ბოლო წლებში შუა დერეფნის ყაზახეთის მონაკვეთზე  გადაზიდვები 6 ჯერ გაიზარდა, რამდენად ადეკვატურად აისახა  ზრდის ასეთი მაღალი ტენდენცია საქართველოს ნავსადგურებზე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე?

ახლახანს ყახახურმა მედიამ, ქვეყნის სამთავრობო უწყებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, შუა დერეფნის, მას ასევე ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად (TITR) მოიხსენიებენ, რიგი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებით ყაზახეთის მიზანს, 2020 – 2024 წლებში დერეფნის ყაზახეთის მონაკვეთზე გადაზიდვების ზრდის და საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირების დადებითი ტენდენციების წარმოჩენა წარმოადგენდა.

ბინებრივია, ისმის კითხვა რამდენად ადეკვატურად აისახა შუა დერეფნის ყაზახეთის მონაკვეთზე დაფიქსირებული გადაზიდვების და საკონტეინერო ბლოკმატარებლების ზრდის დადებითი ტენდენციები საქართველოს მონაკვეთზე, კერძოდ ჩვენს ნავსადგურებზე?

ხომ არ გვაქვს საქმე გადაზიდვების „წყვეტასთან“, როდესაც კასპიის ზღვით თუნდაც აზერბაიჯანში მოსული ტვირთნაკადის დიდი ნაწილი რჩება აზერბაიჯანში და მხოლოდ მცირედი  გადაიზიდება საქართველოს ნავსადგურების მიმართულებით  და ამით საქართველო იღებს დერეფნით გადაზიდვების „შერბილებულ“  ეფექტს?

ყველა ამ საკითხს ესაჭიროება დამატებითი კომპლექსური კვლევა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიერ მზადდება და ახლო მომავალში იქნება შემოთავაზებული.

ქვემოთ წარმოდგენილია ყაზახეთის მედიაში შუა დერეფნით დაფიქსირებული დადებითი ტენდენციების ამსახველი სქემა.

ტექსტის სახით გთავაზობთ ზოგიერთი ამონარიდს სქემიდან:

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სატრანსპორტო დერეფნის ყაზახეთის მონაკვეთზე გადაზიდვების მოცულობა 6 ჯერ გაიზარდა, თუმცა, ძირითადი ზრდა, რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები შემოიღების შემდგომ 2022 წლიდან მოყოლებულ პერიოდში დაფიქსირდა.

გადაზიდვების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ ტრანსკასპიურ მარშრუტს აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქონლის რუსეთის გვერდის ავლით მიწოდების შესაძლებლობას მიეცა.

2020 წელს ტრანსკასპიური მარშრუტით ტრანსპორტირების მოცულობა 0.8 მლნ ტონას შეადგენდა, 2024 წლის ბოლოსთვის მოცულობა 4.5 მლნ ტონამდე გაიზარდა.

ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) ერთი საკონტეინერო ბლოკმატარებლის ფორმირების პროცედურას ნაცვლად 3 საათისა სადღეისოდ  30 წუთი ესაჭიროება.

საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობის ზრდა შესაძლებელი გახდა საბაჟო პროცედურების ავტომატიზაციის წყალობით, რომელიც 2025 წლის ბოლოს 600 ბლოკმატარებელს (ერთეული) მიაღწევს.

ძირითადი ზრდა 2022 წლის შემდეგ შეინიშნება, კერძოდ თუ 2020 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში გადაზიდვები 1.9 ჯერ გაიზარდა, 2022 წლიდან 2024 წლამდე –  3 ჯერ გაიზარდა. 1.5 მლნ ტონიდან – 4.5 მლნ ტონამდე.

მხოლოდ გასულ 2024 წელს გადაზიდვების მოცულობა 62 % ით გაიზარდა, ხოლო კონტეინერებით გადაზიდვები 2.7-ჯერ.

2025 წლის პირველ ნახევარში გადაზიდვებმა 2.3 მილიონ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7  % ით მეტია.

ყაზახური პრესის ინფორმაციით, ზრდის მიზეზი პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით იყო განპირობებული, რომლებიც ზღუდავდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი კრძალავდა გარკვეული საქონლის ტრანზიტულ გადაზიდვას რუსეთის ტერიტორიაზე. შედეგად, ევროპის ქვეყნებს ჩინეთიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან საქონლის მიწოდებისთვის შემოვლითი სატრანსპორტო დერეფნების ძიება მოუწიათ.

დასკვნის სახით – რამდენად ადეკვატურად აისახა შუა დერეფნის ყაზახეთის მონაკვეთზე დაფიქსირებული გადაზიდვების და საკონტეინერო ბლოკმატარებლების ზრდის დადებითი ტენდენციები საქართველოს მონაკვეთზე, ამ საკითხზე ჩვენი ორგანიზაციის მიერ დამატებითი კვლევა იქნება შემოთავაზებული.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

უზბეკეთი და მოლდოვა 2026 წლიდან საავტომობილო გადაზიდვების უნებართვო სისტემაზე გადადიან – ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით რა სტრატეგია გააჩნია საქართველოს?

Next Post

შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი (ნაწილი პირველი)

Related Posts

ფოთის ნავსადგურში ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი –  2025 წელს ამოქმედდება

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ შუა დერეფნის ქვეყნებში მულტიმოდალური ტერმინალების სინქრონულად ამოქმედების აუცილებლობაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას.    ეტაპობრივად ვაშუქებთ,…
მეტის ნახვა

საქართველოს რკინიგზის სისტემური პრობლემები პრემიერის მიერ დაანონსებული შტატების ოპტიმიზაციით  ვერ გადაწყდება

მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის პროცესის დაწყება დაანონსა. პრემიერის განმარტებით – “არსებობს პირველადი მონაცემები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით,…
მეტის ნახვა

საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ჩინეთის გავლენების შეფასება

მრავალი მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ ებმევა და შემდგომში ეუფლება ჩინეთი  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ერთ – ერთი გავრცელებული და…
მეტის ნახვა