 წლის ბოლოს გადაწყვიტა, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების ვადის   2052 წლის ბოლომდე გაგრძელება.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ აქტაუს თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის მიზნობრივი ინდიკატორები განსაზღვრა.

კერძოდ, ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2047 წლისთვის 1.0 მილიარდი დოლარი, ხოლო 2052 წლისთვის 1.2 მილიარდი დოლარს უნდა მიაღწიოს.  

აქტაუს თავისუფალი ზონა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს ყაზახეთი საკუთარ ინფრასტრუქტურას, როგორც ინვესტიციების მოსაზიდად ასევე შუა დერეფნით ტვირთნაკადებით უზრუნველსაყოფად.

დასკვნის სახით –  ინვესტიციების სიმცირე ფოთის ინდუსტრიულ ზონას მიმზიდველობას, ხოლო შუა დერეფანს ტვირთნაკადებით მომარაგების შესაძლებლობას უკარგავს.

აქტაუს ნავსადგურის სპეციალურ თავისუფალ ეკონომიკურ ზონის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციების, ფოთის ინდუსტრიულ ზონასთან შედარება  თვალნათლივ წარმოაჩენს, თუ რამდენად დაბალი ფინანსური უკუგებით განკარგავს საქართველო ფოთის ნავსადგურის სიახოვეს განლაგებულ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ყაზახეთი კასპიის ზღვაზე კურიკი – ალიატი  – კურიკის მარშრუტზე  რეგულარულ საბორნე გადაზიდვებს ავითარებს

Next Post

თურქმენეთში დამატებითი სატარიფო შეღავათების ამოქმედება  საქართველოს დერეფნის მიმზიდველობაზე დადებითად აისახება  

Related Posts

ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი –  რეგიონალური საბაჟო ტერმინალი Poti Storage Solutions

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” – შუა  დერეფნის ქვეყნებში, სანავსადგურე   ლოგისტიკური ინფრასტრუქურის ფუნქციონირებასა და მათი განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე –…
მეტის ნახვა

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მართვაში დაშვებული შეცდომები და მოსალოდნელი საფრთხეები

დღევანდელი გადმოსახედით,   ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მშენებლობა, შესაძლოა შეფასდეს, როგორც დროში განგრძობადი, დაბალი ფინანსური უკუგებით, ქვეყნის…
მეტის ნახვა
მიმდინარე წლის აპრილში სამარყანდში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 12 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი დააანონსა. თანხის ინვესტირება…
მეტის ნახვა