ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე, შუა დერეფანზე ორიენტირებული ხორგოსის დრაი პორტის ტვირთბრუნვა ბოლო 10 წელიწადში 20-ჯერ, ხოლო სატვირთო მატარებლების რაოდენობა – 25-ჯერ გაიზარდა

ჩინეთი-ევროპა-ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების ყოველწლიური ზრდა ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის დრაი პორტის გამართულ ფუნქციონირებას უკავშირდება.

ხორგოსის სარკინიგზო ტერმინალის სახელით ცნობილი დრაი პორტი, როგორც ფართობით, ასევე ტვირთბრუნვით, ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორგოსის დრაი პორტი შუა დერეფნით ტვირთნაკადებით მომარაგების ძირითად ტერმინალს წარმოადგენს.


2025 წელს ყაზახეთს – ჩინეთს საზღვარზე, ხორგოსის რკინიგზის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ტვირთბრუნვის მოცულობამ 16.1 მილიონი ტონა შეადგინა (იხ. დიაგრამა).

ბოლო 10 წელიწადში ხორგოსის სასაზღვრო პუნქტის გავლით ტვირთბრუნვა 20-ჯერ გაიზარდა. 2016 წელს ტერმინალით მხოლოდ 0.8 მლნ ტონა ტვირთი იქნა გატარებული, ხოლო 2025 წელს 16.1 მლნ ტონა.

თვალნათელია, ბოლო 10 წელიწადში ხორგოსის ტერმინალით გატარებული სატვირთო მატარებლების, ძირითადად საკონტეინერო შემადგენლობების, ზრდის დინამიკა (იხ. დიაგრამა). თუ 2016 წელს ტერმინალით ჩინეთი – ევროპა- ჩინეთის მიმართულებით მხოლოდ 390 მატარებელი იქნა გატარებული, 2025 წელს მათმა რიცხვმა 9 882 – ს მიაღწია, ანუ 25-ჯერ გაიზარდა.

ოდესღაც ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე განთავსებული საფოსტო დანიშნულების სარკინიგზო სადგური, სადღეისოდ ევროპის, ცენტრალური აზიისა და რუსეთის მიმართულებით ტვირთნაკადების შემკრებ-გამანაწილებელი მძლავრი სატრანსპორტო კვანძია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავათ იმისა, რომ ხორგოსის დრაი პორტიდან ხორცილედება მნიშვნელოვანი საკონტრეინერო ნაკადის სახმელეთო მიმართულებებით გამოგზავნა, ჯერ კიდევ დაბალია შუა დერეფნით, კერძოდ კი კასპიის ზღვის გადაკვეთით საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობები.

2025 წელს ყაზახეთის ნაციონალური საზღვაო სანაოსნო კომპანია Kazmor­trans­flot ის ინფორმაციით კასპიის ზღვით აქტაუ – ბაქო – აქტაუს მიმართულებით 59.4 ათასი ერთეული TEU გადაზიდა. რაც მეტწილად ხორგოსის დრაი პორტში დამუშავებულ საკონტეინერო ტვირთებს მოიცავს და მისი თანაფარდობა საერთო მოცულობასთან ჯერ კიდევ დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ხორგოსის ტერმინალი ცენტრალურ აზიაში ყველაზე მსხვილ დრაი პორტს წარმოადგენს, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წელს იქნა გაშვებული და ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე 560 ჰექტარზეა განთავსებული. ჩადებული საერთო ინვესტიციის მოცულობა 1.42 მილიარდი დოლარია (იხ. დრაი პორტის სქემა).

ამჟამად ჩინეთის 128 ქალაქი რკინიგზით დაკავშირებულია ევროპის 26 ქვეყნის 229 ქალაქთან და აზიის 11 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქთან.

სატვირთო მატარებლების უმეტესობა ხორგოსის დრაი პორტის გავლით მოძრაობს, როგორც რუსეთის გავლით ევროპაში, ასევე ყაზახეთის გავლით – შუა დერეფნის მიმართულებით.

ხორგოსის ტერმინალის ტვირთბრუნვის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ბოლო წლებში ყაზახეთის ტერიტორიაზე 1 435 მმ ევროპული სარკინიგზო ქსელის მოწყობამ იქონია.


ევროპული სარკინიგზო ქსელის მოწყობით ტერმინალის გამტარუნარიანობა წინა წლებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, რამაც შესაძლებელი გახადა დღეში 20-მდე სარკინიგზო ბლოკმატარებლის ფორმირება და სხვადასხვა დერეფნებით გაშვება.

ხორგოსის ტერმინალის ტვირთბრუნვისა და ბლოკმატარებლების ზრდა დამოკიდებულია 1 435 მმ ლიანდიდან 1 520 მმ ლიანდზე, ან პირიქით, საკონტეინერო ოპერაციებისთვის განკუთვნილი დამატებითი გადამტვირთავი კომპლექსების მოწყობაზე, რომელთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ხორგოსის ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოების შედეგად, ბოლო წლებში ტვირთბრუნვის ინტენსიური ზრდა შუა დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვის ყველანაირ წინაპირობას ქმნის.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავოსში გაკეთებული განცხადება, ქვეშეთი – კობის მონაკვეთის ფინანსურ უკუგებას კითხვის ქვეშ აყენებს

Next Post

შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო გადაზიდვების შემცირების ფონზე პრემიერის განცხადება – დერეფნით ტვირთების მოცულობის 7-ჯერ გაზრდასთან დაკავშირებით,  რეალობასაა აცდენილი

Related Posts

შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი (ნაწილი პირველი)

საინფორმაციო სივრცეში ხშირად შეხვდებით ჩვენი ქვეყნის  ხელმძღვანელობის ან რომელიმე პოლიტიკოსის მიერ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის სტრატეგიულობის, ფინანსური თუ …
მეტის ნახვა

ზანგეზურის დერეფნის დაჩქარებული ტემპით აღსადგენად სომხეთი რუსეთის რკინიგზის კონცესიიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს

სომხეთის რკინიგზა რომელიც  – სააქციო საზოგადოება „Южно-Кавказская железная дорога“ (ЮКЖД) სახელითაა ცნობილი, 2008 წლიდან 30-წლიანი კონცესიით, დამატებით 10…
მეტის ნახვა

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე შუა დერეფანზე ორიენტირებული ხორგოსის მშრალი პორტი მიმდინარე წელს 10 000 ბლოკმატარებელს გაატარებს   

ბოლო პერიოდში, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების ზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე…
მეტის ნახვა