ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სატვირთო ბლოკმატარებლების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2% შუა დერეფნით მოძრაობს, ეს ყოველივე ტვირთბრუნვის გაზრდის რეზერვზე მიუთითებს

2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთს შორის სარკინიგზო სატვირთო მატარებლებით 20 022 რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.2% – ით აღემატება (იხ დიაგრამა).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით სატვირთო მატარებლების რეისების რაოდენობა, ჩინეთიდან – ევროპის მიმართულებით გაგზავნილ რეისებს  აღემატებოდა.

სულ განხორციელებული 20 022  რეისიდან, ჩინეთიდან – ევროპის მიმართულებით იყო 9 898   გაგზავნილი, ხოლო 10 124 გაგზავნილი ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით.

აღნიშნული თანაფარდობა რევერსული ნაკადის არსებობაზე მიუთითებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დერეფნისათვის გადაზიდვების მომგებიანობის მარჟის გასაზრდელად და აუცილებლობის შემთხვევაში ფასადაკლების განსახორციელებლად.

თუ ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით ჩრდილოეთ, რუსეთზე გამავალი დერეფნით გადაზიდვებისას სახეზეა რევერსული, უკანა მიმართულებით კონტეინერნაკადი,  შუა დერეფნით გადაზიდვებისას რევერსული ნაკადი ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით პრაქტიკულად განულებულია, სწორედ ამითაა განპირობებული, რომ  შუა დერეფნის სახმელეთო მარშრუტით, ძირითადად ცარიელი კონტეინერები ბრუნდება ჩინეთში, რაც ამცირებს გადაზიდვების მომგებიანობის მარჟას.  

ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის ყველა მიმართულებებით კონტეინერების გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 2025 წელს – 2.05 მლნ TEU-ს გადააჭარბა, თუმცა ეს წინა წელთან შედარებით 1.3 %-ით შემცირებას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოთ შუა დერეფნით ბლოკმატარებლების ზრდის დინამიკა, აუცილებელია გავაანალიზოთ, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო მოცულობაში რა წილი უკავია შუა დერეფნით გატარებულ ბლოკმატარებლებს.
სახმელეთო დერეფნებით ტვირთების დამკვიდრების მიზნით, ჩინეთში ბოლო წლებში ექსპლუატაციაში შევიდა რამდენიმე მსხვილი ტერმინალი – სიანში, ჩენდუში, ჩუნცინში, ჩენჩჟოუში და იუში.

პრაქტიკულად, ამ ტერმინალებში ხდება საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირება და ევროპაში გაგზავნა, ასევე იქიდან რევერსული ტვირთის მიღება.

თუ დავეყრდნობით აზერბაიჯანის ოფიციალურ ინფორმაციას, და მას ინდიკატორად მივიჩნევთ, 2025 წელს შუა დერეფნის ჩინეთი – აზერბაიჯანის მიმართულებით 392 ბლოკმატარებელმა გაიარა, რაც 37%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მიუხედავად ერთ წელიწადში ჩინეთიდან ბლოკმატარებლების ზრდის ასეთი მაღალი ტემპისა, საერთო მოცულობაში – 20022-ში  მისი თანაფარდობა უმნიშვნელოა და მხოლოდ 2%-ს შეადგენს,რაც ამბიციური შუა დერეფნისთვის არ წარმოადგენს მაღალ მაჩვენებელს და კიდევ ერთხელ მიუთითებს შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების რაოდენობის გაზრდის რეზერვზე.
წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს გაიზარდა ჩინეთიდან შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობა, საერთო მოცულობაში მისი წილი უმნიშვნელოა და შეადგენს მხოლოდ – 2%-ს.
ბუნებრივია, 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის გაზრდა, თუნდაც 5%-მდე (წელიწადში 1000 ბლოკმატარებელი), უნდა წარმოადგენდეს შუა დერეფნის სახელმწიფოთა ერთობლივ ამოცანას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ზანგეზურის დერეფნის დაჩქარებული ტემპით აღსადგენად სომხეთი რუსეთის რკინიგზის კონცესიიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს

Next Post

რუსეთი როკის გვირაბის გავლით ტრანსკავკასიური საავტომობილო დერეფნის აღდგენის ტექნიკურ და ინსტიტუციონალურ დეტალებს აანონსებს

Related Posts

გეოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე ცენტრალური აზიის ქვეყნები კასპიის ზღვაზე საკუთარ ფლოტს საკონტეინერო გემებით ავსებენ

აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური კონფლიქტების ფონზე, შუა დერეფნის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება. დერეფნის გამოყენების მზარდი მოთხოვნა…
მეტის ნახვა

ყაზახეთი – რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს  

17 თებერვალს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, კასპიის მილსადენის კონსორციუმის CPC ნავთობის სატუმბი სადგური, რამაც,…
მეტის ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავოსში გაკეთებული განცხადება, ქვეშეთი – კობის მონაკვეთის ფინანსურ უკუგებას კითხვის ქვეშ აყენებს

რამდენად სწორი გათვლა გააკეთა სახელმწიფომ, როდესაც ანაკლიის ნავსადგურის საპირწონეთ, ფსონი რუსეთთან დამაკავშირებელ ქვეშეთი – კობის საგზაო მაგისტრალის მშენებლობაზე…
მეტის ნახვა