საქართველოს რკინიგზის ფუნქციონირება 20 წლიან ჭრილში

საქართველოს რკინიგზის ფუნქიონირება 20 წლიან ჭრილში

ნებისმიერი სატრანსპორტო რგოლისათვის, რკინიგზა, ნავსადგურები, ტერმინალები, რომლებიც ჩართულია სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაში, მნიშვნელოვანია – სატრანზიტო ნაკადების ზრდის ამოცანის გადაწყვეტა, რადგანაც სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას მოჰყვება ლოგისტიკური ცენტრების და ადგილობრივი სამრეწველო პოტენციალის განვითარება.

ამ მიზნით, “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” გაანალიზა, საქართველოს რკინიგზის, როგორც დერეფნის ერთ – ერთი ძირითადი რგოლის ფუნქციონირების მაჩვენებლები 20 წლიან ჭრილიში.

ანალიზით ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზაზე, როგორც სატრანზიტო ისე ჯამური გადაზიდვების კლება 2012 წლიდან იწყება, როდესაც გადაზიდვების მოცულობა 20.1 მლნ ტონიდან, 2018 წელს მინიმალურ – 10.5 მლნ ტონამდე დაეცა, პრაქტიკულად განახევრდა.

ანალოგიურად, 2012 წლიდან სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა პერმანენტულად ეცემა 12.1 მლნ ტონიდან და თიქმის სამჯერ შემცირდა და 2018 წელს მიაღწია – 4.2 მლნ ტონას.

აღსანიშნავია, რომ ასეთმა შემცირებამ კითხვის ქვეშ დააყენა, 2010 წელს დაწყებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების მიზანშეწონილება, ცნობისათვის მოდერნიზაციის პროექტი დღესაც, 15 წლის შემდგომ დაუსრულებელია.

რა იყო მიზეზი? მიზეზთა შორის, იკვეთება საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო რგოლის არაკომპეტენტურება. კერძოდ, 2010 წლიდან თვალნათელი იყო, რომ ნავთობნაკადი, რომელიც მანამდე რკინიგზით გადაიზიდებობა მილსადენში გადამისამართდებოდა, რაც გამოიწვევდა ფინანსური ნაკადების შემოდინების კლებას და აუცილებელი იქნებოდა დაკარკული ტვირთნაკადის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება, აღნიშნული ამოცანის შესრულება საქართველოს რკინიგზის, როგორც სამეთვალყურეო საბჭომ ასევე მისმა მენეჯმენტმა ვერ უზრუნველყო.

რამაც გამოიწვია, ფინანსური მაჩვენებლების და სახელმწიფოსათვის როგორც მეპატრონესათვის კუთვნილი დივიდენტის პრაქტიკულად განულება. ცნობისათვის, მხოლოდ 2012 წელს რკინიგზამ, სახელმწიფოს 150.7 მლნ ლარის დივიდენტი გადასცა, 2016 წლიდან, რკინიგზის მიერ სახელმწიფოსათვის დივიდენტი გაცემა განულებულია.

2022 წლის რუსეთ – უკრაინის საომარი დაპირისპირების შედეგად, ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, რომ ალტერნატიული დერეფნებიდან მოხდებოდა ტვირთების გადმომისამართება, რაც ნაწილობრივ განხორციელდა, თუ შევადარებთ 2022 წლის მაჩვენებლებს 2021 წელთან, თვალნათელია, რომ 2021 წლის გადაზიდვის მოცულობა 12.1 მლნ ტონიდან 22% ით, 14.8 მლნ ტონამდე გაიზარდა, ანალოგიურად 30% ით გაიზარდა სატრანზიტო გადაზიდვები 6.7 მლნ ტონიდან 8.7 მლნ ტონამდე.

საომარი მოქმედებების მიერ გამოწვეული, გადაზიდვების ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ უნდა გაგრძელებულიყო, რისი ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, მაგრამ, საქართველოს რკინიგზამ, დერეფნის სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად ვერ უზრუნველყო, სხვდასხვა მიმართულებით სათანადო კოორდინაცია და ტვირთნაკადებმა დაიწყეს არსებულ დერეფნებში დაბრუნება, რისი მკაფიო მაგალითია, 2024 წლის მაჩვენებლების 2022 წელთან შედარება, როდესაც გადაზიდვენის მაჩვენებელი 14.8 მლნ ტონიდან 9% ით, 13.8 მლნ. ტონამდე შემცირდა, ხოლო სატრანზიტო გადაზიდვები, 8.7 მლნ ტონიდან, 5% ით 8.3 მლნ. ტონამდე.

ბუნებრივია ისმის კითხვა, გააჩნია თუ არა, სახელმწიფოს კერძოდ კი მისი ინტერესების გამტარებელ – საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს რაიმე კონკრეტული სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის გადაზიდების, თუნდაც 2012 წლის ნიშნულამდე დაბრუნებას?

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post
რატომ მიდის ქართველი მძღოლი სამუშაოს საძებნელად ევროპაში?

რატომ მიდის ქართველი მძღოლი სამუშაოს საძებნელად ევროპაში?

Next Post
ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

Related Posts

სომხეთს რეგიონული სატრანსპორტო პროექტების მიღმა დარჩენის რისკი ემუქრება (ხედვა ერევნიდან)

ლაურა სარქისიანი – ჟურნალისტიკის მაგისტრი, 14 – წლიანი გამოცდილებით, “Armenian Crossroads” ტელეგრამ-არხის დამფუძნებელი. ძირითადი მიმართულება – ლოგისტიკა, გეოეკონომიკა…
მეტის ნახვა

ქვეყნის მშპ – ში ტრანსპორტის წილის დაბალი მაჩვენებელი გაჭიანურებული და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლითაა განპირობებული

ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ-ში სატრანსპორტო სექტორის პროცენტული მდგენელის დაბალი 5 – 7 % – იანი მაჩვენებელი,…
მეტის ნახვა

საქართველოს რკინიგზა და კერძო სექტორი – სამანევრო მომსახურების ბაზრის შესაძლო გახსნის ეკონომიკური და ოპერაციული შეფასება

ლევან ლომსაძეშპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორისარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი საქართველოს სარკინიგზო რეფორმა წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის გარდამტეხ ეტაპს,…
მეტის ნახვა