ცენტრალური აზიის ტვირთნაკადების წარმომქნელი სამრეწველო რეგიონები უპირატესობას ყაზახური ინვესტიციით აშენებული Poti TransTerminal-ის ინფრასტრუქტურას ანიჭებენ

15-16 მაისს ბათუმში გამართულ Argus-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ფოთში განთავსებული მულტიმოდალური  Poti TransTerminal-ის შესაძლებლობები იქნა წარმოდგენილი.

Poti TransTerminal-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლჟას არიკბაევმა, ყაზახური ინვესტიციით აშენებული ტერმინალის წარდგენისას ხაზი გაუსვა ფოთში საკონტეინერო ინფრასტრუქტურის განვითარების, მიმდინარე ტვირთნაკადების, ტერმინალის ოპერირებისა და საქართველოს გავლით გადაზიდვების შემდგომი ზრდის პერსპექტივებს.

ტერმინალის ხელმძღვანელმა პრეზენტაციისას დეტალურად წარადგინა საკონტეინერო მოედნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, გადასატვირთი აღჭურვილობა და მულტიმოდალური გადაზიდვების ორგანიზების ოპერაციები.

განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ოპერატიულ საკითხებს, კერძოდ, ტერმინალისა და ნავსადგურის ინფრასტრუქტურის ურთიერთქმედებას, ტვირთების გადამუშავების სიჩქარეს, ტარიფების გამოყენებასა და ლოგისტიკური პროცესების გამჭვირვალობას.

ტერმინალის დირექტორის განმარტებით, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის ტვირთნაკადების წარმომქნელი სამრეწველო რეგიონები გეგმაზომიერად იწყებენ საქართველოს გავლით შუა დერეფნის შესაძლებლობების ათვისებას. ტერმინალის დირექტორმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ზრდის პოტენციალი ყაზახური პროდუქციის ფოთის ნავსადგურის გავლით ექსპორტში შეინიშნება.

პრობლემების ჩამონათვალის  დახასიათებისას აღინიშნა, რომ კლიენტს ესაჭიროება გადაზიდვითი პროცესის გამჭვირვალობა და იმის ზედმიწევნით ცოდნა, თუ რა ვადაში გადაადგილდება მისი ტვირთი და როგორია სატარიფო შემადგენელი“.

ოლჟას არიკბაევის განმარტებით – „მარშრუტი თანდათან იძენს იმპულსს, ამასთან, ტვირთების მიმზიდველობას ესაჭიროება დრო, რათა ჩამოყალიბდეს და მდგრადი გახდეს“.

Poti TransTerminal-ი 2025 წლის მეორე ნახევარში შევიდა ექსპლუატაციაში. იგი საერთაშორისო ლოგისტიკური PTC Holding-ის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს.

ტერმინალი საკონტეინერო და გენერალური ტვირთების გადატვირთვას ემსახურება და ძირითადად ტრანსკავკასიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR-ისა და CASCA+ მარშრუტების მომსახურებაზეა ორიენტირებული.

ტერმინალის ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებთან დაკავშირებით Argus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებით –  9.2 ჰექტარზე განლაგებულ ტერმინალს წლიურად 100 ათასი TEU-ისა და 350 ათასი ტონა გენერალური ტვირთის გატარება შეუძლია.

ტერმინალი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითაა აშენებული და უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და გრძელი  სარკინიგზო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რომელსაც ერთდროულად 120 ვაგონის გადამუშავება შეუძლია.

ტერმინალი აღჭურვილია ორი უნიკალური პორტატული ამწით, რომლებიც საათში 50-მდე კონტეინერის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

პროექტის დაფინანსება მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდა. მისმა ღირებულებამ 31.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის დაფინანსება საქართველოში ყაზახეთის სს „ხალიკ ბანკის“ შვილობილმა ბანკმა დააფინანსა.

დასკვნის სახით – საქართველოზე გამავალი დერეფნისათვის, ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის ფუნქციონირება, ორი არგუმენტის გათვალისწინებით უდაოდ მნიშვნელოვანია: პირველი – პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით ფინანსური შემოდინების და მეორე –  ყაზახეთის მიერ საკუთარი ტვირთებით საკუთარი სატერმინალო ქსელის უზრუნველყოფით, რაც პერსპეტივაში გარანტირებული ტვირთების დამკვიდრების წინაპირობას წარმოადგენს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სარკინიგზო სექტორში სახიფათო ტვირთების გადაზიდვების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციით, დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ახალი ეტაპი იწყება

Next Post

რა მიზეზით არ მიუერთდა საქართველო TRACECA-ს დერეფანში საავტომობილო გადაზიდვების ერთიანი ელექტრონული ტრანზიტის ნებართვის სამთავრობათაშორისო შეთანხმებას?

Related Posts

ყაზახეთი შუა დერეფნის მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსებით – საქართველოს უბიძგებს საკუთარი ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარებისკენ

ყაზახეთის მიერ, შუა დერეფნის საკუთარ მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, მიმართულია მასზე გამავალი…
მეტის ნახვა

უკრაინა შუა დერეფნის გამოყენებით შავ ზღვაზე  საბორნე გადაზიდვების აღდგენას გეგმავს

უკრაინის რკინიგზას განზრახული აქვს 10 წლიანი ინტერვალის  შემდგომ  საქართველოს ნავსასგურებიდან უკრაინის მიმართულებით, ორი სარკინიგზო საზღვაო ბორანი „გეროი შიპკი“…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი (ნაწილი პირველი)

საინფორმაციო სივრცეში ხშირად შეხვდებით ჩვენი ქვეყნის  ხელმძღვანელობის ან რომელიმე პოლიტიკოსის მიერ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის სტრატეგიულობის, ფინანსური თუ …
მეტის ნახვა