გიანთი ლოჯისტიკსი – სატრანსპორტო სფეროს ლიდერი კომპანია

გიანთი ლოჯისტიკს – სატრანსპორტო სფეროში წარმატებული საქმიანობის 20 წელი შეუსრულადა.

სატრანსპორტო სფეროში – კომპანიის სამოქმედო არეალი ტრანსპორტირების, პროექტირების და ლოჯისტიკის სფეროებით შემოიფარგლება, რაც სატრანსპორტო ბაზარზე ლიდერ კომპანიად წარმოაჩენს.

კომპანიის მიმზიდველობას მის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების კომპლექსურობა განსაზღვრავს. რაც გულისხმობს მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის მიღების მომენტიდან, ტრანსპორტირების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის ჩათვლით ყველა თანმდევი ოპერაციის შესრულებას.

როდესაც კომპანიის მიერ მიღებული შეკვეთის კომპექსურობაზეა საუბარი, გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ გიანთი ლოჯისტიკსი დამკვეთს სთავაზობს გემების აგენტირების მომსახურების სრულ სპექტრს, დაწყებული – სახელმწიფო საემიგრაციო ორგანოებით და დასრულებეული საზღვაო ზედდებულისა და მანიფესტის მომზადებით.

გარდა გემების  აგენტირებისა გიანთი ლოჯისტიკსის არეალშია, სანავსადგურე ოპერაციების  მთელი რიგი სამუშაოების, მათ შორის ტვირთების დაბმა – დამაგრების ოპერაციების შესრულება  ასევე ტვირთების ნებისმიერი ვადით დასაწყობება და შენახვა.

ტვირთების დასაწყობება და შენახვის მიზნით კომპანიას ფოთში გააჩნია თანამედროვე ამწე დანადგარით, რკინიგზის ჩიხით, ტრაილერების საპარკინგე ზონით აღჭურვილი – 22 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული თანამედროვე საბაჟო ტერმინალი.

ტერმინალში შესაძლებელია ტვირთების და სატრანსპორტო საშუალებების კომპლექსური მომსახურება. კერძოდ ისეთი ოპერაციების განხორციელება როგორიცაა, სარკინიგზო ვაგონიდან ტვირთის მანქანაზე / კონტეინერში და პირიქით გადატვირთვა, რეფ. კონტეინერებისთვის ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გენერალური და მძიმეწონიანი ტვირთების დასაწყობება.

გიანთი ლოჯისტიკსის საქმიანობის ძირითად მიმართულებას არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვა წარმოადგენს, რისთვისაც კომპანია ფლობს სხვადასხვა ტიპის მრავალპროფილურ სატრანსპორტო საშუალებების პარკს.

რითაც გამორჩეულია კომპანია, მას გააჩნია – არაგაბარიტული / მძიმეწონიანი ტვირთების ტრანსპორტირებისათვის სპეციალიზირებული, მრავალღერძიანი ჰიდრავლიკური მოდულარული მისაბმელები და სხვა სპეციალური ტექნიკა.

არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვის პროცესი მოიცავს, როგორც ადგილობრივ ასევე მთელი სატრანზიტო მარშრუტის ჩათვლით, სათანადო ნებართვებით და გაცილების ორგანიზებით კომლექსურ მომსახურებას.

არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების ტრანსპორტირებისას კომპანია ძირითად აქცენტს აკეთებს, გადაზიდვების პროცესის თანმხლევი საინჟინრო დაგეგმარების პროცესის ეფექტიან განხორციელებაზე. რაც გამოიხატება რისკების მართვასა და ტვირთის დაზღვევაზე, საგზაო კვლევების ჩატარებაზე, კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით    ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ნახაზებისა და გამოთვლების წარმოებაზე.

განხორციელებულ – წარმატებულ სამუშაოებს შორის გამოსაყოფია:

სოკარის ჰაორის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის პროექტი – ნავთობგადამამუშევებელი ქარხნის 3 განსხვავებული მოწყობილობის ორ ეტაპად ტრანსპორტირება, რომელთაგან ყველაზე გრძელი დანადგარი 47 მეტრი იყო, ხოლო ყველაზე მძიმე 206 ტონა.

აზერბაიჯანში კიზილდას ცემენტის ქარხნების პროექტი – 3 x 185 ტონიანი ცემენტის სილოსის ტრანსპორტირება.

 აზერბაიჯანში ქარის ელექტროსადგურის პროექტი – ესპანეთიდან L 41 x W 4.22 x H 3.00 მ გაბარიტების ქარის გენერატორის ფრთის ტრანსპორტირება.

მაღალი ხაზის ინფრასტრუქტურის – წყალტუბო 500 პროექტი – თურქეთიდან   7 ტრანსფორმატორის და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების ტრანსპორტირება.

წარმატებები  – სატრანსპორტო სფეროში მოქმედ ლიდერ კომპანიას – გიანთი ლოჯისტიკს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

აზერბაიჯანი რეგიონის ძირითად სატრანსპორტო ჰაბად ყალიბდება

Next Post

ყაზახეთ – აზერბაიჯანის ერთობლივი სინვესტიციო ფონდი – შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოხმარდება

Related Posts

ირანის სამხრეთით სტრატეგიული ჩაბახარის ნავსადგურის სანქცირებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთ – სამხრეთ“დერეფნის ბლოკირება განახორციელა

ახლახან შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხრეთით განლაგებული სტრატეგიული ჩაბაჰარის ნავსადგურის სასანქციო რეჟიმში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 450 ჰექტარზე გადაჭიმული…
მეტის ნახვა

რუსეთის ნავსადგურებისთვის დაწესებული სანქციები შეაჩერებს ნავთობის „ჩრდილოვან“ გადაზიდვებს?

ახლახანს ევროკავშირმა მე 16 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის ხუთ საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილ…
მეტის ნახვა

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად შეინიშნება რუსეთის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვის  შემცირების ტენდენცია

2025 წელს სავარაუდოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ნავსადგურებში ჯამური ტვირთბრუნვა შემცირდება, რაც სანქციების რეალურ ზემოქმედებაზე მიუთითებს.…
მეტის ნახვა