ზემო ლარსზე რუსეთის საბაჟო სამსახურების მიერ გაჭიანურებული საბუთების გაფორმება ქართველ მძღოლებს ე.წ. შუამავლებთან გარიგებისკენ და არაოფიციალური თანხის გადახდისკენ უბიძგებს

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო მიმართულების თუ დერეფნის მიმზიდველობა, გარდა გამართული ინფრასტრუქტურისა, ადმინისტრაციული ბარიერების სიმცირეზეა დამოკიდებული.

საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა კავშირის IRU-ს გენერალური მდივნის, უმბერტო დე პრეტოს განცხადებით, რეგიონში, სადაც საქართველო მდებარეობს, სახელმწიფოებს შორის საქონელბრუნვის ზრდის შედეგად, 2030 წლისთვის გადაზიდვების მოცულობები გასამმაგდება. თუმცა, რეგიონის სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების, ანუ ადმინისტრაციული ბარიერების გაუმჯობესების გარეშე, გადაზიდვების მოთხოვნა მოსალოდნელ ზრდასთან შედარებით 35%-ით შემცირებული იქნება.

IRU-ს გენერალური მდივნის მოსაზრებით, ხშირ შემთხვევაში, საავტომობილო გზების მოწყობაში დაბანდებული ინვესტიციები არაეფექტურადაა მიჩნეული, თუ სატვირთო ავტოტრანსპორტი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დღეების განმავლობაში არის დაყოვნებული.

საზღვარზე ერთი დღით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ფინანსური დანაკარგი შესაძლოა ასობით კილომეტრის გავლილ მანძილს უტოლდებოდეს.

კვლევებით დასტურდება, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე თანხმლები საბუთების ხანგრძლივი გაფორმება გადაზიდვების პროცესს ანელებს. იმ პირობებში, როცა საზღვარზე შეფერხება 3 დღეს აღწევს, კომპანიების და ცალკეული გადამზიდველების ლოგისტიკური ხარჯები 10-15%-ით იზრდება.

საავტომობილო გადაზიდვებისას ადმინისტრაციული ბარიერების არსებობა, როგორც დროით ფაქტორზე, ასევე გადამზიდავი მძღოლების გაზრდილ ფინანსურ დანახარჯებზე აისახება.

რეგიონში ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის პირობებში, საბაჟო დოკუმენტაციის გაფორმების გაჭიანურებული პროცედურების დასაჩქარებლად, ქართველი გადამზიდავი მძღოლები ზემო ლარსის რუსეთის საბაჟოზე ადგილობრივი სამსახურების განზრახ შენელებული მოქმედების გამო იძულებულნი არიან, მათ მიერ ნომინირებულ ე.წ. ბროკერებთან შევიდნენ ფინანსურ გარიგებაში და დამატებითი ანაზღაურების ხარჯზე მოაგვარონ დოკუმენტების გაფორმების პროცესი.

პროცესის მარტივად წარმოსადგენად, ქართველი მძღოლი, რომელიც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაზიდვას ახორციელებს, ყაზბეგის მოსაცდელი პარკიდან გამოსვლის შემდგომ, რუსეთის სასაზღვრო პოსტამდე მისაღწევად, გრძელ და დამღლელ 7-8-საათიან რიგს გადის.

მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის სკანირების პროცესი დასრულდება და სპეციალურ დოკუმენტში, ე.წ. CMR-ში, სათანადო შტამპით აღნიშვნა განხორციელდება, დაღლილი და ღამენათევი მძღოლისთვის იწყება მეორე, უფრო რთული და გაუსაძლისი პროცესი – დოკუმენტების გაფორმება.

დოკუმენტების გაფორმება მოითხოვს მძღოლის მხრიდან კიდევ 7-8-საათიან – რკინის მესერის მიღმა – დამატებით რიგში დგომას.

რუსეთის მხარის ინერტული მუშაობა მძღოლს უბიძგებს, „მიანდოს“დოკუმენტები ე.წ. შუამავალ – ბროკერს და 5000 რუბლის (180 ლარი) სანაცვლოდ დაელოდოს დოკუმენტების გაფორმებას.

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში დოკუმენტების გაფორმების სქემა მარტივია, ე.წ ბროკერი წინასწარ გარიგებაშია სახელმიფო საბაჟო სამსახურების წარმომადგენლებთან.

