ირანის სამხრეთით სტრატეგიული ჩაბახარის ნავსადგურის სანქცირებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთ – სამხრეთ“დერეფნის ბლოკირება განახორციელა

ახლახან შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხრეთით განლაგებული სტრატეგიული ჩაბაჰარის ნავსადგურის სასანქციო რეჟიმში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.


450 ჰექტარზე გადაჭიმული ჩაბახარის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ათ ნავმისადგომს აერთიანებს. ნავსადგურს 50 000 ტონამდე ტევადობის სატვირთო გემების მიღების შესაძლებლობა გააჩნია.


ინდოეთმა ირანთან, ჩაბაჰარის ნავსადგურის განვითარებასა და ოპერირებასთან დაკავშირებით 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რისთვისაც 370 მლნ დოლარის ინვესტიციების ეტაპობრივად განთავსება აქვს განზრახული.
ამჟამად, ნავსადგურის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.

“ჩრდილოეთ-სამხრეთ” დერეფნის ამოქმედების მიზნით, ირანის ნავსადგურ ჩაბაჰარში 2018 წელს სწორედ ინდოეთი იყო მსხვილი ინვესტიციების განხორციელებისა და აშშ-ის სანქციების მოხსნის ინიციატორი.


ინდოეთთან ერთად იკვეთება რუსეთის სტრატეგიული მიზანი, ირანთან და ინდოეთთან ერთობლივად სუეცის საზღვაო მარშრუტის ჩრდილოეთ–სამხრეთ დერეფნით ჩანაცვლება, რითაც რუსეთი უმოკლესი სახმელეთო არტერიით ჩაბახარის ნავსადგურს დაუკავშირდება, ხოლო შემდგომ საზღვაო მიმართულებით ინდოეთის მუმბაის ნავსადგურს.

აღსანიშნავია, რომ თუ სანქციების დაწესებამდე 2021 წელს ჩრდილოეთ–სამხრეთ დერეფნით 13.8 მლნ ტონა გადაიზიდებოდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გაიზარდა და 26.9 მლნ ტონას მიაღწია, რაც მიუთითებს რუსეთისათვის ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სტრატეგიულ მინიშვნელობაზე (იხ. დიაგრამა).

გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯი მნიშვნელოვნად ცვლის რუსეთისათვის სტრატეგიული ჩრდილოეთ–სამხრეთ დერეფნის გამოყენების შესაძლებლობას. ფაქტობრივად ხდება რუსეთი–ირანი–ინდოეთზე გამავალი გადაზიდვების მარშრუტის ჩაძირვა.

აღსანიშნავია, რომ ჩაბახარის ნავსადგურს ირანი და მისი მთავარი პარტნიორი ამ მარშრუტზე – ინდოეთი 2016 წლიდან სტრატეგიულ სავაჭრო ცენტრად ავითარებენ.


ჩრდილოეთ–სამხრეთ დერეფნის კონტურის შესაკვრელად, ბოლო პერიოდში რუსეთი მნიშვნელოვან ფინანსურ სახსრებს დებს, როგორც კასპიის ზღვის ჩრდილოეთით საკუთარი ნავსადგურების (ასტრახანი, მახაჩკალა, ოლია) განვითარების, ასევე საზღვაო ფლოტის განახლების მიმართულებით.


ჩაბახარის ნავსადგური ჩრდილოეთ–სამხრეთ დერეფნით რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ ინდოეთთან დამაბოლოებელ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. მისი ბლოკირება კი გამოიწვევს რუსეთის მიერ დერეფნის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციების არაეფექტიან გამოყენებას.

თავის მხრივ, შეერთებული შტატების მიერ ნავსადგურის სანქცირება იძულებით ზომას წარმოადგენდა, რადგანაც ჩაბახარის ნავსადგურის გამოყენება აშშ-ის სტრატეგიულ მიზანს ემსახურებოდა, კერძოდ, ავღანეთის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და ინდოეთთან პარტნიორობის განვითარებას.


სანქცირება ინდოეთისა და მისი პარტნიორების, პირველ რიგში რუსეთის გეგმებს ევრაზიული ლოჯისტიკის კონფიგურაციის გადალაგების თვალსაზრისით რადიკალურად შეცვლის.
ჩაბაჰარის ნავსადგური ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებდა – ინდოეთისთვის ის პაკისტანის ნავსადგურების ალტერნატივას წარმოადგენდა, რაც ავღანეთში შესვლას უზრუნველყოფდა.

