Gianti Logistics ი – სატრანსპორტო სფეროს ლიდერი კომპანია, ამ სათაურით მიმდინარე წლის 26 მარტს ჩვენი გვერდის ანალიტიკა დაეთმო, კომპანიას, რომელსაც იმ პერიოდში  სატრანსპორტო სფეროში წარმატებული საქმიანობის 20 წელი შეუსრულდა.

ანალიტიკაში ხაზგასმული იყო Gianti Logistics ის სატრანსპორტო სფეროში მიმზიდველობაზე, რასაც კომპანიის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების კომპლექსურობა განსაზღვრავს.

 Gianti Logistics ის სატრანსპორტო ბაზარზე ეფექტიანი ფუნქციონირება გულისხმობს მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის მიღების მომენტიდან ტრანსპორტირების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის ჩათვლით ყველა თანმდევი ოპერაციის შესრულებას.

დღეს გთავაზობთ, Gianti Logisticsის ფოთის ოფისის ხელმძღვანელ მაია სიჭინავას ბიზნეს პრეს ნიუსთან ინტერვიუს.

საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანსპორტო დერეფნის როლის განვითარებაში ქალაქ ფოთს საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყნის ტვირთბრუნვის უდიდესი წილიც სწორედ ამ ქალაქზე მოდის და იგი ევროპისა და აზიის მთავარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს.

ფოთი დაკავშირებულია საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებთან, საქართველოს შიდა რეგიონებთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და ევროპასთან. ეს კი კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ საქონელი სწრაფად და კონკურენტულ ტარიფებში აწარმოონ იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი.

საჰაერო გადაზიდვებთან ერთად, Gianti Logistics-ის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები სწორედ საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო და არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვებია.

Gianti Logistics-ის ფოთის წარმომადგენლობითი ოფისი სამი ერთეულისგან შედგება:

  • ჰიდრავლიკური მისაბმელების ავტოპარკი, რომელიც პასუხისმგებელია ჰიდრავლიკური სისტემებისა და მექანიზმების გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე;
  • 22,280მ²-ზეა განლაგებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტერმინალი;
  • ფოთის საოპერაციო ოფისი.

მისი მნიშვნელობის შესახებ უფრო ვრცლად კი ფოთის ოფისის ხელმძღვანელი, მაია სიჭინავა ისაუბრებს.

  • მაია, თავდაპირველად მოგვიყევით, რა პროცესები იმართება ფოთის საოპერაციო დეპარტამენტის მიერ და რატომაა იგი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი?

Gianti Logistics-ის მომსახურების სრული ჯაჭვით დღეს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია სარგებლობს. მომხმარებლები მოგვმართავენ როგორც ტრანსპორტირებისთვის, ისე ტერმინალის სერვისებით სარგებლობისთვის. გადაზიდვების ყველაზე ხელსაყრელი გზები სწორედ აქ იყრის თავს. შესაბამისად, მომხმარებლისთვის აუცილებელია ეგულებოდეს ის პარტნიორი სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ტერმინალებთან, საზღვაო ხაზებთან, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასეთი კი სწორედ Gianti Logistics-ია.

ჩვენი დახმარებით, მომხმარებელი იღებს სწრაფ და პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას მისთვის ხელსაყრელ ტარიფებში.

თანაბარი კომპეტენციით უზრუნველვყოფთ როგორც სარკინიგზო ტრანსპორტირებას, ისე გემის დროულად დაცლას, სატვირთოების სწრაფ მობილიზებას, უმოკლესი მარშრუტების შემუშავებას, დოკუმენტაციების მართვას.

როგორია Gianti Logistics-ის ფოთის საოპერაციო ოფისის ერთი სამუშაო დღე?

ფოთში მუშაობა არასდროს წყდება, რადგან ტვირთბრუნვა 24-საათიანი პროცესია.

სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვისთვის, Gianti Logistics-ს მუშაობის სტრუქტურიზებული, დინამიკური და კარგად განაწილებული სტილი აქვს არჩეული.

უშუალოდ ფოთის საოპერაციო ოფისის დღე ასე გამოიყურება:

  • პირველ რიგში, გადაზიდვების განრიგს ვამოწმებთ, რაც მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია;
  • ვანახლებთ გადაზიდვის სტატუსებს, რათა მომხმარებელს დროულად მიეწოდოს მისი ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ;
  • წარვმართავთ ტვირთთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს;
  • მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ საზღვაო და სარკინიგზო ხაზებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში კი მყისიერად ვრეაგირებთ, რადგან მომხმარებლის მოთხოვნები პრიორიტეტულია.

Gianti Logistics-ის გამოცდილება ორ ათწლეულს ითვლის, ჩვენი მომსახურების ხარისხმა, რა თქმა უნდა, მომხმარებლების მოთხოვნებიც გაზარდა. ამაში კი დიდი წვლილი, სწორედ ფოთის საოპერაციო ოფისს მიუძღვის.

რა ხდის ფოთის ოფისს გამორჩეულს სხვა ფილიალებთან შედარებით?

