საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ ე.წ შუამავლების – საქმიანობის გამჭირვალეობა

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, ტვირთმფლობელსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის ხშირად, შუამავლების სახით, ე,წ. გამოუცდელი “დისპეჩერები” ერთვებიან, მათი საქმიანობა, ბაზარზე მომუშავე გადამზიდავი – მძღოლებისათვის უკმაყოფილებას იწვევს, რადგანაც, “გაუმჭირვალე” მაღალი – საპროვიზიო ტარიფის გარდა, ხშირად, გადაზიდვის პროცესის დასრულების შემდგომ, ე.წ. დისპეჩერების მხრიდან, კუთვნილი გასამრჯელოს მიღება დაგვიანებით ხორციელდება. ბუნებრივია გადამზიდველი კომპანიის – მძღოლები ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

გთავაზობთ, ამ პრობლემის მოგვრების ხედვას, ავღნიშნავთ, რომ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” გვერდის მკითხველებისათვის, შესაძლოა, რიგი ასპექტები ს ა დ ა ო აღმოჩნდეს, ამიტომ მისასალმებელი იქნება ღია დისკუსიის გახსნა. ამასთან, გვერდის კითხვადობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ პრობლემის აქტუალობა ირიბად სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ იქნეს იდენტიფიცირებული.

პ რ ო ბ ლ ე მ ი ს ა რ ს ი – „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ საქმიანობას, ხშირად შუამავალი ე.წ „დისპეჩერების“ ახორციელებენ, მათი საქმიანობის შეზღუდვა – კონკურენტული ბაზრის პირობებში, რთულად წარმოსადგენია, გამორიცხულია, რომ გადაზიდვების ბაზრის მონაწილე ნებისმიერი სუბიექტის სატარიფო სფეროში საქმიანობა იქნეს გარედან შეზღუდული, მაგრამ გადამზიდავების განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ სფეროში ერთვებიან ე.წ გ ა მ ო უ ც დ ე ლ ი შუამავლები, რომლებიც საკუთარი საშუამავლო გასამრჯელოს მაქსიმალიზაციის ხარჯზე, აქვეითებენ გადამზიდავის კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად გადამზიდავები აყენებენ საკითხს ასეთი შუამავლების საქმიანობის რეგლამენტირების, სახელმწიფოს მხრიდან მათი საქმიანობის აღიარების (პირობითად სერთიფიცირების) და მათი ანაზღაურების იურიდიულ ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობლობის შესახებ.

გადამზიდავი მძღოლების განმართებით, ასეთი ე.წ. „დისპეჩერები“, სატრანსპორტო საშუალების დაქირავებისას, არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ, ტვირთის დაზიანების, დაგვიანებით დანიშნულ ადგილზე ჩატანაზე, ამასთან, მათი მხრიდან, არანაირი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოთხოვნა არ ხდება. ხშირია შემთხვევები, რომ მიუხედავად ხელშეკრულების არსებობისა ირღვევა ანაზღაურების ვადები.

პ რ ო ბ ლ ე მ ი ს მ ო ს ა გ ვ ა რ ე ბ ლ ა დ მიგვაჩნია – „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ აღიარების რეესტრის შექმნა, რომელიც ე.წ ს ე რ თ ი ფ ი ც ი რ ე ბ ა დ ა დ შეიძლება წარმოვიდგინოთ. ამასთან, მათი კომპეტენტურობის დადასტურების შემთხვევაში გაიცეს სათანადო დოკუმენტი – თუნდაც სერთიფიკატი.

სერთიფიკატის გამცემმა ორგანომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი „გადამზიდავ – ექსპედიტორის“ პატიოსნებაზე და ბაზარზე ქცევის წესებზე. საწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, საქმიანობის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

შემუშავდეს მექანიზმი, რათა ნებისმიერმა ტვირთმფლობელმა თუ ტვირთმიმღებმა სავალდებულო წესით ტვირთზიდვა დაუკვეთოს, საქართველოში მოქმედ აკრედიტებულ სერთიფიცირებულ „გადამზიდავ – ექსპედიტორს“, ე.წ. დისპეჩერს, მათი სია აიტვირთოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ გვერდზე. სია გახდეს ტრანსფარენტული და ნებისმიერი გადამზიდავისათვის.

ნებისმირი კომენტარების არსებობის შემთხვევაში შემთხვევაში, ისინი უფრო სანდონი გახდებიან ადგილობრივი და უცხოელი გადამზიდავებისათვის და ტვირთმფლობელებისათვის.

შედეგობრივად, ასეთი მიდგომა არ ნიშნავს ვინმეს ბიზნეს საქმიანობაში ჩარევას, პირიქით ასეთი ქმედება ზღუდავს ბაზარზე მაქინაციებს, ხაფანგების დაგებას, დემპინგით მუშაობას, სახელმწიფოსათვის შემოსავლების დამალვას.

სერთიფიცირების პრობლემის მოგვარება, მხოლოდ ნაწილობრივ დაეხმარება, ქართველ გადამზიდავებს პრობლემის მოგვარებაში, რადგანაც საქართველოს გარეთ მოქმედი ე.წ. დისპეჩერების საქმიანობის გამჭირვალობა, დამატებით დისკუსიის თემას წარმოადგენს.

დ ა ს კ ვ ნ ი ს ს ა ხ ი თ – მიგვაჩნია, რომ დისკუსიის გახსნა, ხელს შეუწყობს, პრობლემის მოგვარების გზების ძიებას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

დერეფნის საქართველოს მონაკვეთის განუვითარებლობის ერთ – ერთი მიზეზი ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობაა

Next Post

რა სავარაუდო მოცულობის ტვირთნაკადი უნდა გადაიზიდოს, რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად – მომგებიანად იფუნქციონიროს?

Related Posts

თურქეთში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ინსპექტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა მძღოლმა?

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრიდან თურქეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შემოწმების ახალი პროცედურები ამოქმედდება.…
მეტის ნახვა

ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურ გადანაწილდებას გამოიწვევს

სომხეთ – აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიან ფაზაში გადასვლის შემდგომ აზერბაიჯანი და თურქეთი – ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას და საერთაშორისო სატრანსპორტო…
მეტის ნახვა

აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო ფლოტის განვითარება – შუა დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას უკავშირდება

2025 წელს აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო სანაოსნო კომპანიის, ASCO-ს, გემებმა, რომლებიც სტრუქტურულად AZCON Holding-ში არიან გაერთიანებული, საზღვაო მიმართულებებით 9.1…
მეტის ნახვა