აშშ-ის ხელახალი სანქციები ინდური კომპანიების ნავსადგურის განვითარებაში მონაწილეობას უკიდურესად სარისკოს ხდის – ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ოპერატორები ახლად დაწესებული სანქციების პირობებში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ, რაც ფაქტობრივად შეაფერხებს ნავსადგურში დაწყებული პროექტების შემდგომ პროგრესს.


ჩაბახარის ნავსადგურში სანქციების მოხსნა წარმოადგენდა გამონაკლისს, რაც განპირობებული იყო აშშ-ის სტრატეგიით სამხრეთ აზიაში, რომელიც მიზნად ისახავდა ავღანეთის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და ინდოეთთან პარტნიორობის განვითარებას.


ამიტომ, ირანზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელების არსებული გეგმების მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა დაგეგმა ირანის ნავსადგურ ჩაბაჰარის განვითარებისა და მასთან დაკავშირებული რკინიგზის (ჩაბახარი–დელარანი) მშენებლობის მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც ავღანეთში არასანქცირებული საქონლისა და ირანული ნავთობპროდუქტების მიწოდება შესაძლებელი იქნებოდა.

ჩაბახარის ნავსადგურის სანქციები მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთსა და ინდოეთს შორის საქონელბრუნვას.
2023 წელს რუსეთმა ინდოეთში 67 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ინდოეთიდან რუსეთში იმპორტმა კი 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.


2021 წლიდან 2023 წლამდე ინდოეთში საქონლის ექსპორტის მოცულობა ფინანსურ გამოხატულებაში თითქმის 700 %-ით 8.7-დან 67.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა (იხ. დიაგრამა).

2023 წელს რუსეთმა ინდოეთში 135.1 მლნ ტონა ტვირთი გაიტანა, რაც ორჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს, როდესაც რუსეთის ექსპორტი 67.7 მლნ ტონას შეადგენდა.
ექსპორტის ძირითადი ნაწილი ნედლი ნავთობია, რომელიც რუსეთიდან ინდოეთში გადაზიდული საქონლის მთლიანი მოცულობის 66%-ს ანუ 89 მლნ ტონას შეადგენდა. მომდევნო პოზიცია ქვანახშირს უკავია.

შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ჩაბაჰარის ნავსადგურისათვის სანქციების დაწესებით, ცვლის ევრაზიაში ძალთა ბალანსს – ინდოეთი კარგავს გავლენის გაფართოების მთავარ ინსტრუმენტს, რუსეთი კი პერსპექტიულ ლოჯისტიკურ “ჩრდილოეთ – სამხრეთ” დერეფანს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

Georgia’s Transport Policy at a Geopolitical Crossroads

Related Posts

შუა დერეფნით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა მშრალი ტვირთებისთვის 2028 წელს, ხოლო ნავთობნაკადისთვის 2032 წლისთვისაა მოსალოდნელი

რეგიონში ახალი სამრეწველო ობიექტების მოცულობების ზრდის და ტვირთნაკადების სატრანსპორტო დერეფნებში ახლებურად გადამაწილების პირობებში საქართველოს სატრანსპორტო სისტემით  დამატებით 4…
მეტის ნახვა

თურქმენბაშის ნავთობის ახალი ტერმინალი ყულევში ნავთოპროდუქტების მიწოდებაზეა ორიენტირებული – საქართველოზე გამავალ დერეფანს ტვირთნაკადების მოზიდვის პერსპექტივა უჩნდება

ყულევის ტერმინალით ყოველწლიურად – 1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთოპროდუქტების ტრანზიტის რეჟიმში, სტაბილურად გატარების პერსპექტივა არსებობს. თურქმენული ნავთოპროდუქტების მოზიდვას…
მეტის ნახვა
ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

შესაძლებელია თუ არა საქართველოზე გამავალი დერეფნით ყაზახეთიდან მნიშვნელოვანი ტვირთნაკადის მოზიდვა? ახალი რეალობა – 2022 წლის აგვისტოდან, რუსეთმა, მსოფლიო…
მეტის ნახვა