რეგიონის ქვეყნებში სარკინიგზო მანქანათმშენებლობა ინტენსიურად ვითარდება,  საქართველოში კი  „შტადლერის“ ქარხნის მშნებლობის პროექტი ჩავარდა    

შუა დერეფნის ქვეყნები ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მისაღწევად ინტენსიურად ავითარებენ სარკინიგზო მანქანათმშენებლობის მიმართულებას.

ახლახანს თურქეთმა   საკუთარი წარმოების E5000 ტიპის ელმავლები მაგისტრალურ ქსელზე ექსპლუატაციაში ჩაუშვა.

თურქეთის რკინიგზის მოსამარაგებლად, სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი უდიდესი კომპანია TÜRASAŞ ი – ქვეყნის მასშტაბით ელმავლების ასაწყობათ სამ ინტეგრირებულ ობიექტს ფლობს.

თურქეთი, რომელიც ოდიდგანვე საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებას აძლევდა პრიორიტეტს, სადღეისოდ მკაფიოდ ხედავს სარკინიგზო – ეკოლოგიური ტიპის ტრანსპორტით მასობრივი ტვირთების გადაზიდვების პრიორიტეტულობას და ამ ტენდენციის საპასუხოთ სარკინიგზო მანქანათმშენებლობის დარგს ინტენსიურად ავითარებს.

სულ ახლახანს ჩვენი პორტალის გვერდზე ყურადღებას ვამახვილებდით,  ყაზახეთში   ელმავლების სერიულ წარმოებაზე, რომელსაც ფრანგულ – ყაზახურ ერთობლივი საწარმო Elektrovoz Kurastyru Zauyty ახორციელებს.

2025 წელს ფრანგულ Alstom თან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ყაზახეთის რკინიგზის მაგისტრალისათვის ყაზახეთში ადგილობრივ საწარმოო ბაზაზე 2029 – 2036 წლებში  205 ერთეული ექვსღერძიანი ელექტრო ლოკომოტივი დამზადდება.

ფრანგულ – ყაზახურ ერთობლივ საწარმოს Elektrovoz Kurastyru Zauyty ს 2025 წლამდე ყაზახეთის რკინიგზისთვის 44 ლოკომოტივი უკვე აქვს აწყობილი და მიწოდებული.

2029 – 2036 წლებში Alstom თან ახალი კონტრაქტის ჩაშვებამდე, ყაზახეთს გათვალისწინებული აქვს 2025 – 2029 წლებში – 193 ერთეული ელმავლის საკუთარი ქსელისათვის მიწოდება.

სახეზეა, რომ მეზობელ ქვეყნებში შთამბეჭდავი ნაბიჯებია გადადგმული საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების განსავითარებლად.

შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში ადგილობრივი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის განვითარება?  ბუნებრივია იყო მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეასრულა გაცემული დაპირება.

საქართველოში გათვალისიწინებული იყო სარკინიგზო მანქანათმშებლობის დარგის განვითარებისათვის შვეიცარული კომპანია შტადლერთან ერთობლივად თბილისში რეგიონული ქარხნის მშენებლობა. რაზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად 2018 წელს მოეწერა ხელი. 

დოკუმენტს – თბილისის მერმა კ. კალაძემ, კომპანია „შტადლერის“მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პ. შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დ. ფერაძემ მოაწერეს ხელი.

დედაქალაქის მერის მიერ გაიცა დაპირება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“მარკის ვაგონების საქართველოში წარმოების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ “ვინაიდან, შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნეს გარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, „შტადლერმა“საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო”.

თბილისში აღნიშნული ქარხნის მშენებლობა ვერ განხორციელდა.

შტადლერის ქარხნის მშენებლობა და ადგილობრივი სარკინიგზო მანქანათმშენებლობის განვითარება, ძლიერი ბიძგი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

რაც შეეხება თურქეთთი სარკინიგზო მანქანათმშებლობას – თურქეთის რკინიგზის ნაციონალურმა ოპერატორმა TCDD მ სულ ახლახანს, პირველი ხუთი E5000 ტიპის ელმავალი მიიღო, რომლებიც მთლიანად ადგილობრივი ტექნოლოგიების გამოყენებითაა დაპროექტებული და წარმოებული.

E5000 ტიპის ელმავალი ევროპული TSI სტანდარტების შესაბამისადაა სერტიფიცირებული, მისი კონსტრუქციული სიჩქარე 140 კმ/სთ ია.

5 მეგავატიანი ძრავით აღჭურვილი ელმავალი თურქეთის მაგისტრალური ქსელისთვის სავსებით მისადაგებულია.

ელმავლების ადგილობრივი წარმოების პროექტი სახელმწიფოს მხრიდან აქტიურადაა მხარდაჭერილი, თურქეთის მასშტაბით 115 მომწოდებელია ჩართული, რომლებიც თითქმის ყველა მაკომპლექტებელი კვანძებით  – ტრანსფორმატორებიდან დაწყებული და ძარებით დამთავრებული ძირითად საწარმოს ამარაგებენ.

E5000 ელმავლის ძირითადი კვანძების აწყობა ესკიშეჰირში TÜRASAŞ ქარხანში ხორციელდება. მეორე დამხმარე, მაკომპლექტირებელი ქარხანა  სივასში მდებარეობს  სადაც ხდება  ელმავლებისთვის ურიკებისა და წყილთვალების დამზადება.

თურქრითისა რკინიგზასთან დადებული კონტრაქტი ითვალისწინებს 95 ლოკომოტივის მიწოდებას, კერძოდ 15 ერთეული მიეწოდება 2025 წლის ბოლომდე, 30 ერთეული – 2026 წელს, ხოლო დარჩენილი 45 ერთეული – 2027 წელს.

E5000 ელმავლების წარმოების პროექტი თურქეთის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისა და სარკინიგზო მანქანათმშენებლობის სექტორში ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის და საექსპორტო პოტენციალის გაფართოებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რუსეთის მიმართ სანქციებმა ბალტიის ქვეყნებში გადაზიდვების დრამატული ვარდნა გამოიწვია

Next Post

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად შეინიშნება რუსეთის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვის  შემცირების ტენდენცია

Related Posts

თურქეთი და ყაზახეთი საავტომობილო სატრანზიტო ნებართვების გაუქმებაზე და თურქეთის ნავსადგურებში ყაზახი გადამზიდველების თავისუფალ წვდომაზე შეთანხმდნენ

ჩვენი ორგანიზაცია საკუთარ ანალიტიკაში მუდმივად ამახვილებს ყურადღებას რეგიონის ქვეყნებში ორმხრივ დონეზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სანებართვო სისტემების გაუქმების, ან…
მეტის ნახვა

საზღვაო სავაჭრო ფლოტის აღდგენის და საზღვაო დროშის ბიზნესის განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს? (ნაწილი პირველი)

გარდა იმისა, რომ საქართველოს საზღვაო ქვეყნისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი გააჩნია, ნავსადგურების ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მეზღვაურების მომზადებისა და დასაქმების სისტემით…
მეტის ნახვა

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე შუა დერეფანზე ორიენტირებული ხორგოსის მშრალი პორტი მიმდინარე წელს 10 000 ბლოკმატარებელს გაატარებს   

ბოლო პერიოდში, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების ზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე…
მეტის ნახვა