სომხეთი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის პარალელურად, თურქეთის საზღვართან გიუმრის დრაი პორტის პროექტის განხორციელებას გეგმავს

სომხეთი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის პარალელურად, რაც მის ტერიტორიაზე სარკინიგზო და საავტომობილო მონაკვეთების სინქრონულ დებლოკირებას ითვალისწინებს, თურქეთის საზღვართან გიუმრის დრაი პორტის მშენებლობას გეგმავს.


აღსანიშნავია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრის დრაი პორტის და  შირაზის რეგიონში სამრეწველო ცენტრის მშენებლობაზე   საუბარი მხოლოდ ტრამპის მშვიდობის მარშრუტის დაინიცირების შემდგომ გახდა შესაძლებელი.


სომხეთის ტერიტორიაზე ახალი დამატებითი ლოგისტიკური შესაძლებლობების გაჩენა ზანგეზურის დერეფანს დამატებით მიმზიდველობას ანიჭებს.

ამ ყოველივეს წინ უსწრებდა სომხეთის პრემიერის ნ. პაშინიანის განცხადება, რომელიც გიუმრის დრაი პორტის პროექტში ჰამბურგის ნავსადგურის მენეჯმენტის ჩართვას ითვალისწინებს.

სომხეთის პრემიერის განმარტებით, დაგეგმილი რეგიონული პროექტების კონტექსტში, იგულისხმება სომხეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მონაკვეთების სინქრონული დებლოკირების საკითხი, ჰამბურგის ნავსადგურის მენეჯმენტმა გიუმრის დრაი პორტის პროექტში ჩართვის შესაძლებლობა დაადასტურა.

თურქეთთან საიმედო სატრანსპორტო კავშირის პერსპექტივის გარეშე, ორ წელზე მეტია სომხეთი ვერ ჩამოყალიბდა გიუმრიში დრაი პორტისა და შირაზის რეგიონში სამრეწველო ცენტრის მშენებლობის ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

პოლო პერიოდში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, ამჟამად სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, სომხეთ – თურქეთის და სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვრების გახსნის სცენარის კონტექსტში საერთაშორისო ექსპერტები გიუმრიში დრაი პორტის პროექტის მშენებლობის მიზანშეწონილობის შესახებ კვლევას ატარებენ.

პარალელურად განიხილება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან და ოპერატორებთან პროექტის დაფინანსების საკითხი, თუმცა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით პროექტის ყოვლისმომცველი სურათი მხოლოდ ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


გიუმრის დრაი პორტის პროექტთან დაკავშირებით სომხეთის ხელისუფლებამ პირველი დისკუსიები 2019 წელს დაიწყო. შემდგომში, 2021-2023 წლებში პროექტი აქტიურად განიხილებოდა.

2023 წლის ბოლოს ჰოლანდიურმა საკონსულტაციო კომპანია MTBS-მა გიუმრის დრაი პორტის ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების კვლევაც კი მოამზადა.

2024 წლის დასაწყისში სომხეთის საინვესტიციო კომიტეტმა განიხილა და დაამტკიცა გიუმრის დრაი პორტის პროექტი. დაგეგმილი იყო ამ პროექტის „მსოფლიოს გზაჯვარედინის“ ინიციატივაში ჩართვა, ხოლო მშენებლობა 2024 წლის მეორე ნახევარში იყო დაგეგმილი.

იმავე 2024 წელს ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა პროექტი, მაშინ სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ „პროექტს აზრი არ აქვს მანამ, სანამ თურქეთთან საზღვარი არ გაიხსნება“.

წინასწარი გათვლებით, პროექტის განსახორციელებლად 45 მლნ დოლარია საკმარისი, 37 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით და 8 მლნ დოლარი – მიწის ნაკვეთების შესაძენად, კომუნიკაციების დასამონტაჟებლად და სხვა ტექნიკური მხარდაჭერისთვის, ეს თანხა სომხეთის მთავრობის კონტრიბუცია იქნებოდა.

არსებითად დრაი პორტი საზღვაო ნავსადგურისგან არაფრით განსხვავდება, განსხვავება ისაა, რომ გემების ნაცვლად მასში  რკინიგზა, ვაგონები და სატვირთო ავტოტრანსპორტი გამოიყენება.

სომხეთი კონცეფციის განსახორციელებლად ყველაზე მოსახერხებელ ქალაქად გიუმრის მიიჩნევს, მას კარგად განვითარებული სარკინიგზო და საავტომობილო კავშირები გააჩნია.

დასკვნები

გიუმრის დრაი პორტის მოწყობა, პირველ რიგში თურქეთიდან სომხეთის გავლით აზერბაიჯანის მიმართულებით საავტომობილო გადაზიდვების ზრდას შეუწყობს ხელს;

შირაქის რეგიონში გიუმრის დრაი პორტის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სომხეთს თურქეთის საზღვართან გაუჩნდება ტვირთების შემკრებ-გამანაწილებელი მძლავრი ლოგისტიკური ცენტრი;


თუ დღემდე თურქეთიდან სომხეთის დანიშნულებით მიმავალი საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა ძირითადად თბილისის გეზის გავლით ხორციელდება, კერძოდ თურქეთიდან წამოსულ სატრანსპორტო საშუალებებს თბილისის გეზში უხდებოდა ტვირთების ჩამოტვირთვა და შემდგომ ხელმეორედ ქართულ სატრანსპორტო საშუალებებზე გადატვირთვა და სომხეთში დანიშნულების ადგილამდე მიტანა, სომხეთ-თურქეთის საავტომობილო მიმართულების გახსნის შემთხვევაში საავტომობილო გადაზიდვები დაუბრკოლებლივ თურქეთის საზღვრის სიახლოვეს განლაგებული გიუმრის დრაი პორტის გავლით განხორციელდება, რაც ბუნებრივია საქართველოს საავტომობილო ტრასებზე შეამცირებს სატრანზიტო გადაზიდვების მოძრაობას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში მოქმედი ევრო დირექტივების და რეგულაციების ცოდნა გადამზიდველი კომპანიების და მძღოლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

Related Posts

მძღოლის ხელფასი – ევროპასა და  საქართველოში

ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების,  ცხოვრების დონის და გადასახადო პოლიტიკის განსხვავების გამო საქართველოსთან შედარებით   სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების შრომის ანაზღაურება…
მეტის ნახვა

ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ლაპის ლაზულის დერეფანი ეკონომიკურად მიმზიდველი ხდება

მიუხედავად იმისა, რომ ლაპის ლაზულის დერეფნის სატრანზიტო ხელშეკრულება – ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის 2017 წელს…
მეტის ნახვა

წითელ ზღვაში გლობალური დაპირისპირება შუა დერეფანს გააქტიურებისკენ უბიძგებს

რუსუდან შანთაძე რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რაც განპირობებულია წითელ ზღვაში, იემენის ხუსიტი  ამბოხებულების, სავაჭრო ფლოტზე  მუდმივი თავდასხმებით,…
მეტის ნახვა