სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება:

საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ფორმირების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმა სხვა უნივერსიტეტთან დაუშვებელია

საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების უმთავრეს პრიორიტეტს. საქართველომ, როგორც სტრატეგიული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის მქონე ქვეყანამ, უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო ნაკადების სისწრაფე, უსაფრთხოება და ეფექტიანობა.

ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადების უწყვეტ მოძრაობას და დაკავშირებადობას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებთან.

ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის სრულფასოვნად განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ  მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საინჟინრო და სამეცნიერო კადრების არსებობის პირობებში. საქართველოში ასეთი  კვალიფიკაციის კადრების მომზადებას მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (“გპი”) უზრუნველყოფს.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტობა, რომლის ისტორია 104 წელს ითვლის, არის ასეთი კადრების მომზადების გარანტი. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტობა გადამწყვეტი ფაქტორია საერთაშორისო სამეცნიერო და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სატრანსპორტო დარგში  ძირითადი უმაღლესი სასწავლებელია, თუმცა მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი  გასაუმჯობესებელია და გასაძლიერებელია ტექნიკური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. აღნიშნული მიიღწევა ეფექტიანი რეფორმებით, მაგრამ არა თვისობრივად განსხვავებული მიმართულებების მქონე უნივერსიტეტების შერწყმით.

საინიციატივო ჯგუფი (ასმათ აბესაძე, პაატა ცაგარეიშვილი, ელიზბარ დარჩიაშვილი, ლევან ლომსაძე) აცხადებს, რომ საქართველოსტექნიკურიუნივერსიტეტისშერწყმადაუშვებელია. მსგავსიგადაწყვეტილებაშეაფერხებს საქართველოში შუადერეფნისშემდგომ განვითარებას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ყულევის ტერმინალი ნავთობქიმიური ტვირთების ნომენკლატურის გაფართოების პარალელურად სარეზერვუარო ინფრასტრუქტურას ავითარებს

Next Post

ტრანზიტის გარეშე ყველაზე მეტად – დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა ზარალდება (ნაწილი პირველი)

Related Posts

საავტომობილო გზებზე სატრანზიტო გადაზიდვები მცირდება – ქართველი მძღოლის თვალით დანახული პრობლემები

რეგიონში საომარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს საავტომობილო გზებზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა – 2022 წელს 2021 წელთან შედარებით…
მეტის ნახვა

ტრანსავღანური მარშრუტი – რუსეთის მიერ  შუა დერეფნისთვის დაგებული ხაფანგი (ნაწილი მეორე)

ტრანსავღანური მარშრუტის განვითარებით, ცალკე გამოსაყოფია ირანის დაინტერესება, მიმდინარე ეტაპზე, ირანი ხაფი – ჰერატის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობას აწარმოებს (იხ.…
მეტის ნახვა

ევროპაში გადაზიდვების განხორციელებისას რომელ მარშრუტს უნდა მიანიჭოს უპირატესობა ქართველმა მძღოლმა?

საქართველოდან ევროპის ცენტრალურ ნაწილში  საავტომობილო გადაზიდვისას, მიზანშეწონილია მძღოლმა ფოთი – კონსტანცას ბორნით განახორციელოს ტვირთების ტარსნპორტირება, ხოლო ევროპიდან საქართველოში დასაბრუნებლად…
მეტის ნახვა