ყაზახეთი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობას ავითარებს, ევროპაში სარკინიგზო თვლების მიწოდებას შუა დერეფნით გეგმავს

შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნები, სატრანსპორტო ლოგისტიკური ტერმინალების მშენებლობის პარალელურად, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის კლასტერების განვითარებას ახორციელებენ.


ჩვენი გვერდი მუდმივად აშუქებს მეზობელ ქვეყნებში გამოშვებული პროდუქციის – ლოკომოტივების, ვაგონების, სამგზავრო შემადგენლობების, სატვირთო ავტოტრანსპორტის, გემთმშენებლობის ტენდენციებს.


ამ ქვეყნებში სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის დარგის განვითარება ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი სამრეწველო შესაძლებლობების განვითარებას, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოშვებული პროდუქციის შუა დერეფნით ტრანსპორტირებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის მიმართულებით, გემახსოვრებათ თბილისში „შტადლერის“ სამგზავრო ვაგონებისა და ქუთაისში ავტომობილების ამწყობი საწარმოების შესახებ დაპირებები – რეალურად არც ერთი ფინანსურად ტევადი და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა.

ჩვენ ანალიტიკაში გვინდა შევეხოთ ყაზახეთში სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის კლასტერის განვითარებას, სადაც ეტაპობრივად ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებაა ნავარაუდევი. შედეგად, სათანადო სერტიფიკატის მიღების შემდგომ, გამიზნულია შუა დერეფნით ევროპაში სარკინიგზო თვლების მიწოდება.


ყაზახური კომპანია Railways Systems KZ ევროპაში სარკინიგზო თვლების მიწოდების დაწყებას გეგმავს. ამჟამად კომპანია Deutsche Bahn-ის სერტიფიცირების პროცედურას გადის, რასაც 2–3 წელი დასჭირდება და რაც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ექსპლუატაციაში ტესტირებას მოიცავს.

საწარმოო კლასტერი 100 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. მთლიანი ინვესტიცია ერთი მილიარდი დოლარი იქნება, ხოლო წლიური სიმძლავრე 1 მილიონი ტონა ფოლადის დამუშავებას შეადგენს.

ელექტრომეტალურგიული ქარხანა დაბალშენადნობიან ფოლადს აწარმოებს, ემისიების მინიმიზაციის მიზნით ელექტრორკალური ღუმელები გამოიყენება.

ქარხნის საბოლოო გახსნა 2028 წელს იგეგმება, მიმდინარე ეტაპზე კი რამდენიმე მიმართულება ექსპლუატაციაში უკვე შეყვანილია.


2024 წელს გამოშვებული პროდუქციის მოცულობამ 270 000 ერთეული სავაგონო თვალი (ე.წ. დისკი) შეადგინა. 2025 წლისთვის ნავარაუდევია იმავე რაოდენობის დისკების გამოშვება, საწარმოს მაქსიმალური სიმძლავრე კი 300 000 ერთეულია.

სადღეისოდ გამოშვებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთისა და ადგილობრივი ყაზახეთის ბაზარზე ნაწილდება.


ყაზახეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ექსპორტის განხორციელება იგეგმება შუა დერეფნის გამოყენებით აქტაუსა და ბაქოს ნავსადგურების გავლით, რაც საშუალებას მისცემს პროდუქციას ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მიეწოდოს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს

Next Post

ქართველ საავტომობილო გადამზიდველზე გაცემული ნებართვის ე.წ. „დოზვოლის“ღირებულება რეგიონში ყველაზე მაღალია

Related Posts

ყაზახეთის ახალი ამბიციური პროგრამა „ხუთი სამრეწველო ობიექტის განვითარებაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია“ – რა შესაძლებლობას  უხსნის შუა დერეფანს

ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნები სულ უფრო ინტენსიურად ავითარებენ საკუთარ სამრეწველო შესაძლებლობებს. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს  მსოფლიო ბაზრებზე ნედლეულის…
მეტის ნახვა

ტრანსავღანური მარშრუტი – რუსეთის მიერ  შუა დერეფნისთვის დაგებული ხაფანგი (ნაწილი პირველი)

რუსეთი ტრანსავღანური მარშრუტის ამოქმედებით,  შუა დერეფნის გვერდის ავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებს ალტერნატიულ სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე წვდომას…
მეტის ნახვა

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” ის შეფასებით საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა რეგიონში ერთ – ერთ დაბალ ნიშნულზეა

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი 2024 წლის ბოლოს „პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, ამასთან რეიტინგი უცვლელად…
მეტის ნახვა