ჩინეთის სარკინიგზო ტერმინალების მნიშვნელობა ტვირთნაკადების ფორმირებაში   

 

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში საგრძნობლად მომრავლდა  ჩინეთიდან შუა დერეფნით ქართული სატრანსპორტო – ლიგისტიკური  კომპანიების გადაზიდვების რეკლამები, რაც მისასალმებელია და მიუთითითებს ჩინეთის სახმელეთო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმზიდველობაზე და გამოყენების ინტენსიობაზე.

 ჩინეთის სარკინიგზო ლოგისტიკურ ტერმინალებში ფორმირდებიან შუა დერეფნის ტვირთნაკადები და შემდგომ გადაიზიდებიან საბოლოო დანიშნულების წერტილამდე.

ჩვენი გვერდის მკითხველისათვის, პირველ რიგში კი გადამზიდავი კომპანიებისათვის საინტერესო იქნება ჩინეთის ძირითადი ლოგისტიკური სარკინიგზო ტერმინალების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების  შესახებ ინფორმაცია.  

2024 წლის მდგომარებით ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით, იგულისხმება ყველა სახმელეთო დერეფანი – 19 392 საკონტეინერო ბლოკ მატარებელმა გაიარა, გადაიზიდა 2 077 216 TEU.

ჩინეთიდან – ევროპაში – 10 546 ბლოკმატარებლი, ხოლო ევროპიდან – ჩინეთში, რევერსულად –  8 846 ბლოკმატარებელი.

2024 წლის მიხედვით ჩინეთიდან – ევროპის მიმართულებით, ბლოკმატარებლების ფორმირების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დატვირთული ლოგისტიკური სახმელეთი ტერმინალები იყო – სიანი, ჩენდუ, ჩუნცინი და ჩჟენჩჟოუ (იხ სქემა).

2024 წელს შუა დერეფნით 358 მა საკონტეინერო ბლოკმატარებელმა გაიარა, რაც 2023 წელთან შედარებით 35 ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. თბილისის საკონტეინერო ტერმინალში, მხოლოდ რკინიზით – 55 000 TEU იყო ტრანსპორტირებული.

ძირითადი მიზეზი, რამაც გამოიწვია შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების „ნახტომისებრი“ ზრდა მდგომარეობს იმაში, რომ 2024 წლიდან, ჩინეთის მხარემ გაანულა, 2018 წლიდან მხოლოდ ჩრდილოეთ, რუსეთზე გამავალი დერეფნებისათვის დაწესებული ტარიფების სუბსიდირების მექანიზმი.

მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, ჩინეთმა სარკინიგზო გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, დააწესა გადაზიდვების სუფსიდირებული ტარიფები, რომელიც რიგ შემთხვევაში მთლიანი გადაზიდვის 30% ს შეადგენდა და დაწესებული იყო  მხოლოდ ჩრდილოეთით – რუსეთზე დაწესებული დერეფნებისათვის.

რუსეთზე გამავალი დერეფნებისათვის დაწესებული სუბსიდირებული ტარიფი, შუა დერეფანს არაკონკურენტულ მდგომარეობაში აქცევდა, 2024 წლიდან ჩინეთის ტერიტორიაზე  სუბსიდირებული ტარიფის განულებამ, გამოიწვია შუა დერეფნით ბლოკმატარებლების რაოდენობის ზრდა.

საქართველოში მოქმედი გადამზიდავი კომპანიებისათვის საინტერესო იქნება ჩინეთის ოთხი ძირითადი სარკინიზო ლოგისტიკური ტერმინალის შესახებ მოკლე ინფორმაცია.

სიანის სარკინიგზო ლოგისტიკური ტერმინალი უმსხვილს კვანძს წარმოადგენს სადაც სახმელეთო მიმართულებებით ბლოკ მატარებელების 40 % მდე ფორმირდება. ტერმინალს მართავს – China Railway Xi’an Group Co. Ltd. 2013 წლიდან დაწყებული, როდესაც ევროპაში პირველი მატარებელი გაიგზავნა, მოცულობა იზრდება და 2020 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთი ორივე მიმართულებით 3000 ზე მეტი ბლოკმატარებელი გაგზავნა, 

საგულისხმოა, რომ ყაზახეთს სიანის მშრალ ტერმინალში გააჩნია, საკუთარი ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც 2023 წელს  გაიხსნა და რომლის სიმძლავრე  70 000 TEU ს აღწევს. თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ მიმდინარე წელს ყაზახეთი  ფოთის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხსნის ახალ ტერმინალს, უნდა ვივარაუდოთ, რომ შუა დერეფნით დამატებითი ტვირთნაკადის ფორმირებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ჯაჭვი იქნება შეკრული.

ჩენდუს სარკინიგზო ლოგისტიკური ტერმინალი –  123 ათას კვ მეტრზე განთავსებული ერთ – ერთი ყველაზე დიდი ტერმინალია, რომელიც აერთიანებს 6 უდიდეს მეტალოკუნსტრუქციებით გადახურულ  საწყობს.  ჩენდუს სარკინიგზო ტერმინალში ფორმირდება ევროპაში მიმავალი ბლოკმატარებლების 25 % მდე.

ჩუნცინის სარკინიგზო ლოგისტიკური ტერმინალი – სპეციალიზირებულია მაღალტექნოლოგიური საქონლის, ელექტროტექნიკის და მსუბუქი ავტომობილების ტრანსპორტირებაზე. ევროპის მიმართულებით ფორმირებული ბლოკმატარებლების 20 % ჩუნცინის ლოგისტიკური ცენტრიდან გადის რომელიც 62  სატვირთო მატარებლის მარშრუტს ემსახურება.

ჩჟენჩჟოუს  სარკინიგზო ლოგისტიკურ ტერმინალში ხდება ევროპის  მიმართულებით ბლოკმატარებლების 20 % ის ფორმირება. ცენტრალურ ჩინეთში ერთ – ერთი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, ძირითადად ორიენტირებულია – სოფლის მეურნეობის და სამრეწველო პროდუქციის გაგზავნაზე.

 

 

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის ჩიხიდან გამოყვანის გზები

Next Post

საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებისათვის ქართული საზღვაო დროშა ნაკლებად მიმზიდველია

Related Posts

ჩინეთი – ევროკავშირის სახმელეთო საკონტეინერო გადაზიდვები შუა დერეფნის საკვანძო მიმართულებად ყალიბდება

2024 წელს ჩინეთ – ევროკავშირის მიმართულებით შუა დერეფნის გამოყენებით გადაიზიდა 55 ათასი ერთეული TEU, თუ გავითვალისწინებთ შუა დერეფნით…
მეტის ნახვა

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” ის შეფასებით საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა რეგიონში ერთ – ერთ დაბალ ნიშნულზეა

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი 2024 წლის ბოლოს „პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, ამასთან რეიტინგი უცვლელად…
მეტის ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის ძირითადი მიზეზი – ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI ნაკლებობაა

როდესაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი მიზეზებზე, თუ რომელი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები განსაზღვრავს, დერეფნის საქართველოს…
მეტის ნახვა