სტუ-ს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი – სარკინიგზო დარგის განვითარებისკენაა მიმართული

ცნობილია, რომ ახლო მომავალში სატრანსპორტო სფეროში საკადრო პრობლემა სულ უფრო დიდ აქტუალობას შეიძენს, ამასთან სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტების, პირველ რიგში საინჟინრო პერსონალის მოთხოვნა ბაზარზე 2030 წლისათვის მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჩვენი ორგანიზაციის – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრიორიტეტულ ამოცანას იმ სასწავლო დაწესებულებების გაშუქება წარმოადგენს, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით და სადაც ხდება სატრანსპორტო საინჟინრო კადრების მომზადება.

სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტში.

ვიზიტის მიზანს აკადემიურ სექტორსა და კვლევით/პრაქტიკულ ინიციატივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

დერეფნის მზარდი როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში კიდევ უფრო ზრდის კვალიფიციური ინჟინრების, სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადების აუცილებლობას.

ვიზიტის ფარგლებში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ავთანდილ შარვაშიძემ, ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო დეპარტამენტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის რკინიგზის ექსპლუატაციის სასწავლო – სიმულატორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კომპეტენციებად გარდაქმნის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთადერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს სარკინიგზო მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღებას, რაც მას სტრატეგიულ პარტნიორად აქცევს საქართველოს სატრანსპორტო სისტემისა და შუა დერეფნის გრძელვადიანი განვითარების პროცესში.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საქართველოში Stadler Rail-ის რეგიონული ქარხნის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, შვეიცარიული მხარე 600 სამგზავრო ვაგონს ყაზახეთში აშენებს

Next Post

სარეიტინგო სააგენტო Fitch ი საქართველოს რკინიგზას დაბალი საინვესტიციო მიმზიდველობის და მაღალი საკრედიტო რისკის შემცველ კომპანიად მიიჩნევს

Related Posts
რატომ მიდის ქართველი მძღოლი სამუშაოს საძებნელად ევროპაში?

რატომ მიდის ქართველი მძღოლი სამუშაოს საძებნელად ევროპაში?

მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო კომპანიების მიერ, შესრულებული საერთაშორისო გადაზიდვების რეისები იზრდება, რაც დასტურდება…
მეტის ნახვა

სატვირთო ვაგონების შესყიდვის პრაქტიკა საქართველოში – მიმოხილვა და რეკომენდაციები

ლევან ლომსაძეშპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორისარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://procurement.gov.ge) 2021-2024 წლებში რეგისტრირებულია…
მეტის ნახვა

სატრანზიტო ბუმის მოლოდინში აზერბაიჯანი საზღვაო – სავაჭრო ფლოტს ანვითარებს

საზღვო დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე, აზერბაიჯანი ინტენსიურად ზრდის სავაჭრო ფლოტს, სადღეისოდ, ფლობს სხვადასხვა ტიპის 51 გემს. აზერბაიჯანის…
მეტის ნახვა