რა ეტაპზეა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით დაანონსებული 50 მლნ ლარის ღირებულების მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის პროექტი?

„უზბეკეთი – საქართველოსადმი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით,  ცალსახად ადასტურებს დიდ ინტერესს” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ასევე ტრანსპორტის მინისტრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების, ასევე ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებისას, უზბეკური მხარე გამოითქვა სურვილი საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ინვესტიციების განთავსების მზადყოფნის შესახებ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო უზბეკეთთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს, რათა გაიზარდოს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, უზბეკეთიდან შემოსული ინვესტიციები, ტურისტული ნაკადები და ტვირთბრუნვა საქართველოს მიმართულებით.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როლს, კონკრეტულად კი, შუა დერეფნის კონტექსტში.

ასეთ ვითარებაში, არსებობს კითხვა: რამ შეუშალა ხელი უზბეკურ მხარეს 2023 წელს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით დაანონსებული მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის პროექტის განხორციელებას?

ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც 2023 წელს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით დაანონსდა, 30 ჰექტარ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენდა და 100-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებდა.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ პროექტის რეალიზება რამდენიმე ეტაპად განხორციელდებოდა. პირველ ეტაპზე გაყინული პროდუქციის სათავსო განთავსება, სადაც 1000 ტონა პროდუქცია დაეტეოდა. მეორე ეტაპზე 5000 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული სატვირთო საწყობის მოწყობა, ხოლო მესამე ეტაპზე 8000 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული ნაყარი ტვირთების საწყობის, ასევე დიდი ზომისა და საკონტეინერო ტვირთების ტერმინალის მშენებლობა იგეგმებოდა.

დღემდე გაურკვეველია უზბეკური ინვესტიციით – მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის მშენებლობის პროექტის ბედი.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

აქტაუს ნავსადგურში ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად – შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონამდე გაიზრდება

Next Post

საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების ანალიზით დასტურდება, რომ ქვეყანა ჯეროვნად ვერ იყენებს სანქციების შედეგად ქვეყნისათვის ბუნებრივად მინიჭებულ ეკონომიკურ შესაძლებლობას

Related Posts

შუა დერეფანს თბილისის და ფოთის საკონტეინერო ტერმინალების პარალელურად ალმაათის საკონტეინერო ტერმინალი შეემატა

შუა დერეფანის გასწვრივ აქტიურად მიმდინარეობს ახალი საკონტეინერო სიმძლავრეების ექსპლუატაციაში გაშვების პროცესი,  სულ ახლახანს თბილისსა და ფოთში  ამოქმედებულ საკონტეინერო…
მეტის ნახვა

ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში საქართველოს  საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება (კვლევის შედეგები ნაწილი მეორე)

2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ევრაზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციების 22 % ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის.…
მეტის ნახვა

როგორ შევირჩიოთ ევროზონაში ტვირთების ტრანსპორტირების ოპტიმალური  მარშრუტი

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული ნებისმიერი კომპანია, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მისატანად, საკუთარ მარშრუტს ინდივიდუალურად ირჩევს. ბუნებრივია, თვითეულ გადამზიდველს გააჩნია…
მეტის ნახვა