უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

საომარ პირობებში, 2024 წლის შედეგების მიხედვით უკრაინის ნავსადგურებმა ჯამურად 97 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, აღნიშნული მაჩვენებელი 57% ით აღემატება  2023 წლის ტვირთბრუნვას, როდესაც უკრაინის ნავსადგურებმა 62 მლნ ტონა გადაამუშავეს.

შედარებისათვის, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 2021 წელს უკრაინის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვა 153.3 მლნ ტონას შეადგენდა, 2020 წელს  – 159.1 მლნ ტონას.

უკრაინის ნავსადგურების ტვირთბრუნვის ზრდაში, განსაკუთრებით გამოსაყოფია, დუნაის აუზის ნავსადგურების კლასტერი, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ტვირთების დაუბრკოლებლივ ტრანსპორტირებისათვის შექმნეს ალტერნატიული სასურსათო დერეფანი.

განსაკუთრებით გამოსაყოფია კონსტანცის ნავსადგური, სადაც 2025 წელს ხორბლის ტერმინალის გასაფართოებლად 23 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდება, აღნიშნულ ტერმინალში მოხდება უკრაინული ხორბლის დროებითი დასაწყობება.

კონსტანცის ტერმინალის ხორბლის საცავების არსებული სიმძლავრე – 110 ათასი ტონიდან 180 ათას ტონამდე გაიზრდება.

კონსტანცის ნავსადგურის ახალ ტერმინალს შესაძლებლობა ექნება, უკრაინიდან მცირე ბარჟების საშუალებით მიიღოს საათში 350 ტონა ხორბალი და გადატვირთოს დიდი მოცულობის გემებში საატში 800 დან 1000 ტონამდე ხორბალი.

კონსტანცის ნავსადგურის ხორბლის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და 2026 წელს  დასრულდება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტების  გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე  (ნაწილი II)

Next Post

მსოფლიო გემთმშენებლობის შეკვეთების 65 % – ჩინეთს ეკუთვნის

Related Posts

სახმელეთო და საზღვაო დერეფნების ბლოკირების პირობებში, რუსეთი შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას პარალელური იმპორტის უწყვეტ არხად გამოყენებისთვის გეგმავს

რუსეთის საინფორმაციო არხებში ხშირად შეხვდებით შუა დერეფნის მიმართ ნეგატიურ შეფასებებს, რომელიც, პირველ რიგში, შუა დერეფნის ქვეყნების მთავრობების დაბალ…
მეტის ნახვა

სატრანსპორტო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ქართველი გადამზიდველი – მძღოლების პრობლემები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას იქნა განხილული

ქართველი გადამზიდველი – მძღოლები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებებზე, რიგ პრობლემებს აწყდებიან, რომლებიც ნეგატიურად აისახება მათ საქმიანობაზე.…
მეტის ნახვა

რუსეთი სომხეთში მარცვლეულის ექსპორტისთვის აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტს ანიჭებს უპირატესობას – ხომ არ დაკარგავს საქართველო სომხეთის სატრანზიტო ტვირთნაკადს?

სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბული პროცესის სამშვიდობო კალაპოტში გადასვლამ ზეგავლენა იქონია რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე, რაც საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანზე მყისიერად…
მეტის ნახვა