ტრამპის მარშრუტის ალტერნატივად, სომხეთი აზერბაიჯან-თურქეთის დამაკავშირებელ ყარსი – გიუმრი – ვანაძორი – ფიოლეტოვო – იჯევანი – ყაზახის ჩრდილოეთის უმოკლეს სარკინიგზო დერეფანს აანონსებს

ლაურა სარქისიანი – ჟურნალისტიკის მაგისტრი, 14-წლიანი გამოცდილებით, “Armenian Crossroads” ტელეგრამ-არხის დამფუძნებელი. ძირითადი მიმართულება – ლოგისტიკა, გეოეკონომიკა და გეოპოლიტიკა.

ახლახანს სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებამ, ტრამპის მარშრუტის ალტერნატივად, ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტის ჩრდილოეთით გავლის შესახებ – დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვია.

აქამდე პოლიტიკურ წრეებში ძირითადი აქცენტი ტრამპის მარშრუტის, ე.წ. სამხრეთის მიმართულებაზე იყო კონცენტრირებული.

ასეთ ვითარებაში, როგორც საქართველოზე გამავალ შუა დერეფანს, ასევე მის ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოებას, დამატებითი კონკურენტი გაუჩნდება. უფრო მეტიც, სომეთის ახალი დერეფნის სამოქმედო არეალი საქართველოს სიახლოვეს გადმოიწევს.

ექსპერტები დიდი ხანია სხვა სატრანსპორტო დერეფნების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ტრამპის მარშრუტი სომხეთისთვის არ იქნება ეკონომიკურად მომგებიანი, რადგან სომხეთის ტერიტორიაზე 43 კმ-იან სატრანზიტო მონაკვეთზე ერთი ტონა ტვირთის გადაზიდვიდან მიღებული წმინდა მოგება არც თუ ისე მაღალია და მხოლოდ 1 დოლარს შეადგენს.

ამ თვალსაზრისით, სომხეთი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთით ალტერნატიული დერეფნის მოწყობით დამატებით სატრანზიტო მანძილი გაიზრდება და პროექტი მომგებიანი გახდება.

ბუნებრივია, ასეთ პირობებში ისმის კითხვა, რამდენად ეკონომიკურად გამართლებული და რა პრაქტიკული პერსპექტივები ექნება სომხეთის ტერრიტორიაზე  აზერბაიჯან – თურქეთის დამაკავშირებელ ახალ ჩრდილოეთის მიმართულებას?

აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომელზეც სომხეთის ხელისუფლებამ ყურადღების ფოკუსირება მოახდინა, ახალი არ არის, ნაწილობრივ საბჭოთა ეპოქაში ფუნქციონირებდა.

საბჭოთა სისტემის დაშლის შემდგომ, ამ დერეფნის აღდგენა, მრავალი წლის განმავლობაში ოფიციალურ დღის წესრიგში არ ფიგურირებდა.

ახალი რკინიგზის ხაზი ქვეყნის ჩრდილოეთით – ლორის რეგიონის სოფელ ფიოლეტოვოსა და ტავუშის რეგიონის ქალაქ იჯევანს შორის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას (სქემაზე ყვითელი კონტური) და ფიოლეტოვოსა და ვანაძორს შორის (სქემაზე შავი კონტური) ახალი 32 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.

ჩრდილოეთ მარშრუტი სომხეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაკვეთის საშუალებას მისცემს და ძირითად საერთაშორისო სატრანზიტო ნაკადების მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული.

წინასწარი შეფასებით, ახალი ჩრდილოეთის მარშრუტის ღირებულებამ შესაძლოა 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მხოლოდ ფიოლეტოვო – იჯევანის მონაკვეთის აღდგენაზე 500 მლნ დოლარი დაიხარჯება.

სრულფასოვანი საერთაშორისო დერეფნის შესაქმნელად ვანაძორსა და ფიოლეტოვოს შორის 32 კმ-იანი ახალი მონაკვეთი, ჩრდილოეთ მიმართულებით მოკლე სარკინიგზო დერეფნის კარკასს ჩამოაყალიბებს, შედეგად დერეფანი ყარსი-გიუმრი – ვანაძორი – ფიოლეტოვო – იჯევანი – ყაზახი, გარდა ჩრდილოეთ დერეფნისა,  ერევანსა და საქართველოს საზღვარს შორის მანძილს თითქმის 100 კმ-ით შეამცირებს.

