შუა დერეფნის განშტოების  ჩინეთი – ყირგიზეთი – უზბეკეთის სარკინიგზო მარშრუტის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

ახლახანს ყირგიზეთში, ქ. ბიშკეკში, ხელი მოეწერა ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის მასშტაბური რკინიგზის პროექტის სასესხო ხელშეკრულებას.

სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4.7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და რეგიონში ფინანსურად ყველაზე ტევად სატრანსპორტო პროექტს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2024 წლის ბოლოს გაიმართა, პროექტის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი საბოლოოდ არ იყო დარეგულირებული.

ფინანსების დარეგულირების თვალსაზრისით, ახლახანს ბიშკეკში გამართული ხელმოწერის ცერემონია უმნიშვნელოვანესია, რადგან საბოლოოდ გადაწყდა პროექტში ჩართული მხარეების ფინანსური კონტრიბუციის საკითხი.

როგორც ფინანსური დოკუმენტის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, ახალ მაგისტრალს აზიასა და ევროპას შორის სამხრეთის „სახმელეთო ხიდად“ გადაქცევის ყველა წინაპირობა გააჩნია.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარშრუტი ჩინეთიდან ყირგიზეთის და უზბეკეთის გათვლით ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის თურქეთსა და ევროკავშირში, საქონლის პირდაპირი მიწოდების უპრეცედენტო შესაძლებლობებს გააჩენს.

რეალურად, ახალი სარკინიგზო მაგისტრალი რუსეთის გვერდის ავლით ჩინეთიდან ტვირთნაკადების რეგიონულ ჭრილში, მათ შორის შუა დერეფნის მიმართულებით, გადანაწილებისკენ იქნება მიმართული.

სამი ქვეყნის სახელმწიფოთა მეთაურები სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტის ძირითად შემობრუნების წერტილად და ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ, გარდა ამისა აცხადებენ, რომ პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა საბოლოოდ წინ წაწევს მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მიძინებულ, რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს.

535 კმ სიგრძის ეს პროექტი ითვალისწინებს რკინიგზის არტერიის შექმნას, რომელიც ყირგიზეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტების – ტორუგარტის, მაკმალისა და ჯალალ-აბადის – გავლით ქაშგარს (ჩინეთი) ანდიჯანთან (უზბეკეთი) დააკავშირებს.

16 დეკემბერს ყირგიზეთში, ხელმოწერის შემდგომ, პროექტის განხორციელების ბოლო დაბრკოლება მოიხსნა, როდესაც ერთობლივმა საპროექტო „ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო“ კომპანიამ ჩინური ბანკების სინდიკატთან, მათ შორის ჩინეთის განვითარების ბანკთან და Exim ბანკთან, სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტის საერთო ღირებულება 4.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შეთანხმების თანახმად, ჩინური მხარე ერთობლივ კომპანიას 35 წლის ვადით 2.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ძირითადი ფინანსური ტვირთი პეკინს ეკისრება.

დარჩენილ 2.3 მილიარდ აშშ დოლარს კომპანიის საწესდებო კაპიტალში სამი ქვეყანა შეიტანს შემდეგი თანაფარდობით: ჩინეთი – 51%, ყირგიზეთი და უზბეკეთი – შესაბამისად, 24.5% ს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გაუმჯობესდება ლოჯისტიკა. პირველ რიგში, ტვირთის მიწოდების დრო 7–8 დღით შემცირდება და მოიხსნება ტრანსპორტირების შეზღუდვები.

საპროგნოზო გათვლებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2040 დან 2050 წლამდე წლიური ტვირთბრუნვის მოცულობა 8 –10 მილიონ ტონას მიაღწევს, მომავალში ხაზის ელექტრიფიცირების პერსპექტივით. რკინიგზის მშენებლობას სავარაუდოდ ექვსი წელი დასჭირდება.

სატრანსპორტო ნაგებობების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზის პროექტი ტექნიკურად უაღრესად რთულად განსახორციელებელია, რადგან მარშრუტის 45% ზე მეტი რთულ მთიან რელიეფზე, მაღალი სეისმური აქტივობის ზონებში გადის, რაც 80-ზე მეტი ხიდისა და 40 გვირაბის მშენებლობას მოითხოვს, მათ შორის სამი ძირითადი გვირაბის, რომელთაგან თითოეული 12 კილომეტრზე მეტი სიგრძის იქნება.

ახალი ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალი, რუსეთის გვერდის ავლით ჩინეთიდან ტვირთნაკადების რეგიონულ ჭრილში, მათ შორის საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმართულებით, ტვირთების მომარაგებისკენ იქნება მიმართული.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

რამ განაპირობა – ჩრდილოეთ ყინულოვანი საზღვაო დერეფნით რუსული ბირთვული ყინულმჭრელი ფლოტის მოძრაობაში მოყვანა?

Next Post

შუა დერეფნის ალტერნატივად, ირან-თურქეთი პრიორიტეტულად მერენდი (ირანი) – ჩემშე სორია (თურქეთი) სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას განიხილავენ

Related Posts
საქართველოს გზებზე სატრანზიტო საავტომობილო გადაზიდვები მცირდება

საქართველოს გზებზე სატრანზიტო საავტომობილო გადაზიდვები მცირდება – როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას?

2022 წლის რუსეთ – უკრაინის საომარი დაპირისპირების შედეგად, საქართველოს სააავტომობილო გზებზე, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდებობა, 2021 წელთან…
მეტის ნახვა

ყაზახეთი კასპიის ზღვაზე კურიკი – ალიატი  – კურიკის მარშრუტზე  რეგულარულ საბორნე გადაზიდვებს ავითარებს

ჩვენი პორტალის საშუალებით მუდმივად ვაშუქებთ, შუა დერეფნის საკვანძო ინფრასტრუქტურულ კვანძებში, მათ შორის, კასპიის ზღვაზე ყაზახეთში კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში…
მეტის ნახვა

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ხორგოსის ტერმინალი შუა დერეფნის მძლავრ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება

შუა დერეფნის ტვირთბრუნვაზე დადებითად აისახა ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოება, რომლის ტვირთბრუნვა ბოლო 10…
მეტის ნახვა