ჩინეთი – ევროკავშირის სახმელეთო საკონტეინერო გადაზიდვები შუა დერეფნის საკვანძო მიმართულებად ყალიბდება

2024 წელს ჩინეთ – ევროკავშირის მიმართულებით შუა დერეფნის გამოყენებით გადაიზიდა 55 ათასი ერთეული TEU, თუ გავითვალისწინებთ შუა დერეფნით საკონტეინერო ნაკადის გამტარუნარიანობის შესაძლებლობას, რომელიც 80 000 ერთეულ TEU ს შეადგენს, შესაძლოა დავასკვნად, რომ შუა დერეფნის საკონტეინერო გამტარუნარიანობა თითქმის 70 % ით ათვისებულია.

ჩინეთიდან – ევროპის მიმართულებით შუა დერეფნით საკონტეინორო გადაზიდვების ზრდის დინამიკა ნათლად წარმოაჩენს, კონტეინიზირებული ტვირთნაკადების პერსპექტიულობას და მისთვის ადეკვატური ინფრასტრუქტურის შექმნაზე აქცენტის გადატანის აუცილებლობას.

ბოლო პერიოდში ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა, მსოფლიო საქონელბრუნვის ძირითად ღერძად ყალიბდება,  რისი დადასტურებაცაა ჩინეთის მთავარი საბაჟო კომიტეტის მონაცემები.

2024 წელს ჩინეთ – ევროკავშირს შორის საქონელბრუნვამ 786 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიარდი დოლარით აღემატება ჩინეთსა და აშშ შორის საქონელბრუნვას.

შედარებისათვის 2024 წელს  ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო საქონელბრუნვამ  245 მილიარი დოლარი შეადგინა, რაც 3.2 ჯერ ჩამორჩება ჩინეთსა და ევროპას შორის საქონელბრუნვას.  

ჩინეთსა და ევროკავშირს შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის ასათვისებლად როგორ ჩინეთი ასევე ევროკავშირი ცდილობს, საკუთარი საქონლის გადაზიდვების  მარშრუტების  დივერციფიცირებას, რასაც შედეგობრივად დერეფნების სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება მოჰყვება.

ხასგასახმელია ბოლო პერიოდში რუსეთის პრესაში შუა დერეფნის, როგორ კონკურენტი მიმართულების მიმართ გამოთქმული დადებითი გამოხმაურებები, რასაც  რუსეთი მანამდე მუდმივად იგნორირებას უკეთებდა.

რუსეთის არგუმენტი გამყარებული იყო შუა დერეფნის მულტიმოდალურობით და კასპიის ზღვაზე გადატვირთვის ოპერაციების სირთულეებით და ხანგრძლივობით.

შუა დერეფნის სტაბილურობა და პერსპექტიულობა  კვლევებით დასტურდება, კერძოდ, გაკეთებული პროგნოზის საფძველზე – 2027 წლისათვის  დერეფნის არსებული გამტარუნარიანობა 6 მლნ ტონიდან 10 მლნ ტონამდე გაიზრდება, ამასთან კასპიის ზღვაზე საკონტეინერო სიმძავრეების განვითარების კვალადაკვალ შესაძლებელი იქნება 80 000 TEU ს გადაზიდვა.

ჩინეთიდან – ევროპის მიმართულებით შუა დერეფნით საკონტეინორო გადაზიდვების ზრდის დინამიკა ნათლად წარმოაჩენს, კონტეინიზირებული ტვირთნაკადების პერსპექტიულობას და მისთვის ადეკვატური ინფრასტრუქტურის შექმნაზე აქცენტის გადატანის აუცილებლობას.

2024 წელს ჩინეთ – ევროკავშირის მიმართულებით შუა დერეფნის გამოყენებით გადაიზიდა 55 ათასი ერთეული TEU, თუ გავითვალისწინებთ შუა დერეფნით საკონტეინერო ნაკადის გამტარუნარიანობის შესაძლებლობას, რომელიც 80 000 ერთეულ TEU ს შეადგენს, შესაძლოა დავასკვნად, რომ შუა დერეფნის საკონტეინერო გამტარუნარიანობა თითქმის 70 % ათვისებულია (იხ დიაგრამა).

მნიშვნელოვანია შეფასდეს, ჩინეთ – ევროკავშირის  სატრანზიტო გადაზიდვებში, რა ადგილს იკავებს შუა დერეფნის სატრანზიტო  საკონტეინერო გადაზიდვები.

ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით, მხოლოდ  ყაზახეთი – რუსეთი – ბელორუსიის კონკურენტ მარშრუტის საკონტეინერო გადაზიდვებს  თუ შევადარებთ, რომელზეც   2024 წლის მონაცემებით დაფიქსირდა  381 000 ერთეული გადაზიდული TEU, ხოლო  შუა დერეფნით კი   55 000 ერთეული TEU.

ამ ორი მაჩვენებლის თანაფარდობის საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ, რომ შუა დერეფანს ჩინეთიდან – ევროკავშირის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების 14% იანი მარჟა გააჩნია.

წინა წლებში აღნიშნული მარჟა 1 – 1.5 % ს შეადგენდა. ეს ყოველივე მიუთითებს შუა დერეფნით საკონტეინერო  გადაზიდვების მზარდი დინამიკის პერსპექტივაზე.

დასკვნის სახით – წარმოდგენილი ანალიზით დასტურდება, რომ ჩინეთი – ევროკავშირის სახმელეთო საკონტეინერო გადაზიდვები შუა დერეფნის საკვანძო მიმართულებად ყალიბდება. 

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის  აგრესიული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგები

Next Post

ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად  უკრაინა  ევროპული  ლიანდის სტანდარტზე  გადადის

Related Posts

აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო ფლოტის განვითარება – შუა დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას უკავშირდება

2025 წელს აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო სანაოსნო კომპანიის, ASCO-ს, გემებმა, რომლებიც სტრუქტურულად AZCON Holding-ში არიან გაერთიანებული, საზღვაო მიმართულებებით 9.1…
მეტის ნახვა

ნავსადგურების პრივატიზირებით ქვეყანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი ვერ მიიღო

2004 წლის შემდეგ საქართველოს ნავსადგურები ორჯერ გადაიყიდა, მაგრამ ქვეყანამ სასურველი შედეგი – როგორც ინვესტიციების მოზიდვით, ასევე ტვირთნაკადების ზრდის…
მეტის ნახვა

კასპიის ზღვაზე გაზრდილი ტევადობის კონტეინერმზიდების დამატებით  ყაზახეთი შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას ავითარებს

ყაზახეთი – კასპიის ზღვაზე  კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდის და  ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების პარალელურად, ახალ   მაღალი ტევადობის…
მეტის ნახვა