ფიოლეტოვო – იჯევანის სარკინიგზო მონაკვეთი ოდესღაც საბჭოთა რკინიგზის ქსელის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ცენტრალურ სომხეთს ჩრდილო – აღმოსავლეთ რეგიონებთან და შემდგომ აზერბაიჯანის სსრ-თან აკავშირებდა.

სსრკ-ის დაშლისა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დახურვის შემდეგ ხაზის გასწვრივ მოძრაობა შეწყდა, ხოლო 2000-იან წლებში აგარცინის რეგიონში მეწყერის შედეგად ეს მონაკვეთი მთლიანად განადგურდა. გარდა ამისა უფუნქციოდ დარჩა და სადღეისოდ დაკონსერვებულია, ოდესღაც სსრკ ში ყველაზე გრძელი მეღრაძორის გვირაბი.

სომხეთის გავლით, დილიჟანის რაიონში გამავალი ჩრდილოეთის რკინიგზის მარშრუტი მეწყერსაშიში ზონაა. ამ მონაკვეთზე ლიანდაგის აღდგენას არასტაბილური ნიადაგის სტაბილიზაციისთვის ფართომასშტაბიანი საინჟინრო სამუშაოები ესაჭიროება. პროექტირებისა და მშენებლობის დაწყებამდე საჭირო იქნება ყოვლისმომცველი კვლევები მეწყრული მასივის სიღრმისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად.

როდესაც ჩრდილოეთ მარშრუტის მომგებიანობაზეა საუბარი, ბევრი რამ სომხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილობრივ მარშრუტებში ინტეგრირების პერსპექტივაზე, კერძოდ, აზერბაიჯანთან დამაკავშირებელ ერევან – რაზდან – დილიჯან – იჯევან – ყაზახის მონაკვეთთან დაკავშირებადობაზეა დამოკიდებული (იხ სქემა).

რაზდან – იჯევან – ყაზახის სარკინიგზო ხაზი 1970-იან წლებში აშენდა და აირუმის, ჯაჯურისა და გიუმრის გავლით არსებულ მარშრუტებთან შედარებით, მარშრუტს ხელსაყრელი პროფილი და ნაკლებად ციცაბო ქანობები გააჩნია.  

მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ მიმართულების საერთაშორისო დერეფნებში ინტეგრირება. საექსპერტო შეფასებით, სომხეთს უკვე აქვს საკუთარი რკინიგზის ხაზი ყარსამდე. ამიტომ გიუმრი – ყარსის ხაზის გახსნა გაცილებით პერსპექტიულია, რადგან გიუმრიში არსებობს ურიკების შემცვლელი სადგური, სადაც შესაძლებელი იქნება ევროპული და რუსული ვაგონების დაუბრკოლებლივ მომსახურება.

არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ სომხეთის ჩრდილოეთ დერეფნით, აზერბაიჯან – თურქეთის დამაკავშირებელი აღმოსავლეთ – დასავლეთის ღერძის გასწვრივ მასშტაბური გადაზიდვები ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რადგან შავი ზღვის, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით კონკურენტი მარშრუტები უკვე ჩამოუალიბებულია და განვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, რომელშიც მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული. მაშინაც კი, თუ სომხეთის მარშრუტი გამოყენებული იქნება, პოტენციური ტვირთების შემადგენლობა შეზღუდული რჩება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

გომი – საჩხერე – ჭიათურა – ზესტაფონის ალტერნატიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება – ხომ არ უკავშირდება აღმოსავლეთ – დასავლეთის რიკოთის მაგისტრალის ფასიანად გადაკეთებას?

Related Posts

როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი მეორე)

დღევანდელი ანალიტიკის მეორე ნაწილი დაეთმობა ცენტრალური აზიის რეგიონში მიმდინარე მეორე ხუთ მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს. 6. თურქმენეთში აშხაბადი…
მეტის ნახვა

შუა დერეფანს თბილისის და ფოთის საკონტეინერო ტერმინალების პარალელურად ალმაათის საკონტეინერო ტერმინალი შეემატა

შუა დერეფანის გასწვრივ აქტიურად მიმდინარეობს ახალი საკონტეინერო სიმძლავრეების ექსპლუატაციაში გაშვების პროცესი,  სულ ახლახანს თბილისსა და ფოთში  ამოქმედებულ საკონტეინერო…
მეტის ნახვა

რუსეთის არეალის ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების დინამიკა

საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის განსაზღვრის მიზნით, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების ინფრასტრუქტურის, კერძოდ, კონკურენტ ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების…
მეტის ნახვა