Gianti Logistics-ის ოფისს პირდაპირი წვდომა აქვს პორტებთან. ჩვენთან ლოგისტიკური ოპერაციები ჩამორჩენის გარეშე, რეალურ დროში ხორციელდება. მომხმარებელი, ფაქტობრივად, არ კარგავს დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა მულტიმოდალურ გადაზიდვებს ვახორციელებთ, მაგალითად, საზღვაო გზით ჩამოსულ ტვირთს ევროპაში სატვირთო ავტომობილებით ვაგზავნით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახმელეთო ტრანსპორტირებას ჩვენი მრავალპროფილური ავტოპარკით ვფარავთ. ეს კი არა მხოლოდ ტრანსპორტირების დროს ამცირებს, არამედ გადაზიდვის ტარიფსაც კონკურენტუნარიანს ხდის და ტრანსპორტირების საოპერაციო პროცესიც ჩვენს ხელშია.

ფოთის ოფისში მუშაობენ თანამშრომლები, რომლებიც სიღრმისეულად იცნობენ ლოგისტიკური პროცესების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპეციფიკას. თან, Gianti Logistics-ის ოფისი ახლოს მდებარეობს საბაჟო ზონასა და პორტებთან, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ტვირთის გაფორმების, ინსპექტირებისა და მიღების პროცედურებს.

რა ნაბიჯებს დგამთ, რათა გადაზიდვის პირობები ზუსტად შესრულდეს და მომხმარებლის საქმიანობას შეფერხება არ შეექმნას?

 პირველ რიგში, ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის კონტროლით. ტვირთების გარკვეულ სახეობებს დამატებითი სერტიფიკატები სჭირდება, ზოგიერთი ტვირთი ADR-ია, ზოგიერთი დამატებით ნებართვებს საჭიროებს;

– ვამოწმებთ ტვირთის შეფუთვას, მარკირებას, დასტიკერებას და ა.შ;

ლოგისტიკა შეუფერხებელი პროცესი უნდა იყოს, ტვირთბრუნვის გაჩერება მომხმარებლის საქმიანობას მძიმე დარტყმას აყენებს, ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ დათქმულ ვადებსა და პირობებში შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები.

ტერმინალზეც გვესაუბრეთრამდენად უზრუნველყოფილია ტექნიკური რესურსებით და რა სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი?

Gianti Logistics-ის საბაჟო ტერმინალის გახსნის აუცილებლობა დაარსებიდან მალევე დაგვიდგა, რათა გაზრდილ მოთხოვნებს მოვრგებოდით.

ტერმინალი მოიცავს 22,280მ²-ს. აღჭურვილია სერტიფიცირებული ამწე-ტექნიკით, რკინიგზის ჩიხით, დაცვისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო სისტემებით, სატვირთოებისთვის კი ცალკე საპარკინგე ზონაა განკუთვნილი.

რაც შეეხება ოპერაციებს:

  • ვაწარმოებთ ტვირთის მანქანებზე, კონტეინერებში, ვაგონებში გადატვირთვისა და დატვირთვის სამუშაოებს;
  • ვახორციელებთ ტვირთის შეფუთვისა და დაბმა-დამაგრების ოპერაციებს;
  • უზრუნველვყოფთ კონტეინერების ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას;
  • გვაქვს ჩვენი რკინიგზის ჩიხი;
  • ვემსახურებით და ვასაწყობებთ როგორც გენერალურ, აგრეთვე არაგაბარიტულ ტვირთებს.

როგორც ვიცით, Gianti Logistics თავდაპირველად არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებით გახდა ცნობილი.

დიახ, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვიხორციელებია და ხშირად, მას სახელმწიფო მნიშვნელობაც ჰქონია. თან, არა მარტო საქართველოს, არამედ პარტნიორი სახელმწიფოების მასშტაბით.

არაგაბარიტული გადაზიდვების პროექტების საოპერაციო ნაწილი თბილისში იგეგმება, სისრულეში კი ფოთის წარმომადგენლობითი ოფისის ჩართულობით მოდის.

ჩვენი ჰიდრავლიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ გადაზიდვისთვის საჭირო მისაბმელი ტვირთის მიღებისთვის შესაბამის კონდიციაში იყოს. საპროექტო და ინჟინრების გუნდთან ერთად, ჰიდრავლიკის გუნდი პასუხისმგებელია ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე და მიმღებისთვის იდეალურ კონდიციაში ჩაბარებაზე.

არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის პროცესი კომპლექსურია: მოითხოვს შესაბამისი უწყებების მიერ ტვირთის გაცილების პროცესს, ზოგჯერ გზის საფარის ცვლილებას, უსაფრთხო გადაადგილებას და ა.შ.

ჩვენს კომპანიაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა Gianti Logistics-ის ამოსავალი წერტილია. ჯერ კიდევ იქამდე დავნერგეთ შესაბამისი სამუშაო სტანდარტები, სანამ კანონმდებლობით სავალდებულო გახდებოდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები – საქართველოს რკინიგზა  დაბალი უკუგებით იყენებს მასზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას

Next Post

რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის გაფართოებამ გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა – რატომ ფერხდება სატვირთოების გადაადგილება საზღვარზე?

Related Posts
„მიმაჩნია, რომ იმ სახელმწიფო პირებს, რომლებიც მსხვილ პროექტებს ახორციელებენ, ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება არ აქვთ“, –…
მეტის ნახვა

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გაფართოება ცენტრალური აზიიდან ახალი ტვირთნაკადების მოზიდვაზეა ორიენტირებული

უნდა აღინიშნოს, რომ თუ 15 – 20 წლის უკან ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები, მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ბუნებრივი რესურსების…
მეტის ნახვა

ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის ფსეკრდაღრმავება – გამტარუნარიანობას  30 % მდე გაზრდის

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, დერეფნის ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,  „ვიწრო ადგილების“ დებლოკირება ერთობლიობაში განსაზღვრავს…
მეტის ნახვა