მსოფლიო ბანკის 2023 წლის კვლევის თანახმად, ლოგისტიკის ინდექსში გაერთანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს 138 სახელმწიფოს შორის 108 – ე ადგილი უკავია.
ლოგისტიკის ინდექსის პოზიციონირების მიხედვით ცალსახაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორსაა რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის ადგილის დაკავებასთან.
შუა დერეფნის მიმზიდველობას ქვეყნის მასშტაბით მსხვილი სატრანსპორტო – ლოგისტიკური ცენტრების განთავსება და სატრანზიტო ტვირთების შემკრებ გამანაწილებელი ტერმინალების არსებობა განსაზღვრავს.
რეალურად, ქვეყანას გააჩნია „2023 – 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სტრატეგია“ მაგრამ მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი არ შეიცავს არანაირ კონკრეტიკას, საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების ადგილმდებარეობის, სპეციფიკის და საინვესტიციო ტევადობის შესახებ. რაც აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის ძირითად ნაკლს წარმოადგენს.
შედეგად, ქვეყანას რეგიონში ლოგისტიკურ ცენტრად გადაქცევის ამბიცია გააჩნია, მაგრამ დღემდე ფინანსურად ტევადი მსხვილი ლოგისტიკური ინფარასტრუქტურული იბიექტების მშენებლობა ვერ განუხორციელებია.
მსოფლიო ბანკის ბოლო 2023 წლის კვლევის საფუძველზე 138 სახელმწიფოს შორის, საქართველო წარმოადგენს ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანას – მისი ინდექსი 2.7 ია, რაც, ბევრად ჩამორჩება გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების (3.2 – 3.6) ინდექსებს.
საქართველოს ინდექსი ვერ ჩაითვლება, რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის ამბიციის მქონე ქვეყნის დამაკმაყოფილებელ შედეგად.
ლოგისტიკის ინდექსში გაერთანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს 2.3 ქულით 138 სახელმწიფოს შოორის 108 – ე ადგილი უკავია.
საქართველო, ინფრასტრუქტურის ქვეკომპონენტით, ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის – თურქეთი – 43 ე საფეხური, სომხეთი – 76 ე საფეხური, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე 80 ე საფეხური, ბელარუსი და რუსეთი – 68 ე საფეხური, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უკარაინა – 89 ე საფეხური.
ფაქტიურად ინფრასტრუქტურის მდომარეობით საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132 – ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.
ლოგისტიკის ინდექსის პოზიციონირების მიხედვით ცალსახაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ შორსაა რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის ადგილის დაკავებასთან.
ერთ – ერთი მიზეზი, მსხვილ ლოგისტიკურ – ინფარსტრუქტურულ პროექტებში ფინანსური რესურსების – ინვესტიციების მოზიდვის ნაკლებობაა.
გარკვეული მცდელობა ქვეყანაში მსხვილი ლოგისტიკური ობიექტების შექმნასთან დაკავშირებით არსებობდა.
2017 წელს საქართველოს მთავრობამ ჯამურად 153 მლნ დოლარის, ორი რეგიონალური საინვესტიციო პროექტი – თბილისის სიახლოვეს კუმისში და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაანონსა.
წინასწარ მომზადებული ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, გამარჯვებული 2018 წლის განმავლობაში უნდა გამოვლენილიყო, მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან 18 თვეში უნდა დაწყებულიყო და 5 წელიწადში დაასრულებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პროექტის განხორციელებას „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე აქტიურად ლობირებდა, სადღეისოდ ფინანსურად ტევადი ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის პროექტები არც კი დაწყებულა.
ლოგისტიკური ცენტრების პროექტის განუხორციელებლობის ერთ – ერთი მიზეზი, თანმდევი მასშტაბური პროექტების მათ შორის, პირველ რიგში, ანაკლიის ნავსადგურის და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტების შეჩერება წარმოადგენდა, რადგანაც მხოლოდ, ამ პროექტების ამოქმედებით და შესაბამისად, ტვირთნაკადების გენერირების პირობებში ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას რეალური პერსპექტივები ექნებოდა.
გამონაკლისის სახით უნდა გამოიყოს უცხოური ინვესტიციებით მშენებარე, თბილისის მშრალი ნავსადგური რომელიც მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბათ განიხილება. პროექტი მიმდინარეა და ჯერ არ არის დასრულებული.
მსოფლიოში ცნობილმა სანავსადგურე ოპერატორმა გაერთიანებული ემირატების AD Ports Group მა კომპანია Inveco ს ერთად 2024 წელს განახორციელა თბილისის მშრალი ნავსადგურის საკონტროლო აქციათა პაკეტის შეძენა.
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება. საწყის ეტაპზე გამტარუნარიანობა 100 000 TEU-ს მიაღწევს, სასაწყობე ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ბოლო მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ კი, მშრალი ნავსადგურის გამტარუნარიანობა 300 000 TEU ს მიაღწევს.
საინვესტიციო პაკეტის ჯამური ღირებულება – 50 მლნ დოლარს შეადგენს, პირველი ფაზის განხორციელებისათვის მიმდინარე ეტაპზე – 20 მლნ დოლარია ჩადებული.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ძირითად მცირე ზომის, 10 მლნ დოლარის ფარგლებში, ლოგისტიკური ცენტრები და სასაწყობო მეურნეობები ვითარდება.
მცირე ზომის და სიმძლავრის ლოგისტიკური სასაწყობე პროექტებიდან გამოსაყოფია – Tbilisi Logistics Center ის პროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურას გაფართოებასთან ერთად ტვირთების უსაფრთხო და საიმედო საერთაშორისო ლოგისტიკას უზრუნველყოფს.
არსებული საბაჟო საწყობის მშენებლობაში 4 მლნ დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.

