ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტის ინსტიტუციური მექანიზმები და განვითარების ეტაპები

ლევან ლომსაძე

შპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორი
სარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი

შუა დერეფნის კონკურენტულ მიმართულებად ფორმირების პროცესში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტის საკოორდინაციო კომიტეტი მნიშვნელოვან ინსტიტუციურ მექანიზმს წარმოადგენს. რომლის საქმიანობის კონკრეტული შედეგები შუა დერეფნით გადაზიდვების მზარდ მაჩვენებლებში აიასახება.

შუა დერეფნით სატვირთო ნაკადების გაზრდის მიზნით, 2014 წელს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის Trans-Caspian International Transport Route (TITR) განვითარების საკოორდინაციო კომიტეტი შეიქმნა.

თავიდანვე TITR ის საკოორდინაციო კომიტეტი, შუა დერეფნის განვითარების ინსტიტუციური მექანიზმებით იქნა აღჭურვილი, მოგვიანებით ახლად  შექმნილმა ორგანიზაციამ სხვადასხვა მიმართულებებით დაიწყო ფუნქციონირება, მათ შორის გამოიკვეთა: დამატებითი ტვირთების მოზიდვის, შეთანხმებული სატრანსპორტო და სატარიფო პოლიტიკის ფორმირების, ალტერნატიული დერეფნების მიმართ კონკურენტუნარიანობის ამაღლების ღონისძიებების დადგენის, დერეფნის მონაწილე ქვეყნების საზღვრებზე და რკინიგზების შეპირაპირების წერტილებში ადმინისტრაციული ბარიერების შერბილების ღონისძიებების შემუშავებით.

სადღეისოდ TITR-ის საკოორდინაციო კომიტეტში სხვადასხვა ქვეყნების კომერციული და არაკომერციული – 8 მუდმივი და 19 ასოცირებული წევრებია გაერთიანებული.

TITR საკოორდინაციო კომიტეტში გაერთიანებული ორგანიზაციები საზღვაო და სარკინიგზო სფეროს გადაზიდვების წამყვან საწარმოებს წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარ ტერიტორიებზე ტვირთების უსაფრთხო ტრანსპორტირებასთან ერთად, კოორდინირებულ სატრანსპორტო და სატარიფო პოლიტიკას ახორციელებენ.

ფუნქციონირების საწყის ეტაპზე TITR საკოორდინაციო კომიტეტის მონაწილეთა შეთანხმებული მუშაობის შედეგად:

დაინერგა როგორც საკონტეინერო გადაზიდვებისთვის ეფექტიანი კომპლექსური ტარიფები, ასევე მაზუთის, გაზოილისა და მარცვლეულის გადაზიდვაზე შეღავათიანი ტარიფები.

ჩინეთი – ყაზახეთი – აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთის მიმართულებით, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის მონაწილეობით, საერთაშორისო სარკინიგზო – საბორნე მიმოსვლაში დამტკიცდა სატრანსპორტო კომპანიებს შორის საკონტეინერო მატარებლების გატარებისთვის ურთიერთქმედების ტექნოლოგია.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ ამოქმედდა Nomad Express-ის კონტეინერების გადაზიდვების სერვისი. რომლის ჩართულებით ორგანიზებულ იქნა ჩინეთიდან აზერბაიჯანსა და თურქეთში და უკუ მიმართულებით, ასევე უკრაინიდან ჩინეთში საპილოტე საკონტეინერო ბლოკ მატარებლების მოძრაობა.

Nomad Express ი დაჩქარებული გადაზიდვების მაღალ ნიშნულზეა ორინეტირებული: შიჰეზი (ჩინეთი) – ქიშლი (აზერბაიჯანი) – 6 დღე, ლიანიუნგანგი (ჩინეთი) – სტამბოლი (თურქეთი) – 18-19 დღე, ჩენდუ (ჩინეთი) – სტამბოლი (თურქეთი) – 17 დღე.

კონსორციუმის წევრები საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროს წამყვან კომპანიებს წარმოადგენენ. მოგვიანებით საკოორდინაციო კომიტეტმა TITR-ის ასოციაცია დაარსა, რომელმაც სისტემური და ეფექტიანი ფუნქციონირება 2017 წლიდან დაიწყო.

2017 წლიდან დაწყებული TITR-ის ფუნქციონირების პერიოდში, გადაზიდვების მაჩვენებლები გეგმაზომიერად იზრდება, ტვირთბრუნვის ზრდა 2021 წლიდან ყოველწლიურად მატულობს და 2025 წელს მაქსიმუმს – 1.9 მლნ ტონას მიაღწია (იხ. დიაგრამა).

2024 და 2025 წლის გადაზიდვების მაჩვენებლების შედარებისას, საგრძნობი წინსვლა არ აღინიშნება, რაც შუა დერეფნით ინსტიტუციონალური მექანიზმების გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითეებს.

რაც შეეხება საკონტეინერო ტვირთებს, რომლებიც დერეფნისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანი მიმართულებაა, შეინიშნება მნიშვნელოავნი წინსვლა, კერძოდ 2025 წელს მაქსიმუმს – 76 900 TEU-ს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-იან ზრდას წარმოადგენს.

2023 წელს – თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოსMiddle Corridor Multimodal-ის შექმნას, რამაც დასაბამი მისცა დერეფნის განვითარების ახალ ტენდენციას.

ერთობლივი კომპანიის მიზანს შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა. კონკრეტულად კი, პარტნიორი ქვეყნების რკინიგზების აქტიური ჩართულობით, შუა დერეფნით ბლოკმატარებლების რაოდენობის გაზრდა და ტვირთმფლობელებისთვის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება უნდა განხორციელებულიყო.

