რა ეტაპზეა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით დაანონსებული 50 მლნ ლარის ღირებულების მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის პროექტი?

„უზბეკეთი – საქართველოსადმი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით,  ცალსახად ადასტურებს დიდ ინტერესს” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის, ასევე ტრანსპორტის მინისტრებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების, ასევე ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებისას, უზბეკური მხარე გამოითქვა სურვილი საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ინვესტიციების განთავსების მზადყოფნის შესახებ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო უზბეკეთთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს, რათა გაიზარდოს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, უზბეკეთიდან შემოსული ინვესტიციები, ტურისტული ნაკადები და ტვირთბრუნვა საქართველოს მიმართულებით.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს როლს, კონკრეტულად კი, შუა დერეფნის კონტექსტში.

ასეთ ვითარებაში, არსებობს კითხვა: რამ შეუშალა ხელი უზბეკურ მხარეს 2023 წელს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით დაანონსებული მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის პროექტის განხორციელებას?

ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც 2023 წელს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უზბეკური ინვესტიციით დაანონსდა, 30 ჰექტარ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენდა და 100-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებდა.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ პროექტის რეალიზება რამდენიმე ეტაპად განხორციელდებოდა. პირველ ეტაპზე გაყინული პროდუქციის სათავსო განთავსება, სადაც 1000 ტონა პროდუქცია დაეტეოდა. მეორე ეტაპზე 5000 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული სატვირთო საწყობის მოწყობა, ხოლო მესამე ეტაპზე 8000 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული ნაყარი ტვირთების საწყობის, ასევე დიდი ზომისა და საკონტეინერო ტვირთების ტერმინალის მშენებლობა იგეგმებოდა.

დღემდე გაურკვეველია უზბეკური ინვესტიციით – მულტიფუნქციური სასაწყობე ტერმინალის მშენებლობის პროექტის ბედი.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

აქტაუს ნავსადგურში ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად – შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონამდე გაიზრდება

Related Posts

საქართველოს სატრანსპორტო სექტორში საკონტეინერო გადაზიდვების ტენდენციები

სადღეისოდ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს ტვირთების კონტეინერიზაციის პროცესი, წარმოებული პროდუქცია სულ უფრო ფართოდ  ექვემდებარება  კონტეინერებში განთავსებას და სხვადასხვა დერეფნებით…
მეტის ნახვა

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის ჩიხიდან გამოყვანის გზები

 ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მარაბდა – კარწახის მონაკვეთის ფუნქციონირების რეალურად შესაფასებლად, აუცილებელია  ვიცოდეთ, თუ რა მოცულობის…
მეტის ნახვა

გაზრდილი ტვირთნაკადების პირობებში აუცილებელია გზებზე სატვირთო ტრანსპორტის წონის ნორმის ავტომატიზირებული კონტროლის სისტემების დანერგვა

როგორც შიდა ასევე საერთაშორისო  საავტომობილო გზებზე, ზენორმიული ღერძზე მოსული დატვირთვით, მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ხშირ შემთვევაში იწვევენ,  გზების სხვადასხვა…
მეტის ნახვა