ქართული სანაოსნო კომპანია E 60 Shipping Line შავ ზღვაზე კავშირებადობას აძლიერებს

ევროპულ სივრცესთან სატრანსპორტო კავშირებადობის გაძლიერების ერთ – ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, საბორნე გადაზიდვების განვითარება წარმოადგენს.

შავ ზღვის აუზის ნავსადგურებს შორის გარკვეული სტაბილურობით, Ro – Ro და Ro – Pax ტიპის, შეზღუდული რაოდენობის 10 მდე რეგულარული საბორნე მარშრუტი ფუნქციონირებს.

შედარებისათვის ბალტიის ზღვის აუზის ნავსადგურებს შორის საბორნე გადაზიდვებისათვის განვითარებული სერვისებია დანერგილი.  მაგალითისათვის  ბალტიის ზღვის არეალში 70 მდე რეგულარული Ro – Ro და Ro – Pax  საბორნე  მარშრუტი ფუნქციონირებს.

შავ და ბალტიის ზღვებზე საბორნე გადაზიდვების კავშირებადობის შედარება, ნათლად წარმოაჩენს ამ მიმართულებით შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების გაძლიერების შესაძლებლობლობებზე.

რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ, საქართველოდან უკრაინის გავლით, ევროპის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში წლობით აპრობირებული ტვირთნაკადების გავრცელების ღერძის, კონსტანცის ნავსადგურის მიმართულებით გადანაცვლება გამოიწვია.

რამაც კონსტანცის ნავსადგურის ევროპულ სივრცეში, შუა დერეფნის ბუნებრივ დაბოლოებად და ევროპულ სივრცეში ტვირთნაკადების შემკრებ – გამანაწილებელ საყრდენ სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება განაპირობა.

ტვირთნაკადების ღერძის კონსტანცის ნავსადგურის მიმართულებით გადანაცვლებამ, შუა დერეფანსცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტვირთების გავრცელების არეალის გაფართოების საშუალება მისცა.

კონსტანცის ნავსადგურით – შუა დერეფანს ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთის, მოლდოვის, სლოვენიის, უკრაინის და სერბეთის მიმართულებებით ტვირთნაკადების ახლებური გადანაწილების ფორმირების შესაძლებლობა მიეცა.

სქემაზე წარმოდგენილია შუა დერეფნის დამაბოლოებელი კონსტანცის ნავსადგურის   ტვირთნაკადების გავრცელების არეალი, რომელიც ლურჯი ტონით შემოსაზღვრულ ქვეყნებს აერთიანებს.

ახლებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის, როგორც შუა დერეფნის კარიბჭის ფუნქციის მატარებელი სახელმწიფოსთვის, უპირველეს პრიოროტეტულ ამოცანას – კონსტანცის ნავსადგურთან კავშირებადობის გაძლიერების კომპონენტი წარმოადგენს.

პირველ რიგში, მისასალმებელია საქართველოს ნავსადგურებიდან კონსტანცის მიმართულებით, სტაბილური საბორნე ხაზის ფუნქციონირება.

ევროკავშირთან კავშირებადობის გაძლიერებას, ქართული სანაოსნო კომპანია E 60 Shipping Line ი – ქართული დროშით და ორი საკუთარი საბორნე გემით უზრუნველყობს.

2025 წლიდან ფოთი – კონსტანცას მიმართულებით ახალი RORO/PAX ის ტიპის ქართული   ბორანი Dioscuria  სტაბილურად ოპერირებს.

ბორანი 250 მგზავრზე და 80 სატრნანსპორტო საშუალებაზეა გათვლილი. გემს დამატებით გააჩნია შესაძლებლობა გემბანზე მიიღოს და განათავსოს  პალეტიზირებული ტვირთები.  

ფოთიდან – კონსტანცამდე  ჩასასვლელად საბორნე გემს 40 საათი ესჭიროება, ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.

ფოთი – კონსტანცას მიმართულებით, ქართულ   ბორან Dioscuria ს კონკურენტულ პირობებში  მოუწევს ოპერირება, ამავე მიმართულებით სულ ახლახან ფუნქციონირება დაიწყო უკრაინულმა სანაოსნო კომპანია Ukrferry  იმ, რომელმაც ექსპლუატაციაში გაუშვა  აანალოგიური ტექნიკური პარამეტრების საბორნე გემი –  GOTHICA.

ევროკავშირთან კავშირებადობის გაძლიერება  და ქართული დროშით მცურავი გემებისათვის დამატებითი საგადასახადო პრეფერენციების მინიჭება, უდაოდ მნიშვნელოვანია  კონკურენციის სტიმულირებისათვის, აღნიშნული კომპონენტი კი  სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენს.

დასკვნის სახითტვირთნაკადების ღერძის კონსტანცის ნავსადგურის მიმართულებით გადანაცვლებამ, შუა დერეფანს – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტვირთების გავრცელების არეალის გაფართოების შესაძლებლობა მისცა, რაც საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრირების მიზნით საბორნე გადაზიდვების კავშირებადობის გაძლიერებისკენ უბიძგებს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სანქციების პირობებში რუსეთმა ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით საექსპორტო გადაზიდვების გაორმაგება შეძლო

Next Post

რუსეთი  ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელ რეშტ – ასტარის   სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეანიმაციას აანონსებს

Related Posts

გაზრდილი ტვირთნაკადების პირობებში აუცილებელია გზებზე სატვირთო ტრანსპორტის წონის ნორმის ავტომატიზირებული კონტროლის სისტემების დანერგვა

როგორც შიდა ასევე საერთაშორისო  საავტომობილო გზებზე, ზენორმიული ღერძზე მოსული დატვირთვით, მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ხშირ შემთვევაში იწვევენ,  გზების სხვადასხვა…
მეტის ნახვა

ნავსადგურების პრივატიზირებით ქვეყანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი ვერ მიიღო

2004 წლის შემდეგ საქართველოს ნავსადგურები ორჯერ გადაიყიდა, მაგრამ ქვეყანამ სასურველი შედეგი – როგორც ინვესტიციების მოზიდვით, ასევე ტვირთნაკადების ზრდის…
მეტის ნახვა

ვიზიტი თბილისის Dry Port-ში – ლოჯისტიკური სერვისის უახლესი მოდელი საქართველოში

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებლის და ცენტრის საბჭოს წევრების ინიციატივით  (პაატა ცაგარეიშვილი, ასმათ აბესაძე, ლევან ლომსაძე) შედგა ვიზიტი…
მეტის ნახვა