უზბეკეთი და მოლდოვა 2026 წლიდან საავტომობილო გადაზიდვების უნებართვო სისტემაზე გადადიან – ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით რა სტრატეგია გააჩნია საქართველოს?

უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, 2026 წლიდან უზბეკეთი და მოლდოვა გააუქმებენ ტრანზიტისა და ორმხრივი საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცვლას – ორი ქვეყანა გადავა უნებართვო სისტემაზე.

უზბეკეთსა და მოლდოვას შორის ამოქმედდება სატვირთო  გადაზიდვების უნებართო სისტემა, ფაქტიურად ამ ქვეყნებს აღარ დასჭირდებად რუტინული ოპერაციების ჩატარება, საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლა და შემდგომ  გადამზიდველებისათვის დარიგება, უფრო მეტი თავიდან იქნება აცილებული ზედმეტი ბიუროკრატიული და კორუფციული ქმედებები რომელიც დაკავშირებულია დოკუმენტების ხელით შევსებასთან და შემდგომ მათ განაწილებასთან.

უზბეკეთსა და მოლდოვას  შორის შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილია. უზბეკეთისთვის უნებართვო სისტემაზე გადასვლა გაამარტივებს ევროპის ქვეყნებთან წვდომას, მითუმეტეს, უზბეკეთმა 2024 წელს ნაწილობრივ გააუქმა რუმინეთთან ნებართვების გაცვლა.

თავის მხრივ, მოლდოვასთვის მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩინეთთან და აზიის სხვა ქვეყნებთან საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვებს, რადგან სწორედ უზბეკეთის გავლით გადის ტრანსკასპიური მარშრუტის ალტერნატიული განშტოება, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით აკავშირებს ევროპისა და აზიის რეგიონებს. უფრო მეტიც მოლდოვადან გადამზიდავებს ამჟამად რუსეთში  ტრანზიტის მიზნითაც კი ეკრძალებათ შესვლა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული ტრანსკასპიური მარშრუტის ალტერნატიული განშტოება უზბეკეთზე გადის, რომელიც აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამრიგად, უზბეკეთისთვის ის ევროპაში გასასვლელს ხსნის, ხოლო მოლდოვისთვის – აზიაში.

ნებართვების გაუქმების ან ელექტრონულად ნებართვების გაცვლის სისტემის დანერგვის პროცესი, ევრაზიის სივრცეში სადღეისოდ ბილეტარულ (ორმხივი) დონეზე მრავალ სახელმწიფოს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია, პრიორიტეტულად ამახვილებს ყურადღებას და ხშირად მოჰყავს მაგალითები საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით.

სახელმწიფოები უნებართვო სისტემის ამოქმედებით ანუ  ნებართვების გაუქმებით, რეალურად ფიქრობენ  საავტომობილო გადამზიდავებისათვის დაზოგონ ნებართვის ღირებულების ხარჯები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „დრო“ რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის ნებართვის მისაღებად გადამზიდველის მიერ განცხადების შევსებიდან მის მიღებამდე.

სახელმწიფოებრივ დონეზე,  მნიშვნელოვანია მათ პროდუქციას მეორე სახელმწიფოში ეძლევა თავისუფალი დაშვების შესაძლებლობა, ეს კი საქონელბრუნვის განვითარებას უწყობს ხელს.

საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან უნებართვო სისტემაზე გადასვლა 2009 წლიდან დაიწყო და  უკავშირდებოდა საავტომობილო სფეროში ბენდუქიძის ლიბერალურ პოლიტიკას, იმ პერიოდში შესაძლებელი გახდა ყაზახეთთან და სომხეთთან უნებართვო სისტემის დანერგვა, მოგვიანებით გამიზნული იყო ამ პროცესის რეგიონის ყველა ქვეყანაზე გავრცელება, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილებამ, ლიბერალური მიდგომები დიამეტრალურად შეცვალა და   მოგვიანებით, საქართველომ გააუქმა ყაზახურ მხარესთან უნებართვო სისტემა და სადღეისოდ მხოლოდ სომხეთთან ფუნქციონირებს.

ქართველი გადამზიდავების ინფორმაციით, წელიწადში სომხეთთან გადაზიდვების განხორციელებისას უნებართვო სისტემის გამოყენება ქართველ გადამზიდავს უზოგავს 3000 დან 4000 მდე ლარს.

ბუნებრივია ისმის კითხვა უნებართვო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ანუ საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაგავშირებით რა სტრატეგია საქართველოს?

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში საქართველოს  საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება (კვლევის შედეგები ნაწილი მეორე)

Next Post

ბოლო წლებში შუა დერეფნის ყაზახეთის მონაკვეთზე  გადაზიდვები 6 ჯერ გაიზარდა, რამდენად ადეკვატურად აისახა  ზრდის ასეთი მაღალი ტენდენცია საქართველოს ნავსადგურებზე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე?

Related Posts

სატვირთო ვაგონების შესყიდვის პრაქტიკა საქართველოში – მიმოხილვა და რეკომენდაციები

ლევან ლომსაძეშპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორისარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://procurement.gov.ge) 2021-2024 წლებში რეგისტრირებულია…
მეტის ნახვა

ყაზახეთი ელმავლების მწარმოებელ რეგიონალურ ლიდერად ყალიბდება,  საქართველო რუსეთის ინდუსტრიაზე  დამოკიდებული რჩება

შუა დერეფნის „ვიწრო“ ადგილების იდენტიცირების მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული  10 პუნქიანი რეკომენდაციიდან  ერთ – ერთი, საქართველოს სარკინიგზო…
მეტის ნახვა

ყაზახეთი კასპიის ზღვაზე კურიკი – ალიატი  – კურიკის მარშრუტზე  რეგულარულ საბორნე გადაზიდვებს ავითარებს

ჩვენი პორტალის საშუალებით მუდმივად ვაშუქებთ, შუა დერეფნის საკვანძო ინფრასტრუქტურულ კვანძებში, მათ შორის, კასპიის ზღვაზე ყაზახეთში კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში…
მეტის ნახვა