საზღვაო გადამზიდავმა კომპანია ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Maersk-მა წითელ ზღვაში ტრანზიტი განაახლა. Maersk-მა უკვე მეორედ გაატარა კონტეინერმზიდი ბაბ ელ – მანდების სრუტესა და წითელ ზღვაში, სადაც საზღვაო გადაზიდვები იემენელი ამბოხებულების თავდასხმების გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში შეფერხებული იყო.
წითელ ზღვაში გადაზიდვების აღდგენას წინ უძღოდა 2025 წლის ოქტომბერში, ეგვიპტის, კატარის, აშშ-ისა და თურქეთის შუამავლობით, ისრაელსა და რადიკალურ პალესტინურ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უნდა დაწყებულიყოამერიკის პრეზიდენტის დ. ტრამპის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის განხორციელება.
ცნობისათვის, ჯიბუტის სიახლოვეს განლაგებული ბაბ ელ-მანდების სრუტე სუეცის არხის სამხრეთ კარიბჭის ფუნქციას ასრულებს, რომლის გავლითაც გლობალური საზღვაო ვაჭრობის 10 – 12% და მსოფლიოს კონტეინერმზიდი ფლოტით 30 % გადაზიდვები ხორციელდება (ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 გემი გადის არხსა და სრუტეში).

ჰუსიტების თავდასხმების შედეგად, ბოლო ორი წლის განმავლობაში სრუტეში საზღვაო მოძრაობა 60 – 70% ით შემცირდა და მსხვილმა საერთაშორისო გადამზიდავებმა აფრიკის სანაპიროს გასწვრივ, კეთილი იმედის კონცხის გავლით, ალტერნატიული – დაგრძელებული მარშრუტის გამოყენება დაიწყეს.
მარშრუტის დაგრძელებამ გამოიწვია საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვების ღირებულების ზრდა (საშუალოდ 3 200 საზღვაო მილით და 7–12 დღით), რასაც მოჰყვა დაზღვევისგან გამოწვეული დამატებითი დანახარჯები.

ბოლო ორ წელიწადში იემენელი ამბოხებულების თავდასხმები 250 სამხედრო და სამოქალაქო გემს შეეხო.
ამ მიზეზით Maersk-მა წითელ ზღვაში გადაზიდვების შეჩერების შესახებ 2023 წლის დეკემბერში განაცხადა, მას შემდეგ, რაც საკონტეინერო გემ Maersk Gibraltar-ზე ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან თავდასხმა განხორციელდა.
მოგვიანებით 2026 წლის 11 – 12 იანვარს, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავმა კონტეინერმზიდმა Maersk Denver-მა წარმატებით გაიარა აღნიშნული მარშრუტი და სუეცის არხით ნაოსნობის განახლებებას დაედო სათავე.

მიუხედავად, იანვარში წარმატებული გადაზიდვისა Maersk ი აგრძელებს წითელი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაციის მონიტორინგს და განიხილავს სუეცის არხით სატრანზიტო გადაზიდვების მუდმივად აღდგენის შესაძლებლობას.
Maersk-ის განცხადებით, ეკიპაჟის, გემებისა და ტვირთის უსაფრთხოება მათ უპირველეს პრიორიტეტი რჩება, ამიტომ კომპანიის განმართებით, გადაზიდვების დროს უზრუნველყოფილია ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა. მათ შორის ტვირთმფლობელები წინასწარ გაფრთხილებულნი არიან, მარშრუტის შერჩევის, კერძოდ კი, საკონტეინერო გემის ახლო აღმოსავლეთის წყლებში გავლის შესახებ.
კომპანია ხაზს უსვამს, რომ გლობალური აღმოსავლეთ-დასავლეთის გადაზიდვების ქსელში განხორციელებული წარმატებული რეისი არ ნიშნავს სუეცის მარშრუტის რეგულარულ გამოყენებაზე დაბრუნებას.
კომპანიის განცხადებით, იგი იკვლევს რეგულარული ტრანზიტის განახლების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გემებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება.
აღსანიშნავია, რომ სუეცის არხით რეგულარული ტრანზიტის განახლება ირიბად სახმელეთო დერეფნებზე იქონიებს გავლენას.
იმ ვითარებაში, როდესაც ევრაზიულ სახმელეთო სივრცეში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სარკინიგზო და საავტომობილო ტრასების მშენებლობა, გარდა ამისა ჩინეთის საზღვარზე ეწყობა მშრალი პორტები, ბუნებრივია, კონკურენტული საზღვაო მარშრუტით გადაზიდვების აღდგენა დამამუხრუჭებელ ფაქტორად უნდა იქნეს განხილული არა მარტო ევრაზიულ სივრცეში არსებულ სახმელეთო მარშრუტებზე, არამეტ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის განვითარებაში.
ამ თვალსაზრისით, მოსალოდნელია ფოთის ნავსადგურში დამატებითი “რევერსული” საკონტეინერის ნაკადის წარმოშობა, რამაც შესაძლებელია დააბალანსოს სახმელეთო მარშრუტიდან დაკარგული ტვირთები.