ცნობისათვის, სულ ახლახანს, ე.წ. ბროკერების მხრიდან არსებული ე.წ “სტავკის” 3000 რუბლიდან 5000 რუბლამდე აწევა განხორციელდა. ბოლოდროიდენლმა არაოფიციალურმა “გაძვირებამ”ქართველ გადამზიდავ მძღოლებზე ნეგატიური რეაქცია იქონია.

ნათელია, რომ რუსეთის საბაჟო სამსახურისთვის დოკუმენტების გაფორმებისათვის ე.წ დამატებითი ფინანსური ანაზღაურება, მძღოლის არჩევანია და მის ნებაყოფლიობაზეა დამოკიდებული მაგრამ, გაუსაძლივ პრიბებში ღამენათევი და დაღლილი მძღოლისთვის, ამ თანხის გადახდა ცალსახად იძულებით ღონისძიებას წარმოადგენს.

მიგვაჩნია, ამ პრობლემის დასარეგულირებლად, შესაძლებელია საქართველოში დიდი ხნის წინათ აპრობირებული მეთოდის გამოყენება, კერძოდ გასაფორმებელი დოკუმენტცაციის დაუბრკოლებლივ ჩაბარების შემდეგ, მძღოლის საკონტაქტოს მონიშვნა და გაფორმების დასრულების შემდეგ მძღოლის გამოძახება და დოკუმენტების გადაცემა. ეს მეთოდი ჩვენთან დიდი ხანია გამოიყენება და არანაირ ე.წ. შუამავალის ჩართულობას არ მოითხოვს.

ხაზი გვინდა გაუსვათ იმ გარემოებას, რომ გარკვეული პერიოდის უკან, რუსეთის საბაჟო სამსახურმა დადებითად გადაწყვიტა, რუსეთიდან საქართველოში ვლადიკავკაზის შემოსასვლელში უფასო სადგომის მოწყობის და მძღოლების ელექტრონულად, დაჩქარებული და დაუბრკოლებლივი გატარება, ამ პრეცენდენტის გათვალისწინებით უპრიანია, რომ ქართველი მღოლებისათვის ესოდენ მტკივნეული პრობლემის საბუთების გაფორმების მოგვარება, თუნდაც რუსეთთან არსებული შეზღუდული საკომუნიკაციო არხების გამოყენების პირობებშიც – შესაძლებელია.

გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო გადაზიდვებში ქართველი გადამზიდავი მძღოლის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მათი უფლებების დაცვა ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია აღნიშნული საკითხის სისტემური შესწავლა და რუსეთთან არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ქართველი მძროლების წინაშე წარმოქმნილი პრობლემის მათთვის სასიკეთოდ მოგვარება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ჩინეთის ტვირთნაკადების დასაუფლებლად, თურქმენეთი შუა დერეფნის სარკინიგზო განშტოების TRACECA-ს მიმართულებას ავითარებს

Next Post

აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზებზე გადაზიდვების შემცირების მიზეზების კვლევა ამ ქვეყნების მთავრობების პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს

Related Posts

შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად ტვირთნაკადების მოძრაობის დისბალანსი სახელდება

ახლახან შუა დერეფნით რკინიგზის ტვირთზიდვის 2025 წლის მაჩვენებლები გამოქვეყნდა, ნიშანდობლივია, რომ 2021-2024 წლებში მზარდი დინამიკის შემდეგ, 2025 წელს…
მეტის ნახვა

პაატა ცაგარეიშვილი – საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს

არაქსის ხეობაში ზანგეზურის დერეფნის მშენებლობის დასრულების შემდეგ სატრანსპორტო დერეფნების გახსნის რა სცენარები არსებობს და რომელი ქვეყნები, რა სახის…
მეტის ნახვა

ევროპაში გადაზიდვების განხორციელებისას რომელ მარშრუტს უნდა მიანიჭოს უპირატესობა ქართველმა მძღოლმა?

საქართველოდან ევროპის ცენტრალურ ნაწილში  საავტომობილო გადაზიდვისას, მიზანშეწონილია მძღოლმა ფოთი – კონსტანცას ბორნით განახორციელოს ტვირთების ტარსნპორტირება, ხოლო ევროპიდან საქართველოში დასაბრუნებლად…
მეტის ნახვა