თბილისში გამართულმა „მულტიმოდალურ ტრანსპორტის და ტრანზიტის ფორუმმა“ შუა დერეფნის პრობლემები და განვითარების ასპექტები გააშუქა

3–4 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, „მულტიმოდალური ტრანსპორტი და ტრანზიტის ფორუმი“ გაიმართა.

თბილისში გამართული ფორუმი ძირითადად შუა დერეფნის გამოწვევებს და განვითარების ასპექტებს დაეთმო.


გამომსვლელებმა საკუთარ პრეზენტაციებში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეს შავი ზღვის არეში დიჯიტალიზაციის საკითხებს, საქართველოს როგორც ლოგისტიკური ჰაბის უპირატესობებს, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ცენტრალურ აზიასთან კავშირებადობის თემებს.

ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა სატრანსპორტო ქსელების, პორტებისა და ტერმინალების ხელმძღვანელები, რომლებმაც შესაძლებლობა მიეცათ წარმოეჩინათ საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ესაუბრათ როგორც შუა დერეფანში, ასევე რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურის როლზე გადაზიდვების მნიშვნელობაზე.

გამოსაყოფია „თბილისი დრაი პორტის“, კონსტანცის ნავსადგურის, ასევე ბელგოროდ-დნესტროვსკის (უკრაინა) ნავსადგურის წარმომადგენელთა გამოსვლები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი, რომელმაც საკუთარ მოხსენებაში „შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ნაკადები“ აქცენტი გააკეთა დერეფნის მთელ სიგრძეზე გადაზიდვების და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე და მიმდინარე პროექტებზე.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

„თბილისი დრაი პორტი“ – ნავსადგურებში დამუშავებული საკონტეინერო ნაკადის ბლოკმატარებლებით გადაზიდვების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს

Next Post

ბალტიის ზღვაზე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო Baltic Hub-ის მშენებლობის მაგალითზე, 2029 წლისთვის ანაკლიის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს

Related Posts

ზანგეზურის დერეფნის ირანული ალტერნატივა – რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არაზის სატრანზიტო დერეფანს ირანისთვის?

შეერთებული შტატების ზეწოლის საპასუხოდ, თეირანმა არაზის სატრანზიტო დერეფნის პროექტი გააქტიურა. დერეფანი აზერბაიჯანიდან ჩრდილოეთ ირანის გავლით ნახიჩევანთან დაკავშირებას ითვალისწინებს.…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის ქვეყნები საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ინტენსიურად ნერგავენ ტრადიციული ქაღალდის დოკუმენტაციის ელექტრონული ნებართვებით ჩანაცვლების მექანიზმებს

2027 წლიდან აზერბაიჯანი და ყაზახეთი საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისთვის განკუთვნილ ქაღალდის ფორმატში ნებართვების გაცვლაზე სრულად უარს იტყვიან და მათ…
მეტის ნახვა

ევროკავშირის მიერ 25 ერთეული სამგზავრო მატარებლის სუბსიდირების სანაცვლოდ ბულგარეთმა სარკინიგზო ქსელზე კერძო კომპანიის დაშვება განახორციელა

ბულგარეთის სარკინიგზო ქსელზე კერძო სამგზავრო კომპანიის გამოჩენა რევოლუციურ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღნიშნული ქმედება, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციით, ასევე მგზავრთა გადაყვანის…
მეტის ნახვა