A კლასის საბაჟო საწყობი აღჭურვილია WMS (Warehouse Management System) სისტემით, რაც უზრუნველყოფს პროცესების ავტომატიზაციას.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის საწყობის მოცულობა 6 300 კვ მ ია და 12 000 ევრო პალეტზეა გათვლილი. კომპანია დამატებით მეორე საწყობს 12 000 კვ მ აშენებს სადაც შესაძლებელი იქნება 24 000 ევრო პალეტის განთავსება. ლოგისტიკური ცენტრის გაფართოების საინვესტიციო ღირებულება – 6 მლნ დოლარია.
GDC Logistics ი – წარმოადგენს ლოგისტიკურ კომპანიას რომელიც ფლობს სასაწყობე ფართობს და სხვადასხვა კომპანიებს ქვეყნის მასშტაბით 3PL (Third Party Logistics) მომსახურებას უწევს.

თბილისის ფარგლებში გააჩნია 11 000 კვ მ სასაწყობე მეურნეობა, დამატებით აღჭურვილია სამაცივრე მოწყობილობებით.
ლოგისტიკური პროცესები ავტომატიზირებულია და გამოყენებულია 1C ERP, WMS, TMS ტიპის პროგრამული სისტემები.
თბილისის აეროპორტთან FedEX ის ლოგისტიკური ცენტრის პროექტის გახსნა რამდენჯერმე გადავადდა და გაურკვევლია როდის იქნება ექსპლუატაციაში გაშვებული.

FedEX ის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი აშშ ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისგან (DFC) მოზიდული 4 მლნ დოლარის დაფინანსებით ხორციელდება .
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი 10 000 კვ მ – ზეა გათვლილი.
დასკვნის სახით – მიუხედავათ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული ამბიციური განაცხადისა, საქართველოს რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევის შესახებ, რამდენიმე წლის უკან თბილისის სიახლოვეს კუმისში და ქუთაისში დაანონსებული ფინანსურად ტევადი ლოგისტიკური ცენტრების პროექტების განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი „2023 – 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სტრატეგია“ არ შეიცავს კონკრეტიკას, საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების ადგილმდებარეობის, სპეციფიკის და საინვესტიციო ტევადობის შესახებ. რაც აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის ნაკლს წარმოადგენს. ფაქტიურად სახელმწიფოს არ გააჩნია ლოგისტიკური ობიექტების განთავსების კონრეტული გეგმა.
ქვეყანაში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სისტემური ხედვის არ არსებობის გამო, კომპანიები შეზღუდული ფინანსური სახსრებით, 10 მლნ დოლარის ფარგლებში, თბილისის აგლომერაციაში მცირე სიმძლავრის ლოგისტიკური ცენტრების და სასაწყობო მეურნეობების ინფრასტრუქტურას ანვითარებენ. როგორიცაა – თბილისის მშრალი ნავსადგური, თბილისის ლოგისტიკური ცენტრი, GDC Logistics ის სასაწყობე ფართობი, FedEX-ის ლოგისტიკური ცენტრი. რაც შუა დერეფნით მოზიდული ტვირთნაკადების მომსახურებისათვის არასაკმარისია.
ჩამოთვლილი ოთხი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურიდან, რეალურად მხოლოდ თბილისის ლოგისტიკური ცენტრი ფუნქციონირებს.
მსხვილი რეგიონალური ლოგისტიკური ინფრასტრუტურის გარეშე, ახლო მომავალში საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება არა რეალურ ამოცანას წარმოადგენს.
მეზობელ ქვეყნებში ჩადებული საფინანსო რესურსების მოცულობები და განხორციელებული ლოგისტიკური პროექტები ნათლად მეტყველებს, რომ რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის დატვირთვის ფუნქციას აზერბაიჯანი და თურქეთი ითავსებს.