ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სარკინიგზო გადაზიდვებში, შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობა მზარდი დინამიკით ხასიათდება

ჩინეთის რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარი განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზეა გადასული, რაც გლობალური სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების მონაცემებით დასტურდება.

2025 წელს გლობალური სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების საერთო მოცულობამ 153 მლნ TEU შეადგინა, საიდანაც ჩინეთს, 42 მლნ TEU-ით, 27% სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების ლიდერის პოზიცია უკავია, შემდეგ მოდის ინდოეთი და აშშ.

ჩინეთის ერთიან სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების სტრუქტურაში ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთს შორის სარკინიგზო ბლოკმატარებლებით 20 022 რეისი განხორციელდა, რაც ბოლო 10-წლიან ჭრილში 25-ჯერ გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს (იხ. დიაგრამა).

წარმოდგენილი სტატისტიკა მოიცავს ევრაზიის აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველა დერეფანით მოძრავი ბლოკმატარებლების ჯამურ მაჩვენებლებს.

2025 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მატარებლებით მომსახურე ჩინეთის ქალაქების საერთო რაოდენობა 128-ს შეადგენს. რომლებიც ჩინეთს ევროპის 26 ქვეყნის 232 ქალაქთან და აზიის 11 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქთან აკავშირებენ და პრაქტიკულად მთელ ევრაზიულ სივრცეს ფარავენ.

საზღვარგარეთიდან ცარიელი კონტეინერების დაბრუნების პუნქტები 17 ქვეყანამდე გაფართოვდა და მოიცავს თითქმის ყველა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანზე განთავსებულ საკვანძო ქალაქს.

2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის ყველა მიმართულებით სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 2 მლნ TEU-ს გადააჭარბა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2025 წელს პირველად, ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით სატვირთო მატარებლების რეისების რაოდენობა, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გაგზავნილ რეისებს აღემატებოდა.

2025 წელს სულ ჩინეთიდან განხორციელებული 20 022 რეისიდან, ევროპის მიმართულებით 49% – 9 898 რეისი განხორციელდა, ხოლო ევროპიდან – 51%, ანუ 10 124 რეისი.

აღნიშნული თანაფარდობა რევერსული ნაკადის არსებობაზე მიუთითებს, რაც გადაზიდვების მომგებიანობის მარჟისა და ნებისმიერი დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვან რეზერვს წარმოადგენს.

შედარებისათვის, შუა დერეფნით, რომელიც 4 250 კმ რკინიგზის ხაზსა და 500 კმ საზღვაო მარშრუტს აერთიანებს, ასეთი რევერსული ნაკადი, უმნიშვნელოა და პრაქტიკულად განულებულია.

2025 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნის გავლით გატარებული 433 ბლოკმატარებლიდან 400 ერთეული გაიგზავნა ჩინეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ხოლო მხოლოდ 33 – დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.

სწორედ ამითაა განპირობებული, რომ შუა დერეფნის სახმელეთო მარშრუტით ძირითადად ცარიელი კონტეინერი ბრუნდება ჩინეთში. რევერსული ნაკადის სიმცირე შუა დერეფნით გადაზიდვების მომგებიანობის მარჟასა და კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ტვირთნაკადების უთანაბრობა დღემდე შუა დერეფნის ვიწრო ადგილად რჩება.

სახმელეთო დერეფნებით ტვირთების მიღება – გაგზავნისა და დამუშავების მიზნით, ჩინეთში მრავალი მსხვილი ტერმინალი ფუნქციონირებს. მათ შორის გამოსაყოფია „პირველი ეშელონის“ – სიანში, ჩენჩჟოუში, ჩენდუში, ჩუნცინსა და იუში მოქმედი ხუთი ყველაზე მსხვილი ტერმინალი.

2025 წელს მხოლოდ ამ ხუთ ტერმინალზე მოდიოდა სხვადასხვა დერეფნით დამუშავებული ბლოკმატარებლების 42%, დანარჩენი საკონტეინერო ნაკადის დამუშავება  „მეორე ეშელონის“ ტერმინალებით ხორციელდებოდა (იხ. დიაგრამა).

პრაქტიკულად, წარმოდგენილ ხუთ ტერმინალში ხდება საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირება და დასავლეთის მიმართულებებით გაგზავნა, ასევე იქიდან რევერსული ტვირთის მიღება.

შუა დერეფნის ფუნქციონირების ეფექტიანობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია არა უშუალოდ დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ზრდის მაჩვენებელი, არამედ ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სარკინიგზო საერთო გადაზიდვებში შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების ზრდის დინამიკის პარამეტრი (იხ. დიაგრამა).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ზრდის მაჩვენებლის პარალელურად, იზრდება ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სარკინიგზო საერთო გადაზიდვებში შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების წილი. თუ 2023 წელს იგი 1.5%-ს შეადგენდა, 2025 წელს 2.2%-მდე გაიზარდა.

საერთო გადაზიდვებში შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების პროცენტული თანაფარდობის ზრდის დინამიკა დერეფნის განვითარების ეფექტიანობაზე მიუთითებს, მაგრამ 2.2%-იანი თანაფარდობა უმნიშვნელოა და ამბიციური შუა დერეფნისთვის მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მიუთითებს შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების რაოდენობის გაზრდის რეზერვების არსებობაზე.

დასკვნის სახით – 2025 წელს შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების წილი ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო მოცულობაში 2.2%-ს შეადგენდა, რაც მაღალ მაჩვენებელს არ წარმოადგენს, თუმცა ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ამ მაჩვენებლის 2030 წლისთვის 5%-მდე გაზრდა (1200 – 1500 ერთეული ბლოკმატარებელი წელიწადში) დერეფნის მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ სტრატეგიულ ორიენტირს უნდა წარმოადგენდეს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სატრანსპორტო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ქართველი გადამზიდველი – მძღოლების პრობლემები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას იქნა განხილული

Related Posts

უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

საომარ პირობებში, 2024 წლის შედეგების მიხედვით უკრაინის ნავსადგურებმა ჯამურად 97 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, აღნიშნული მაჩვენებელი 57% ით…
მეტის ნახვა

რუსეთიდან სატვირთოების მძღოლების მასობრივი დეპორტაციის პროცესი მიმდინარეობს – რა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ქართველი გადამზიდავი, ვინ დაიცავს მის უფლებებს?

რუსეთში ცენტრალური აზიის სატვირთოების მძღოლებს სადგომებზე აკავებენ და დადგენილი საემიგრაციო 90-დღიანი ვადის გადააჭარბების შემთხვევაში, ხუთწლიანი ხელახლა შესვლის აკრძალვით…
მეტის ნახვა

ბალტიის ზღვაზე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო Baltic Hub-ის მშენებლობის მაგალითზე, 2029 წლისთვის ანაკლიის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ნავსადგური 2029 წლისთვის 600 000 TEU-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე – 2035 წლისთვის მინიმუმ 1…
მეტის ნახვა