რა მიზეზით არ მიუერთდა საქართველო TRACECA-ს დერეფანში საავტომობილო გადაზიდვების ერთიანი ელექტრონული ტრანზიტის ნებართვის სამთავრობათაშორისო შეთანხმებას?

2026 წლის 15 მაისს, ასტანაში გამართულ TRACECA-ს (ევროპა -კავკასია – აზიის სატრანსპორტო დერეფანი) სამთავრობათაშორისო კომისიის მე-18 შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებმა TRACECA-ს დერეფანში საავტომობილო გადაზიდვების ტრანზიტის ნებართვის ერთიანი ფორმის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

საქართველო, რომელიც ამ შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილით იყო წარმოდგენილი, გაურკვეველი მიზეზის გამო, სატრანსპორტო დერეფნის ესოდენ მნიშვნელოვან შეთანხმებას არ მიუერთდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს დერეფნის საკვანძო სახელმწიფოებმა, რომლებიც სატრანზიტო გადაზიდვების ერთიან ჯაჭვში არიან განთავსებული და ფაქტობრივად დერეფნის ძირითად „კარკასს“აყალიბებენ. ამ სქემიდან საქართველოს ამოვარდნა რეალურად დერეფნის გასწვრივ გადაზიდვების ეფექტიანობის დაქვეითების ტოლფასია და საქართველოს როგორც არაკეთილსაიმედო პარტნიორად წარმოჩენას.

აღნიშნული დოკუმენტი პრაქტიკულად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოებს შორის განხილვის პროცესშია. ამ თვალსაზრისით, გაურკვეველია, თუ რა მიზეზით ვერ მიუერთდა საქართველო ესოდენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეთანხმებას.

რას წარმოადგენს TRACECA-ს დერეფანში საავტომობილო გადაზიდვების ტრანზიტის ნებართვის ერთიანი ფორმის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმება?

შეთანხმება დერეფნის გასწვრივ ერთიანი ელექტრონული ტრანზიტის ნებართვის შემოღებას ითვალისწინებს, რაც საავტომობილო გადამზიდავებს საშუალებას აძლევს, სატრანზიტო გადაზიდვები მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიებზე დამატებითი საბუთების გარეშე, კერძოდ, ეროვნული ტრანზიტის ნებართვების მიღების გარეშე განახორციელონ.

ერთიანი ტრანზიტის ნებართვა სატრანსპორტო კომუნიკაციისთვის ერთგვარ „მწვანე დერეფანს“ წარმოადგენს.

დოკუმენტი გადამზიდავებს საშუალებას აძლევს, დამატებითი ნებართვების გარეშე, შეთანხმების მონაწილე წევრი სახელმწიფოების ტერიტორიები ერთიანი ნებართვის ფორმის გამოყენებით გადაკვეთონ. დოკუმენტი მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრას და ტრანზიტის დროის მნიშვნელოვნად შემცირებას.

TRACECA-ს საორგანიზაციო კომიტეტის განმარტებით, ერთიანი ელექტრონული ტრანზიტის ნებართვა (ETR) გაიცემა ექსკლუზიურად ელექტრონულად, ერთიანი საინფორმაციო სისტემის (ვებპორტალის) მეშვეობით, უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭებით.

დოკუმენტის გამოყენება ამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, აჩქარებს საზღვრის გადაკვეთას, ზრდის სატრანსპორტო გადაზიდვების გამჭვირვალობას და ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიის დიგიტალიზაციის პროცესს.

შეთანხმებას, საქართველოს გარდა, ხელი არ მოაწერა კიდევ რვა ქვეყანამ: სომხეთმა, ბულგარეთმა, ირანმა, მოლდოვამ, რუმინეთმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და თურქეთმა.

შეხვედრაზე უზბეკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახკამოვმა, რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა, რომლებიც TRACECA-ს დერეფნის მიმზიდველობის გაზრდას ისახავს მიზნად. მან ნოვაციის სახით მონაწილე ქვეყნებს „ქაღალდის დოკუმენტაციის გარეშე ტრანზიტის“ მისაღწევად ტრანსპორტის პროცესების სრული დიგიტალიზაცია შესთავაზა.

დასკვნის სახით – TRACECA-ს დერეფანში საავტომობილო გადაზიდვების ტრანზიტის ნებართვის ერთიანი ფორმის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებაზე ჩვენი ქვეყნის მიუმხრობლობა რეალურად დერეფნის გასწვრივ გადაზიდვების ეფექტიანობის დაქვეითების ტოლფასია და საქართველოს, როგორც არაკეთილსაიმედო პარტნიორად, წარმოჩენას იწვევს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ცენტრალური აზიის ტვირთნაკადების წარმომქნელი სამრეწველო რეგიონები უპირატესობას ყაზახური ინვესტიციით აშენებული Poti TransTerminal-ის ინფრასტრუქტურას ანიჭებენ

Next Post

სომხეთს რეგიონული სატრანსპორტო პროექტების მიღმა დარჩენის რისკი ემუქრება (ხედვა ერევნიდან)

Related Posts

ანაკლია და ქვეყნის დანარჩენი ნავსადგურები – კონკურენტები თუ ერთიანი საზღვაო სისტემის შემადგენელი სუბიექტები?

მერაბ ჩაჩავა – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პორტის მენეჯმენტის სპეციალისტი, შ.პ.ს. „საზღვაო სააგენტო ადმირალის“ თანადამფუძნებელი. მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის…
მეტის ნახვა

უკრაინა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის პროექტის ფარგლებში პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის დაგებას იწყებს

პოლონეთის საზღვრიდან – ლვოვამდე ლიანდაგის კონსტრუქცია მხოლოდ 1435 მმ იან ქსელს მოიცავს და რადიკალურად განსხვავდება შეთავსებული ლიანდაგის სისტემისგან.…
მეტის ნახვა

სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნიდან – რეგიონის გლობალურ საზღვაო სახელმწიფოდ გადაწყობა – საქართველოს საზღვაო სავაჭრო ფლოტის აღდგენა-განვითარებას უკავშირდება (ნაწილი პირველი)

ალეკო შარაძე – ეკონომიკის დოქტორი, საზღვაო სამართლის ლექტორი, საზღვაო ტრანსპორტის მართვისა და განვითარების მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილებით. 1999-2006 წწ.…
მეტის ნახვა