საქართველოს რკინიგზის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ

გაურკვეველია, თუ რა ეტაპზეა ევროკავშირის მიერ 4 მლნ ლარით დაფინანსებული, საქართველოს სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროექტის მიმდინარეობა.

პროექტი, რომელიც საქართველოს სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებსა და დებულებებთან მიახლოებას და საქართველოს რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების მხარდაჭერას ითვალიწინებდა –  2023 წელს დასრულდა.

სარკინიგზო სფეროში ,,დაძმობილების პროექტის” სახელით, ცნობილი პროექტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები ქართველ პარტნიორებს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ეხმარებოდნენ.

საექსპერტო წრეებისათვის, აღნიშნული პროექტის დანერგვის შესახებ ნაკლებადაა  ცნობილი. ბუნებრივია ისმის კითხვა, რა ეტაპზეა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის მიმდინარეობა? რა ბედი ეწევა ანტიდასვლური რიტორიკის შედეგად რკინიგზის რეფორმირების პროცესს?

ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვინდა, საქართველოს რკინიგზის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ მოკლე განმარტება გავაკეთოდ.

სადღეისოდ საქართველოს რკინიგზაზე რეფორმირების აცილებლობა განაპირობებულია:

მომსახურების დაბალი ხარისხით,

ტექნიკური აღჭურვილობის ჩამორჩენილობით,

 მაღალი ცვეთით,

 საბაზრო პირობებზე მიუსადაგებლობით.

მსოფლიოში ძირითადად გავრცელებულია სარკინიგზო სისტემების რეფორმირების ორი მოდელი – ამერიკული და ევროპული.

ევროპული – ინფრასტრუქტურა (სარკინიგზო ქსელი) ცალსახად რჩება სახელმწიფოს ხელში ხოლო გადაზიდვები გადადის კონკურენტულ გარემოში.

ამერიკული – როდესაც ინფრასტრუქტურა (სარკინიგზო ქსელი) განკერძოებულია ხოლო გადაზიდვენის კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებს.

ორივე მოდელს ახასიათებს დადებითი და უარყოფითი თავისებურება, ამერიკული მოდელის დადებითი თავისებურებაა – კერძო ინფრასტრუქტურაში, ინვესტიციების განთავსების მაღალი სტიმული, უარყოფითი – საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მონოპოლიზაციის მაღალი დონე და გარეშე გადამზიდავებისათვის კონკურენციის შეზღუდვა.

ევროპული მოდელის დადებით თავისებურებას წარმოადგენს, გადამზიდავ კომპანიებს შორის კონკურენციის მაღალი დონე, ხოლო უარყოფითს – სახელმწიფოს ხელში დარჩენილ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განთავსების სიმწირე.

ცნობისათვის, სადღეისოდ საქართველოს რკინიგზაზე ფუნქციონირებს, მხოლოდ ერთი მონოპოლიური ორგანიზაცია ,,საქართველოს რკინიგზა”. ამიტომ რკინიგზის, როგორც კომერციული საწარმოსათვის აუცილებელია, გადაზიდვების სფეროში კომკურენციის განვითარება.

საქართველოში რკინიგზების  სისტემური რეფორმირების შემთხვევაში, როდესაც ადვილად შესაძლებელია, ჩრდილოელი მეზობელი ,,ირიბად” დაეუფლოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას,  მორგებულია ევროპული მოდელით რეფორმირების განხორციელება. როდესაც სარკინიგზო ქსელი მუდმივად სახელმწიფოს ხელში დარჩება, ხოლო ოპერაციები ანუ გადაზიდვები გადავა კონკურენტულ გარემოში.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია –  „ხედვა 2030“ ში ცალსახად, დაფიქსირებულია, სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციის აუცილებლობის შესახებ, დღემდე, კონკრეტული გადაწყვეტილება ან დროში ეტაპებად გაწერილი, საქართველოს რკინიგზის რეფორმირების სამოქმედო გეგმა არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც 90 იანი წლებიდან დაიწყეს და სადღეისოდ წარმატებით გაიარეს სარკინიგზო სფეროს რეფორმირების პროცესი, გააჩნდათ დროში გაწელილი, ეტაპებად ჩაშლილი, 5 – 7 წლიანი, მუდმივად კორექტირებადი,  სამოქმედო სტრატეგია. მიზანშეწონილია, საქართველოს რეალობის გათვალიწიეწინებით ევროპული გამოცდილების გაზიარება.

აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „საქართველოს რკინიგზის რეფორმირების სტრატეგია“.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის ფსეკრდაღრმავება – გამტარუნარიანობას  30 % მდე გაზრდის

Next Post

ქართულ სანაოსნო კომპანია Shipping Line E60 ს კონკურენტულ გარემოში მოუწევს ადგილის დამკვიდრება

Related Posts

ჩინეთიდან რუსეთის გავლით გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის გასატარებლად პოლონეთი მალაშევიჩის სასაზღვრო სარკინიგზო  კვანძს აფართოებს

ბელორუს – პოლონეთის  საზღვარზე ჩინეთი – ევროპა ჩინეთის სატრანსპორტო დერეფნის მთავარი  სასაზღვრო გადამტვირთავი მალაშევიჩის კვანძის  გამტარუნარიანობის გაზრდის მასშტაბური…
მეტის ნახვა

საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებისათვის ქართული საზღვაო დროშა ნაკლებად მიმზიდველია

საქართველო თავის იურისდიქციაში, შეუზღუდავი რაოდენობის კომპანიების დარეგისტრირების რესურსს ფლობს. მაგრამ საერთაშორისო გემთმფლობელები და სანაოსნო კომპანიები, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად…
მეტის ნახვა

ყაზახეთის რკინიგზაზე ლოკომოტივების ჩანაცვლების აშშ-ს 4.2 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი – შუა დერეფნით ტვირთების მოზიდვისკენაა მიმართული

2025 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ყაზახეთისთვის ლოკომოტივების მიწოდების „ყველაზე მასშტაბურ“ 4.2 მილიარდიან  კონტრაქტს. შეერთებული…
მეტის ნახვა
top 10 online casinos Canada top real money casinos for Canadians no deposit bonus casino Canada online casinos ranked Canada 2026 offshore casino Canada