აქტაუს ნავსადგურში ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად – შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონამდე გაიზრდება

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ცენტრალური აზიის ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში საზღვაო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობაზე.

ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის თვალსაზრისით შუა დერეფნის ერთ-ერთ „ვიწრო ადგილს“კასპიის ზღვის ყაზახეთის აკვატორიაში განთავსებული აქტაუსა და კურიკის ნავსადგურების არასაკმარისი დაღრმავება წარმოადგენს.

ყაზახეთის ნავსადგურებში მხოლოდ აკვატორიის ფსკერდაღრმავება შუა დერეფნის გამტარუნარიანობას 30%-ით ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

ახლახან აქტაუს საზღვაო ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ფართომასშტაბიანი ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

გენერალურმა კონტრაქტორმა – China Harbour Engineering Company Ltd.-მ, გეოდეზიური კვლევებისა და მიღებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე, ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელებას შეუდგა.

მოსამზადებელ ეტაპზე მიმდინარეობს სპეციალიზებული ფსკერდაღმავებითი ფლოტის, ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაადგილება. პარალელურად, ადგილზე გრძელდება დამცავი დამბის მშენებლობა.

აქტაუს ნავსადგურში სამუშაოები მოიცავს 1.3 მლნ კუბური მეტრი გრუნტის ამოღებას, რაც უზრუნველყოფს ნავსადგურის აკვატორიის აუზის სიღრმის 6-7 მეტრამდე დაღრმავებას.

2025 წელს ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა ყაზახეთის მორე ნავსადგურის კურიკის აკვატორიაში. კურიკის ნავსადგურში ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად, ნავსადგურის აკვატორიისა და შემოსასვლელი არხის არსებული 5 მეტრამდე დაღრმავება მნიშვნელოვნად გაიზარდა და, სადღეისოდ, 7-დან 8 მეტრის ფარგლებში მერყეობს, რაც საშუალებას იძლევა, მიღებული და დატვირთული იქნეს მაღალი წყალწყვის გემები, რითაც მაქსიმალურად გაიზარდა ნავსადგურის გამტარუნარიანობა.

კურიკის ნავსადგურში სამუშაოები 2025 წელს, მოკლე ვადაში, ოთხ თვეში, კომპანია Jan De Nul Kazakhstan-მა განახორციელა, რისთვისაც გამოიყენა სპეციალურად აღჭურვილი გემი Vesalius-ი, ხოლო ამოღებული გრუნტის მოცულობამ 1.0 მლნ კუბური მეტრი შეადგინა.

აქტაუს ნავსადგურის დაღრმავების პროექტის ღირებულება 86.5 მლნ დოლარს შეადგენს. კურიკის ნავსადგურის ფსკერდაღმავების ღირებულებამ 52 მლნ დოლარი შეადგინა.

აქტაუს ნავსადგურში ფსკერდაღმავებითი სამუშაოების საჭიროება განპირობებულია ბოლო წლებში კასპიის ზღვის დონის მკვეთრი კლებით, რომელმაც ბალტიის სიმაღლეთა სისტემაში მინუს 29.21 მეტრის ნიშნულს მიაღწია.

შედეგად, გემების სრული დატვირთვა ვერ ხერხდება – ნავსადგურის ადმინისტრაციის მონაცემებით, ტანკერები 12 000 ტონის ნაცვლად, შეზღუდულად – 10 000 ტონა ტვირთით იტვირთებიან.


ფსკერდაღმავებითი მასშტაბური სამუშაოების დაწყება ივლისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, პროექტის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი.სამუშაოების დასრულების შემდეგ ნავსადგურის აკვატორიაში სანაოსნო ღრმაწყლოვანება ექვს-შვიდ მეტრამდე გაიზრდება, რაც გემების უფრო სრულად დატვირთვისა და ტვირთის დამუშავების ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.


აქტაუს ნავსადგურში ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელება ხელს შეუწყობს 2028 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 6 დან 10 მლნ ტონამდე ზრდას.

ცნობისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში მასშტაბური ფსკერდაღმავება 2022 წელს განხორციელდა. სამუშაოები  დანიურმა კომპანია Rohde Nielsen მა შეასრულა. ამოღებული იქნა 1.35 მლნ კუბური მეტრი ქვიშიანი ნატანი.

2026 წელს ფოთის ნავსადგურში მიღწეულ იქნა 10.4 მეტრიანი დაღმავება, რამაც შესაძლებელი გახადა 30 000 ტონიანი ტანკერის მიღება.

პარალელურად, PACE Group-ის ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი არხის დამატებითი ფსკერდაღრმავება და 13 მეტრიანი ნავმისადგომის მშენებლობა, რომლის დასრულება 2027 წლისთვისაა დაგეგმილი

დასკვნის სახით – შუა დერეფნის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მომიჯნავე ქვეყნების არეალებში კონცენტრირებული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდაზე.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საერთაშორისო – სატრანზიტო ახალქალაქი  – კარწახის საგზაო მონაკვეთის მწობრიდან გამოსვლის გამო, მოსახლეობა და მძღოლები სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ

Next Post

რა ეტაპზეა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით დაანონსებული 50 მლნ ლარის ღირებულების მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის პროექტი?

Related Posts

კონსტანცა ევროპულ სივრცეში ტვირთნაკადების შემკრებ – გამანაწილებელ   ძირითად ნავსადგურად ყალიბდება  

რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ, საქართველოდან უკრაინის გავლით, ევროპის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში წლობით აპრობირებული ტვირთნაკადების გავრცელების ღერძის,   კონსტანცის…
მეტის ნახვა

სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნიდან – რეგიონის გლობალურ საზღვაო სახელმწიფოდ გადაწყობა – საქართველოს საზღვაო სავაჭრო ფლოტის აღდგენა-განვითარებას უკავშირდება (ნაწილი მეორე)

ალეკო შარაძე – ეკონომიკის დოქტორი, საზღვაო სამართლის ლექტორი, საზღვაო ტრანსპორტის მართვისა და განვითარების მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილებით. 1999-2006 წწ.…
მეტის ნახვა

სატრანზიტო ბუმის მოლოდინში აზერბაიჯანი საზღვაო – სავაჭრო ფლოტს ანვითარებს

საზღვო დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე, აზერბაიჯანი ინტენსიურად ზრდის სავაჭრო ფლოტს, სადღეისოდ, ფლობს სხვადასხვა ტიპის 51 გემს. აზერბაიჯანის…
მეტის ნახვა