ყაზახეთი სატვირთო ავტოტრანსპორტის წონისა და გაბარიტული ზომების ავტომატურ კონტროლზე გადადის – საჭიროა თუ არა საქართველოში ამ სისტემის დანერგვა?

როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ზენორმიული ღერძზე მოსული დატვირთვით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, გზების სხვადასხვა სახის დაზიანებებს იწვევენ.

საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობასა და მოვლა შენახვის სამუშაოებში, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ბოლო 10 წელიწადში ჯამურად 25 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა.

ბუნებრივია, იმისა კითხვა, რამდენად ეფექტიანად და სისტემურად ხორცილდება ქვეყნის საავტომობილო ქსელზე ღერძზე მოსული დატვირთვების კონტროლი. 

სადღეისოდ მსოფლიოს მრავალ, მათ შორის რეგიონის ქვეყნებში ფართოდ ინერგება, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარალელურად, წონით – გაბარიტული ავტომატური კონტროლის სისტემები.

ყაზახეთი 2022 წლიდან ქვეყნის საავტომობილო მაგისტრალებზე სატვირთო ავტოტრანსპორტის წონისა და გაბარიტული ზომების კონტროლის ციფრულ ავტომატურ ფორმატზე WIM – Weigh-in-Motion გადასასვლელად სისტემური ზომების განხორციელებას შეუდგა.

სადღეისოდ ქვეყნის საავტომობილო მაგისტრალებზე 60 მდე ავტომატური ბლოკ პოსტია დამონტაჟებული, წლის ბოლოსთვის მათი რიცხვი 220 ერთეულამდე გაიზარდება.

ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე დამონტაჟებულია 59 ასეთი ბლოკ პოსტი, მათ შორის 30 ძირითად მაგისტრალებზე, 29 ადგილობრივი დანიშნულების საავტომობილო გზებზე.

თანამედროვე ციფრულ ავტომატური კონტროლის სისტემების დანერგვით, დასაშვები წონისა და გაბარიტული ზომების პარამეტრების დარღვევისათვის ჯარიმების რაოდენობა ყაზახეთში 12 ჯერ გაიზარდა.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო  სისტემურ ზომებს იღებს სატვირთო ავტომობილების წონისა და გაბარიტული ზომების მონიტორინგის ციფრულ ფორმატზე გადასასვლელად.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული – „ახალი სისტემის ინსტალაცია წინგადადგმული ნაბიჯია საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო ნაკადების ეფექტური რეგულირების მიმართულებით“.

დღესდღეობით ყაზახეთსი რეგისტრირებულია 450 ათასზე მეტი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ტრანსპორტირებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

მძიმე ტექნიკის მასობრივი გადაადგილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საგზაო საფარის მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასაშვები წონის პარამეტრები ირღვევა.

საგზაო ინფრასტრუქტურის გადატვირთვისგან გამოწვეული  დაზიანების თავიდან ასაცილებლად, 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია 220 ავტომატური საზომი სადგურის WIM – Weigh-in-Motion დამონტაჟება.

აღნიშნული სადგურები ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების წონისა და ზომების უწყვეტ მონიტორინგს.

სატრანსპორტო სასუალების დასაშვები წონისა და ზომის პარამეტრების გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში ავტომატურად აღმოჩენიდან 24 საათის განმავლობაში სისტემა უზრუნველყოფს და დამრღვევებისთვის საჯარიმო სანქციის გადაგზავნას.

ყაზახეთმა დამატებით პრობლემის დასარეგულირებლად შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ 2026 წლიდან შეზღუდავს ყველა ტიპის ე.წ სამასვალების გადაადგილებას რომლის წონა დასაშვებ ნორმებს ბევრად აჭარბებს.

ამასთან, კანონით პასუხისმგებლობა გადავა წიაღის ან ნედლეულის მომპოვებელ კომპანიაზე. მაგალითისათვის თუ წიაღის მომპოვებელი კომპანია წლის განმავლობაში დაუშვებს, რომ მის საკუთრებაში მყოფი ან არენდირებული სატრანსპორტო საშუალება ორჯერ დაარღვევს სატრანსპორტო საშუალების წონით ნორმას, ასეთ კომპანიას წიაღის მოპოვეპაზე კონრაქტი გაუწყდება და შესაბამისი ლიცენზია წიაღის მოპოვებაზე   ჩამოერთმევა.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით ე.წ. სამასვალები, სატვირთო ავტოტრანსპორტის პარკის 35 % შეადგენს. სტატისტიკურად ყოველწლიურად გზების დაზიანების 25 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 60 % ე.წ. სამასვლების მიერ არის გამოწვეული.

2026 წლიდან ყაზახეთი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად საგრძნობლად გააუმჯობესოს გზების მდგომარეობა.

დასკვნის სახით – საქართველოში მძიმე წონის სატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების შესამცირებალდ აუცილებელი იქნება ქვეყნის ტერიტორაზე შეირჩეს სპეციალური არეალები, სადაც სატრანსპორტო საშუალების გაუჩერებლად, მოეწყობა ღერძზე მოსული დატვირთვების და გაბარიტის გამზომი Weigh-in-Motion ტიპის სტატიკური სისტემები.   

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ქართველი საავტომობილო მძღოლი გადამზიდველები

Next Post

ყაზახეთის „ცენტრი – დასავლეთის“ ახალი საავტომობილო  მაგისტრალი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს მიუერთდება

Related Posts

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გაფართოება ცენტრალური აზიიდან ახალი ტვირთნაკადების მოზიდვაზეა ორიენტირებული

უნდა აღინიშნოს, რომ თუ 15 – 20 წლის უკან ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები, მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ბუნებრივი რესურსების…
მეტის ნახვა

როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი პირველი)

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება აშშ-ის დღის წესრიგის მთავარი საკითხია და ცენტრალური აზია ამ მხრივ უკიდურესად…
მეტის ნახვა

ტრანზიტის საფასური საქართველოში ევროზონის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია

იყენებს თუ არა საქართველო სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტით გატარებისას საფასურის აღების სამართლიან პრინციპს? რამდენად თანაზომადია საქართველოში მოქმედი  საფასური ევროზონაში…
მეტის ნახვა