ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს

ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს

სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიფიტი, საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე რამოდენიმე წელია მძაფრად შეინიშნება, ამასთან სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესი.  

ქართველი მძღოლების უმეტესობა, უცხოეთში წასვლის ერთ – ერთ ძირითად მიზეზად ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელ რიგებს და გაუსაძლის პირობებს ასახელებენ.

დღეს უკვე შესამჩნევია, ადგილობრივ სოციალურ ქსელებში, მძღოლების დაქირავების შესახებ, ამა თუ იმ კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადება. ბუნებრივია, უკუკავშირიც არსებობს – „ვიმუშავებ მხოლოდ ევროპული ხელფასის პირობებში“.

სავარაუდოდ, საქართველოში გადამზიდავი კომპანიების და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების ზრდის ფონზე, რეგიონში დაბალი ტარიფების გამო, კომპანიები ვერ შეძლებენ ადგილობრივ მძღოლებს ევროპული დონის ხელფასების შეთავაზებასეს პროცესი კი აიძულებს ქართველ მძღოლს დატოვოს ქვეყანა და  უცხოური ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებში გადაერთოს სამუშაოს საძებნელად.

საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნტაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირების სანაცვლოდქართველ მძღოლებს უხდებად, სულ უფრო მეტი გადაიხადონ საკუთარი ჯიბიდან ამ ტიპის დოკუმენტების მისაღებად.

საქართველოს გარდა მძღოლების გლობალური დეფიციტი, ევროპულ ბაზრებზეც შეინიშნება.

საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის IRU ს მიერ, ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში, 2029 წლისთვის, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების გლობალურ დეფიციტზე და ამ პრობლემიდან გამომდინარე, ლოგისტიკური ჯაჭვების მდგრადობის და ქვეყნების ეკონომიკური სტაბილურობის გაუარესებაზეა აქცენტი გაკეთებული.

IRU ს ანგარიშის მიხედვით, სადღეისოდ მსოფლიოს 36 წამყვან სახელმწიფოში, რომლებიც გლობალური გადაზიდვების 70 % ს ასრულებენ, სატვირთო ავტოტრანსპორტზე შეუვსებელი სამუშაო ადგილების რაოდენობა, ანუ მძღოლების დეფიციტი 3.6 მილიონ ერთეულს შეადგენს.

ევროკავშირში კრიზისი მწიფდება – IRU-ს მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს მძღოლების დეფიციტი 250 ათას მძღოლზე მეტი იყო, 2024 წელს კი უკვე 450 ათასამდე გაიზარდა. ორგანიზაციის განმარტებით თუ 2028 წლისთვის კარდინალურად არაფერი შეიცვლება, შეუვსებელი ვაკანსიების რაოდენობა 800 ათასს მძღოლს გადააჭარბებს.

საგანგაშო ტენდენცია ფიქსირდება ახალგაზრდა და გამოცდილი (ე.წ. წლოვანი) მძღოლების ასაკობრივი განსხვავების მიხედვით, ცალსახაა, რომ ახალგაზრდები მძღოლის პროფესიის დაუფლებას ერიდებიან.

კვლევაში მოყვანილი გამოკითხის შედეგად, მსოფლიო გადაზიდვების ქსელში ჩართული 25 წლამდე მძღოლების წილი მხოლოდ 6.5 % ია, ზოგიერთ ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი კრიტიკულად დაბალიაიტალიაში 2.2 % და გერმანიაში 2.6 %.

საპენსიო ასაკს მიახლოებული, 55 წელზე უფროსი ასაკის მძღოლების რაოდენობა 32 % ს, რიგ ქვეყნებში ესპანეთში, ავსტრალიაში და იტალიაში – 50 % ს უახლოვდება.

თუ ერთიან კონტექსში შევხედავთ, წლიურად ეკონომიკაში ახალგაზრდა მძღოლების საერთო რაოდენობის 1.4 % ით ზრდის ფონზე, ხანდაზმული მძღოლების რაოდენობა 5.8 % ით მცირდება, ფაქტიურად სახეზეა მძღოლების დაბერების პროცესი.

