ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე შუა დერეფანზე ორიენტირებული ხორგოსის მშრალი პორტი მიმდინარე წელს 10 000 ბლოკმატარებელს გაატარებს   

ბოლო პერიოდში, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების ზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებული სახმელეთო ტერმინალების ინფრასტრუქტურის გაფართოების აუცილებლობა.

ყახაზეთ – ჩინეთის საზღვარზე ჩინეთის მხრიდან სხვადასხვა დატვირთვით ორი სასაზღვრო გადასასვლელი ალაშანკოუ და ხორგოსი ფუნციონირებს.

ალაშანკოუ ძირითადად რუსეთის ტრანციმბირულ დერეფანს უზრუნველყოფს ტვირთებით, ხორგოსი ყაზახეთის გავლით შუა დერეფნის მიმართულებაზეა ორიენტირებული.

ამ თვალსაზრისით ყახაზეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებულ ხორგოსის სარკინიგზო ტერმინალს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირებაში.

ხორგოსის ტერმინალი ცენტრალურ აზიაში ყველაზე მხსვილ მშრალ პორტს წარმოადგენს. ექსპლუატაციაში 2015 წელს იქნა გაშვებული და ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე – 103 ჰექტარზეა განთავსებული.

2025 წლის 5 თვეში ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის რკინიგზის ტერმინალით   ჩინეთი-ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით 4 480 სატვირთო საკონტეინერო ბლოკმატარებელმა გაიარა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27 % ით მეტია (იხ დიაგრამა).

თვალნათელია ბოლო 10 წელიწადში ხორგოსის ტერმინალით გატერებული ბლოკმატარებლების ზრდის ტენდეცია, კერძოდ ოდესაღაც საფოსტო დანიშნულების სარკინიგზო სადგური, სადღეისოდ ტვირთნაკადების გამანაწილებელ მძლავრ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება.

თუ 2016 წელს ტერმინალით, მხოლოდ 390 ერთეული ბლოკმატარებელი იქნა გატარებული 2024 წელს 7 700 მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ თუ ხორგოსის რკინიგზის ტერმინალიდან  ბლოკმატერებლების ფორმირების ეს ტემპი შენარჩუნდება 2025 წლის ბოლოს ტერმინალიდან გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობა  10 000 ს გადააჭარბებს.

რაც შეეხება, ხორგოსის სასაზღვრო გადასასვლელს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ტვირთბრუნვა 12 ჯერ გაიზარდა (იხ დიაგრამა).

ბოლო 10 წლის ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკა ნათლად მიუთითებს ხორგოსის ტერმინალის განვითარების პერსპეტივაზე, რაც შუა დერეფნით დამატებითი ტვირთების მომარაგეგაში აიასახება.

2024 წლის მონაცემებით ხორგოსის სადგურის გავლით 18 ქვეყნის დანიშნულებით, 80 სხვადასხვა საერთაშორისო მარშრუტი ხორციელდება.  

ხორგოსის ტერმინალის ტვირთბრუნვის ზრდაზე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ბოლო წლებში, ყაზახეთის ტერიტორიაზე ევროპული 1435 მმ ევროპული სარკინიგზო ქსელის მოწყობამ.

ევროპული სარკინიგზო ქსელის მოწყობით, ტერმინალის გამტარუნარიანობა წინა წლებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, რითაც შესაძლებელი გახდა დღეში 20 მდე სარკინიგზო ბლოკმატარებლის ფორმირება და სხვადასხვა დერეფნებით გაშვება.

ხორგოსის ტერმინალის ტვირთბრუნვის და ბლოკმატარებლების ზრდა დამოკიდებულია 1435 მმ ლიანდიდან 1520 მმ ლიანდზე ან პირიქით საკონტეინერო ოპერაციებისთვის განკუთვნილი დამატებითი გადამტვირთავი კომპექსების მოწყობაზე, რომელთა რაოდენობა ბოლო წლებში  ინტენსიურად იზრდება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საქართველოს ავტომაგისტრალებზე ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტის ნახევარი ყაზბეგის გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობს

Next Post

Royal Caribbean თან მემორანდუმის გაუქმებით ქვეყანამ საკრუიზო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა დაკარგა

Related Posts

შუა დერეფნის მიმზიდველობა – ქვეყანაში კერძო სატვირთო სარკინიგზო კომპანიების განვითარებას და მათ მიერ საკუთარი სავაგონო პარკის სისტემურ განახლებას ემყარება

სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სატვირთო ვაგონების დეფიციტი რჩება. აღნიშნული კვლევები ნათლად წარმოაჩენს, რომ…
მეტის ნახვა

ყაზახეთის „ცენტრი – დასავლეთის“ ახალი საავტომობილო  მაგისტრალი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს მიუერთდება

ყაზახეთის კოსტანაის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ცენტრი – დასავლეთის“ საავტომობილო  საგზაო დერეფნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მასშტაბური პროექტი ყაზახეთის მთავრობის…
მეტის ნახვა

როგორია  სომხეთის რკინიგზის როლი შუა დერეფნის ტვირთებით მომარაგებაში

შუა დერეფნის ტვირთწარმომქმნელ ჩინეთის და ცენტრალური აზიის  ქვეყნებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს სარკინიგზო ქსელთან ტექნოლოგიურად დაკავშირებული სომხეთის რკინიგზის…
მეტის ნახვა