თბილისში გამართულმა „მულტიმოდალურ ტრანსპორტის და ტრანზიტის ფორუმმა“ შუა დერეფნის პრობლემები და განვითარების ასპექტები გააშუქა

3–4 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, „მულტიმოდალური ტრანსპორტი და ტრანზიტის ფორუმი“ გაიმართა.

თბილისში გამართული ფორუმი ძირითადად შუა დერეფნის გამოწვევებს და განვითარების ასპექტებს დაეთმო.


გამომსვლელებმა საკუთარ პრეზენტაციებში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეს შავი ზღვის არეში დიჯიტალიზაციის საკითხებს, საქართველოს როგორც ლოგისტიკური ჰაბის უპირატესობებს, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ცენტრალურ აზიასთან კავშირებადობის თემებს.

ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა სატრანსპორტო ქსელების, პორტებისა და ტერმინალების ხელმძღვანელები, რომლებმაც შესაძლებლობა მიეცათ წარმოეჩინათ საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ესაუბრათ როგორც შუა დერეფანში, ასევე რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურის როლზე გადაზიდვების მნიშვნელობაზე.

გამოსაყოფია „თბილისი დრაი პორტის“, კონსტანცის ნავსადგურის, ასევე ბელგოროდ-დნესტროვსკის (უკრაინა) ნავსადგურის წარმომადგენელთა გამოსვლები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი, რომელმაც საკუთარ მოხსენებაში „შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ნაკადები“ აქცენტი გააკეთა დერეფნის მთელ სიგრძეზე გადაზიდვების და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე და მიმდინარე პროექტებზე.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

„თბილისი დრაი პორტი“ – ნავსადგურებში დამუშავებული საკონტეინერო ნაკადის ბლოკმატარებლებით გადაზიდვების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს

Next Post

ბალტიის ზღვაზე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო Baltic Hub-ის მშენებლობის მაგალითზე, 2029 წლისთვის ანაკლიის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს

Related Posts
„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“, – ასე ეხმაურება…
მეტის ნახვა

ყაზახეთი ფსონს თურქმენეთის გავლით ირანის ნავსადგურებისკენ მიმავალ მარშრუტზე დებს – ხომ არ აღმოჩნდება შუა დერეფანი ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე?

ახლახანს ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საინფორმაციო სააგენტო „Turkistan“-თან ინტერვიუში ცალსახად განაცხადა, რომ ყაზახეთი – შუა დერეფნის ალტერნატივის, კერძოდ,…
მეტის ნახვა
ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

შესაძლებელია თუ არა საქართველოზე გამავალი დერეფნით ყაზახეთიდან მნიშვნელოვანი ტვირთნაკადის მოზიდვა? ახალი რეალობა – 2022 წლის აგვისტოდან, რუსეთმა, მსოფლიო…
მეტის ნახვა