საქართველოდან ევროპის ცენტრალურ ნაწილში საავტომობილო გადაზიდვისას, მიზანშეწონილია მძღოლმა ფოთი – კონსტანცას ბორნით განახორციელოს ტვირთების ტარსნპორტირება, ხოლო ევროპიდან საქართველოში დასაბრუნებლად ფინანსურად მიმზიდველია შეირჩიოს თურქეთის გავლით სახმელეთო მარშრუტი.
იმ პირობებში, თუ ქართველი მძღოლი ევროპაში შესასვლელად საქართველოდან ფოთი – კონსტანცის ბორნით ტრანსპორტირებას შეირჩევს, ხოლო უკან დაბრუნდება თურქეთის სახმელეთო მიმართულებით, იგი ბორნით წრიულ მარშრუტთან შედარებით დაზოგავს საშუალოდ 700 ევროს, რაც მისი მოგების მარჟას წარმოადგენს.
ევროპიდან თურქეთის გავლით საქართველოში სახმელეთო მარშრუტით დაბრუნების პირობებში, მძღოლი იგებს ბორნით წრიული მარშრუტის ჯამური ტარიფის – 25 % ს.
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული ნებისმიერი კომპანია თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი მძღოლი, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მისატანად, შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით, საკუთარ მარშრუტს ინდივიდუალურად ირჩევს.
ბუნებრივია, თვითეულ გადამზიდველს გააჩნია აპრობირებული ლოგისტიკური სქემა, რომელსაც დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ანიჭებს უპირატესობას.
ზოგისთვის პრიორიტეტულია საფასო მდგენელი, ზოგისთვის გადაზიდვის ხანგრძლივობა, ზოგისთვის უსაფრთხოება, ზოგისთვის კი ჩამოთვლილი ფაქტორების ერთობლიობა.
ჩვენი მიზანია, ყველა ფაქტორების გათვალისწინებით წარმოვაჩინოთ,ევროპულ სივრცეში და ევროპული სივრციდან ტვირთების ტრანსპორტირებისას თუ რომელ მარშრუტს ანიჭებენ უპირატესობას ქართველი საავტომობილო გადამზიდველი.
სადღეისოდ შავი ზღვის არეალში, ქართული დროშით მცურავი Shipping Line E60 კომპანია ოპერირებს საკუთარი ორი ბორნით.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ანუ იმპორტირებული საქონლის მოცულობა თითქმის სამჯერ აღემატება ექსპორტირებულს, სანაოსნო კომპანია Shipping Line E60 ის სატარიფო პოლიტიკაც მაქსიმალურად მიახლოებულია ამ რეალობასთან.
ფოთიდან – რუმინეთის ნავსადგურ კონსტანცამდე, ჩვეულებრივი ტრაილერის ბორნით გადაზიდვის ღირებულება, იგულისხმება ცალ მხარეს, შეადგენს 1090 ევროს, უკანა მიმართულებთ თითქმის ორჯერ აღემატება და შეადგენს – 2200 ევროს. წრიული რეისით დაფრახტვის შემთვევაში მოქმედებს 20 % იანი ფასდაკლება.
ქართველი მძღოლი ევროზონაში მოსახვედრად და ასევე უკან დასაბრუნებლად, დგას ორი ალტერნატივის წინაშე, შეირჩიოს თურქეთის გავლით სახმელეთო მარშრუტი თუ აირჩიოს საავტომობილო ბორანი.
თუ რომელი მარშრუტია მიმზიდველი? ამ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” ანალიტიკას.
საქართველოდან თურქეთის გავლით ევროპაში (იგულისხმება ევროპის ცენტრალური სივრცე) სახმელეთო გადაზიდვის ჯამური ხარჯი, საქართველოდან შეტანილი, შედარებით იაფი საწვავის, გზის და ტრანზიტის ასვე სხვადასხვა თანმდევი გადასახადებების დაჯამებისას შეადგენს 940 ევროს.
მიუხედავად იმისა, რომ ფოთიდან ბორნით გადაზიდვა 1090 ევროა და 150 ევროთი უფრო ძვირია, გადამზიდველი საქართველოდან ევროპაში შესვლისას ფოთი – კონსანცის ბორანს ანიჭებს უპირატესობას.
გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ ქართველი მძღოლისთვის ფოთის ნავსადგურიდან ევროპაში, იგულისხმება კონსტანცაში ბორნით შესვლა მიმზიდველია რამოდენიმე ფაქტორის გათვალისიწნებით:
დროის ფაქტორი, ხმელეთით ტრანსპორტირებას, საზღვარზე შეფერხების გათვალისწინებით, დამატებით 2 – 3 დღე ესაჭიროება, ამასთან რაც მნიშვნელოვანია, ბორნით შესაძლებლობა ეძლევა ევროპაში შევიდეს იაფი საწვავით შევსებული ავზით და ევროპულ ნაწილში დანიშნულების ადგილამდე განახორციელოს გადაზიდვა იმავე იაფი საწვავით. თურქეთის გავლით სახმელეთო მარშრუტის შერჩევის შემთხვევაში, ანუ თურქეთის ტერიტორიით ტრანზიტით გავლისას მას ელუქება ავზები და ვალდებულია იაფი საწვავი გახარჯოს თურქეთის ტერიტორიაზე და საწვავით დაცლილ მდომარეობაში მიადგეს ევროპულ საზღვარს (იხ სქემა).

უკან მიმართულებით, ევროპის სივრციდან საქართველოში გადაზიდვისას, ფასების მდგენელი იცვლება რადიკალურად თურქეთის გავლით სახმელეთო გადაზიდვების უპირატესობით. კერძოდ, მიუხედავად იმასა, რომ თითქმის ორჯერ ძვირია ევროპული საწვავი, გადამზიდავი იმატებს ევროპაში ძვირ საწვავს და მაინც ხმელეთით თურქეთის გავლით აწარმოებს ტრანსპორტირებას.
ასეთ პირობებში, ხმელეთით მოძრაობისას გადაზიდვის ჯამური ხარჯი აღწევს 1300 ევროს, თუ შევადარებთ ბორნით ევროპიდან საქართველოში გადაზიდვის ტარიფს 2200 ევროს, განსხვავება მნიშვნელობანია 900 ევრო. ეს ის მარჟაა, რომელიც მძღოლს უბიძგებს ევროპიდან საქართველოში შეირჩიოს სახმელეთო მიმართულება.
იმ პირობებში, თუ ქართველი მძღოლი შეირჩევს წრიულ მარშრუტს საქართველოდან ბორნით ევროპაში, ხოლო უკან დაბრუნდება თურქეთის სახმელეთო მიმართულებით, იგი დაზოგავს საშუალოდ 700 ევროს, იმ პირობებთან შედარებით თუ შეირჩევდა ორივე მიმართულებით საბორნე გადაზიდვას.
ევროპიდან თურქეთის გავლით საქართველოში სახმელეთო მარშრუტით დაბრუნების პირობებში, მძღოლი იგებს ბორნით წრიული მარშრუტის ჯამური ტარიფის – 25 % ს.
მარტივი გაანგარიშებით, ბორნით წრიული გადაზიდვის ტარიფი შეადგენს (1090 + 2200) – 20% = 2632 ევროს, ხმელეთით თურქეთის გავლით წამოსვლისას “დაზოგილი” 700 ევროს ფარდობა 2632 ევროსთან შეადგენს დაახლოებით 25 % ს.
გადაზიდვების ლოგისტიკურ სქემებში ჩართულმა მეწარმეებმა – გადამზიდველებმა კარგად იციან, რომ ხმელეთით გადაზიდვისას, თურქეთის მხარე, მათ ტერტორიაზე ტრანსპორტირებისას, მაღალი ფასნამატით ატარებს რიგ ტვირთებს და სატრანსპორტო საშუალებებს, პირველ რიგში, ევროპულ სივრცეში შესყიდულ და განუბაჟებელ ტრაილერებს, მსუბუქი ავტომობილების გადამტან ავტომატარებლებს და სააქციზო საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებებს, შესაბამისად ასეთი კატეგორიის ტვირთების შემოტანა ევროპიდან საქართველოში, მიუხედავად საფასო მდგენელის განსხვავებისა მიმზიდველია განხორციელდეს ბორნით.
თავის მხრივ, სახმელეთო მარშრუტსაც გააჩნია გარკვეული უპირატესობა, რადგანაც თურქეთის ტერიტორიის გასწვრივ განვითარებულია, ავტოსატრანსპორტო სერვისებით კომპლექსური მომსახურე ობიექტები, რომელსაც ხშირად იყენებენ ქართველი გადამზიდველები.