თურქეთი და ყაზახეთი საავტომობილო სატრანზიტო ნებართვების გაუქმებაზე და თურქეთის ნავსადგურებში ყაზახი გადამზიდველების თავისუფალ წვდომაზე შეთანხმდნენ

ჩვენი ორგანიზაცია საკუთარ ანალიტიკაში მუდმივად ამახვილებს ყურადღებას რეგიონის ქვეყნებში ორმხრივ დონეზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სანებართვო სისტემების გაუქმების, ან ორმხრივი ნებართვების გაციფროვნებისა და ელექტრონულად გაცემის უპირატესობაზე.


ჩვენი ანალიტიკა მუდმივად ეთმობა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციის კონკრეტულ მაგალითებს.

სახელმწიფოები უნებართვო სისტემის ამოქმედებით, ანუ ნებართვების გაუქმებით, რეალურად ფიქრობენ საავტომობილო გადამზიდავებისთვის დაზოგონ ნებართვის ღირებულების ხარჯები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „დრო“, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის ნებართვის მისაღებად გადამზიდველის მიერ განცხადების შევსებიდან მის მიღებამდე.

ორ ქვეყანას შორის გადაზიდვების უნებართვო სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ამ ქვეყნებს აღარ დასჭირდებათ რუტინული ოპერაციების ჩატარება, საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლა და შემდგომ გადამზიდველებისთვის დარიგება. უფრო მეტიც, თავიდან იქნება აცილებული ზედმეტი ბიუროკრატიული და კორუფციული ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია დოკუმენტების ხელით შევსებასთან და შემდგომ მათ განაწილებასთან.

ერთ-ერთ ასეთ მაგალითს ახლახანს ყაზახეთ-თურქეთის ერთობლივი კომისიის სხდომაზე ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების გამარტივებისა და ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს.

მხარეები შეთანხმდნენ:

  • გადაზიდვების თავისუფალი ტრანზიტი – მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას საავტომობილო ტრანსპორტით ტრანზიტული გადაზიდვების ნებართვის სისტემის გაუქმებისა და თავისუფალ ტრანზიტის მოდელზე გადასვლის შესახებ. ამასთან, მთავრობათაშორის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანამდე სატრანზიტო ნებართვების ბლანკების გაცვლა შეუზღუდავი რაოდენობით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თურქეთის საზღვაო ნავსადგურებში ყაზახი გადამზიდველების თავისუფალი წვდომა – თურქეთის მხარე მის საზღვაო ნავსადგურებში ყაზახ გადამზიდავებს ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობას მისცემს, რაც აქამდე უნებართვოდ მხოლოდ თურქული კომპანიებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
  • ნებართვების გაცემის დიგიტალიზაცია – წლის ბოლომდე ორმხრივი და ტრანზიტული ნებართვების გაცემა ელექტრონულ ფორმატში გადავა.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთმა ჩინეთთან, უზბეკეთთან და ირანთან ნებართვების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა მოკლე ვადაში უზრუნველყო, შესაბამისად, ყაზახეთს ელექტრონულ ფორმატში ნებართვების გაცემის გამოცდილება გააჩნია.
ამასთან, ელექტრონული ფორმის დანერგვა მნიშვნელოვნად ამარტივებს ტვირთების გადაზიდვის პროცესს და გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს.

ნათელია, რომ ორ ქვეყანას შორის ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ყაზახი და თურქი გადამზიდველებისთვის ჩინეთ–ევროპის მარშრუტზე სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული.

ყაზახეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 5.0 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით (6.0 მილიარდი დოლარი) 16.9%-ით ნაკლებია.


საქონელბრუნვის შემცირების ტენდენციის შესაჩერებლად ორ ქვეყანას შორის საავტომობილო ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება.

საქართველომ უნებართვო სისტემაზე გადასვლა 2009 წლიდან დაიწყო და უკავშირდებოდა საავტომობილო გადაზიდვების სფეროში მეზობელ ქვეყნებთან ლიბერალურ პოლიტიკის გატარებას.


ლიბერალური პოლიტიკის გატარების შედეგად შესაძლებელი გახდა ყაზახეთთან და სომხეთთან უნებართვო სისტემის დანერგვა. მოგვიანებით გამიზნული იყო ამ პროცესის რეგიონის ყველა ქვეყანაზე გავრცელება, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილებამ ლიბერალური მიდგომები დიამეტრალურად შეცვალა.

რისი მაგალითიცაა, საქართველო – ყაზახეთს შორის სანებართვო სისტემაზე დაბრუნება. სადღეისოდ უნებართვო სისტემა მხოლოდ სომხეთთან ფუნქციონირებს.

თურექთსა და ყაზახეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციის სისტემის ამოქმედება, კარგი მაგალითია იმისა, რომ დავსვათ კითხვა – უნებართვო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ანუ საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რა სტრატეგია გააჩნია საქართველოს?

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

თურქეთში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ინსპექტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა მძღოლმა?

Next Post

გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს

Related Posts

ირანის სამხრეთით სტრატეგიული ჩაბახარის ნავსადგურის სანქცირებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთ – სამხრეთ“დერეფნის ბლოკირება განახორციელა

ახლახან შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხრეთით განლაგებული სტრატეგიული ჩაბაჰარის ნავსადგურის სასანქციო რეჟიმში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 450 ჰექტარზე გადაჭიმული…
მეტის ნახვა

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ხორგოსის ტერმინალი შუა დერეფნის მძლავრ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება

შუა დერეფნის ტვირთბრუნვაზე დადებითად აისახა ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოება, რომლის ტვირთბრუნვა ბოლო 10…
მეტის ნახვა

როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი მეორე)

დღევანდელი ანალიტიკის მეორე ნაწილი დაეთმობა ცენტრალური აზიის რეგიონში მიმდინარე მეორე ხუთ მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს. 6. თურქმენეთში აშხაბადი…
მეტის ნახვა