2024 წელს – ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის TITR-ის ასოციაციამ შუა დერეფნის ყაზახეთის ორ მონაკვეთზე საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფები განსაზღვრა.
დოსტიკი (ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარი) – აქტაუს მარშრუტზე 20-ფუტიანი კონტეინერის ტარიფი 0.31 აშშ დოლარით კონტეინერ-კილომეტრზე, ფიქსირებულად განისაზღვრა, ხოლო აქტაუ-დოსტიკის მიმართულებით – 0.16 აშშ დოლარით კონტეინერ-კილომეტრზე.

40-ფუტიანი კონტეინერებისთვის ტარიფი დოსტიკი-აქტაუს მარშრუტზე 0.40 აშშ დოლარია კონტეინერ/კმ, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – 0.20 აშშ დოლარი კონტეინერ/კმ ზე დადგინდა.

კონკრეტულ მარშრუტზე ერთიანი “გამჭოლი” ტარიფის დაწესება, შუა დერეფნისათვის უდაოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ბაქო-თბილისი-ყარსის BTK რკინიგზის ხაზის მოდერნიზაციის პერიოდში დროებით დახურვის გამო, 2023 წლიდან, თურქეთიდან / თურქეთისკენ კონტეინერების გადაზიდვის მომსახურების გაგრძელების მიზნით, შავ ზღვაზე 2024 წელს TITR-ის   ასოციაციამ ფიდერულ გემზე, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებიდან – სამსუნის ნავსადგურის გავლით – კარასუს (თურქეთი) ნავსადგურამდე ახალი ტარიფები დაამტკიცა.

აღნიშნული ფიდერული სერვისის ოპერატორად Pacific Eurasia დაინიშნა, რომელიც ასევე თურქეთის რკინიგზის მიერ კონტეინერების გადაზიდვის ოპერატორს წარმოადგენს.

2025 წელი – ჩინეთის რკინიგზა შვილობილი კომპანიის CRCT (China Railway Container Transport Company) მეშვეობით ერთობლივ საწარმოს Middle Corridor Multimodal-ს შეუერთდა.

ერთობლივი საწარმოში ჩინეთის ოპერატორის დამატებამ, ავტომატიურად შუა დერეფნის მარშრუტის დაგრძელებას და ჩინეთის ტვირთნაკადების მოზიდვას შეუწყო ხელი. ეს ყოველივე დადებითად აისახა ჩინეთიდან შუა დერეფნით ბლოკ მატარებლების ფორმირებაზე. 2025 წელს შუა დერეფნით დაფიქსირდა სარეკორდო – 392 ბლოკ მატარებლის გატარების მაჩვენებელი.

2026 წელს – ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტით დამატებითი სატვირთო გადაზიდვების მოსაზიდად და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მარშრუტის მონაწილეები აღმოსავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირების სატარიფო პირობებზე შეთანხმდნენ.

ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებიდან ყაზახეთისა და ჩინეთის მიმართულებებით საკონტეინერო გადაზიდვებზე მონაწილე კომპანიებმა 50%-იან ფასდაკლებას მიიღეს.

თურქეთიდან ყაზახეთის, ჩინეთის და ყაზახეთის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით, მონაწილე კომპანიები 33%-იან ფასდაკლებაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან და თურქეთიდან აღმოასავლეთის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებზე დაწესებული სატარიფო ფასდაკლებები, მნიშვნელოვანია “რევერსული” ტვირთების გაზრდის თვალსაზრისით, რადგანაც შუა დერეფნის ერთ – ერთ “ვიწრო” ადგილს ევროპიდან – ცენტრალური აზიის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთების ნაკლებობა და დისბალანსი წარმოადგენს.

2026 წელი –   TITR საერთაშორისო ასოციაციამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ და საფრანგეთის სახელმწიფო სააგენტოს Expertise France-ის წარმომადგენლებთან ერთობლივად ევროკავშირის ახალი პროგრამის ფარგლებში – „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის TITR-ის პოტენციალის განვითარების პერსპექტივები“ განიხილა.

პროგრამა ევროკავშირთან ინტეგრირების მიმართულებით მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური აზიის ქვეყნებში სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებასთან და ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებასთან ერთად, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციის და ლოგისტიკაში მდგრადი მიდგომების დანერგვას.

დასკვნის სახით – სადღესიოდ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტის საკოორდინაციო კომიტეტი შუა დერეფნის კონკურენტულ მიმართულებად ფორმირების პროცესში, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის პრაქტიკული შედეგების გადაზიდვების მზარდ მაჩვენებლებში აიასახება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სომხეთის სატრანზიტო სახელმწიფოდ გადაქცევა რუსეთისგან რკინიგზის კონცესიის გამოსყიდვის შედეგადაა შესაძლებელი

Next Post

ევროკავშირი ცენტრალური აზიიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ტრანსპორტირებისას პრიორიტეტს შუა დერეფანს ანიჭებს

Related Posts

ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს

ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს სატვირთო ავტოტრანსპორტის…
მეტის ნახვა

გლობალური სავაჭრო კავშირების აღსადგენად სუეცის არხით ნაოსნობის ტარიფი  15% ით შემცირდა

15 მაისიდან სუეცის არხით სარგებლობისათვის,  გემებისთვის რომელთა ტონაჟი  130 000 ტონას აღემატება 15 % იანი ფასდაკლება დაწესდა. ფასდაკლება…
მეტის ნახვა

საქართველო – სომხეთის სარკინიგზო დაკავშირებადობა – გამოწვევები და პერსპექტივები

მიმდინარე წლის 28 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის „ორბელის ანალიტიკური ცენტრის“ ორგანიზებით ერევანში „რეგიონული განვითარება…
მეტის ნახვა