ამ ტენდეციის გათვალისწინებით 2029 წლისთვის 3.4 მლნ მძღოლი პენსიაზე გავა, მძღოლების არსებული და მომავალი დეფიციტის გათვალისწინებით საერთაშორისო გლობალური გადაზიდვები  სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.

IRU მ ამ პროცესს საავტომობილო გადაზიდვებში, შენელებული დემოგრაფიული მოქმედების ბომბიუწოდა, რომელიც ახლო მომავალში სერიოზულად დააზიანებს, გადაზიდვებში ჩართული ქვეყნების ლოგისტიკურ მდგრადობას და  ეკონომიკურ სტაბილურობას.

ანგარიშში მნიშვნელოვან მიგნებაზეა გადატანილი ყურადღება, რომელიც ეწინააღმდეგება, მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მძღოლების დეფიფიტის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასებია.

კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველა რეგიონში მძღოლების ხელფასი, ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმზე ბევრად  მაღალია.

IRU ს მთავარ ამოცანას არა მხოლოდ არსებული მძღოლების შენარჩუნება, არამედ ახლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოზიდვა წარმოადგენს.

ორგანიზაციის განმარტებით – გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელების გარეშე ახალი მძღოლების მოზიდვა და შენარჩუნება რთული იქნება.

2028 წლისთვის 7 მილიონზე მეტი მძღოლის ადგილი აუთვისებელი დარჩება. მათ შორის ჩინეთში 4.9 მლნ ადგილი იქნება ვაკანტური (საერთო ბაზრის 20 %), ევროპაში 800 ათასი ადგილი (საერთო ბაზრის 18 %), თურქეთში 200 ათასი ადგილი (საერთო ბაზრის 28 %).

ევროკავშირის სივრცეში მძღოლების დეფიციტის მთავარ მიზეზად, მათი ტრენინგის, ლიცენზირებისა და დაზღვევის მაღალი ხარჯები სახელდება, საფრანგეთში, მაგალითად, სატვირთო მანქანის მართვის მოწმობისა და პროფესიული კომპეტენციის სერტიფიკატის აღების საშუალო ღირებულება 5250 ევროს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება მძღოლის მინიმალურ თვიურ ხელფასს.

ამ პრობლემის გადაჭრის ერთ ერთ გზად, ევროკავშირს მთავრობების მიერ მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და კვალიფიკაციის მოპოვებისთვის საჭირო ხარჯების სუბსიდირება მიაჩნია.

გარდა ამისა, ერთ ერთ ძირითად რეკომენდაციათ, ევროკავშირი მესამე ქვეყნებიდან კვალიფიციური მძღოლების მათ ბაზარზე წვდომის გაადვილებას განიხილავს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ პროფესიონალი მძღოლების ჭარბი რაოდენობა, გაადვილებული მიდგომებით დასაქმდნენ ევროპული გადაზიდვების ბაზრებზე. 

ეს პროცესი კიდევ უფრო გაზრდის მძღოლების დენადობას საქართველოდან და რთულ მდგომარეობაში ჩაადებს ქვეყნის ადგილობრივ გადაზიდვების ბაზარს.

დასკვნის სახით – საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნტაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირების სანაცვლოდქართველ მძღოლებს უხდებად, სულ უფრო მეტი გადაიხადონ საკუთარი ჯიბიდან ამ ტიპის  დოკუმენტების მისაღებად.  

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ვოლგა – დონის სამდინარო არხით გადაზიდვების 40 % იანი ვარდნა საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი ტვირთების გადმორთვის პერსპექტივას უჩენს

Next Post

თურქმენეთი საქართველოსთან შედარებით – 3.5 ჯერ სწრაფი ტემპით ავითარებს ჩქაროსნულ სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალს

Related Posts

საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) ხელშეწყობით საქართველოს…
მეტის ნახვა

საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებისათვის ქართული საზღვაო დროშა ნაკლებად მიმზიდველია

საქართველო თავის იურისდიქციაში, შეუზღუდავი რაოდენობის კომპანიების დარეგისტრირების რესურსს ფლობს. მაგრამ საერთაშორისო გემთმფლობელები და სანაოსნო კომპანიები, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად…
მეტის ნახვა
„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“, – ასე ეხმაურება…
მეტის ნახვა