ჩინეთიდან რუსეთის გავლით გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის გასატარებლად პოლონეთი მალაშევიჩის სასაზღვრო სარკინიგზო  კვანძს აფართოებს

ბელორუს – პოლონეთის  საზღვარზე ჩინეთი – ევროპა ჩინეთის სატრანსპორტო დერეფნის მთავარი  სასაზღვრო გადამტვირთავი მალაშევიჩის კვანძის  გამტარუნარიანობის გაზრდის მასშტაბური პროექტის განხორციელება რამდენჯერმე გადავადდა, რაც რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებით იყო განპირობებული, მიუხედავად ამისა, სადღეისოდ საკონტეინერო  ბლოკმატარებლების გაზრდილი ნაკადის გასატარებლად მალაშევიჩის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გაფართოება აუცილებელი ხდება.

2024 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სარეკორდო – 19392 ერთეულმა საკონტეინერო ბლოკლმატარებელმა გაიარა. მათ შორის ჩინეთიდან ევროპაში 10546 (54%) ერთეული ბლოკმატარებელი გაიგზავნა, ხოლო 8846 (46%) ერთეული ევროპიდან ჩინეთში (იხ. დიაგრამა).

აღნიშნული თანაფარდობა მიუთითითებს, ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით საკონტეინერო ნაკადის დაბალანსებულ მდგომარეობაზე.

2024 წელს დაფიქსირებული ჩინური ტვირთნაკადის სარეკორდო მაჩვენებლების 95 % ი, რუსეთზე გამავალი დერეფნებით იქნა გადაზიდული და ბელორუს – პოლონეთის სასაზღვრო გადასასვლელ მალაშევიჩზე აისახა.

2024 წელს ჩინეთის რკინიგზის სტატისტისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სახმელეთო დერეფნებით, სარეკორდო ყველაზე მეტი 2.1 მლნ ერთეული TEU იქნა გადაზიდული.

წარმოდგენილი დიაგრამა, ნათლად ასახავს, რუსეთ – უკრაინის საომარი დაპირისპირების მიუხედავად, ჩინეთიდან/სკენ რუსეთზე გამავალი დერეფნებით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ზრდის დინამიკას.

გაზრდილი სატრანსპორტო გადაზიდვების ასათვისებლად, პოლონეთის მიერ პოლონეთ – ბელორუსის საზღვარზე გადამტვირთავი მალაშევიჩის სარკინიგზო კვანძის გამტარუნარიანობის გაორმაგებაა გათვალისწინებული.

სადგურის მოდერნიზაციის დასრულების შემდგომ, რომელიც 2028 წელს არის დაგეგმილი, სასაზღვრო კვანძის გამტარუნარიანობა დღე – ღამეში  16 დან 35 წყვილ მატარებლამდე გაიზრდება.

პარალელურად 750 დან 1000 მეტრამდე გაიზრდება დასამუშავებლად განკუთვნილი მოძრავი შემადგენლობის მაქსიმალური სიგრძე.

ორი ქვეყნის პოლონეთ – ბელორუსის დამაკავშირებელი სარკინიგზო სადგურ მალაშევიჩის რეკონსტრუქციის პროექტის ყველა დოკუმენტაცია, ჯერ კიდევ 2021 წელს დამტკიცდა.

ევროკავშირმა რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა მალაშევიჩის სადგურის განვითარების პროექტის დაფინანსება და თანხები უკრაინისკენ გადაემისამართებინა.

პოლონეთ – ბელორუსის საზღვარზე ყოველწლიურად მზარდი ტვირთნაკადი, რასაც ემატება ორი ქვეყნის ლიანდის სიგანეების განსხვავებულობა, მნიშვნელოვან დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირის მიმართულებით ბლოკმატარებლების გატარებას, ამ მიზნით პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის დაფინანსებისთვის აუცილებელი თანხების 820 მლნ. ევროს მოზიდვა   ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან განეხორციელებინა.

მოდერნიზაციის შემდეგ მალაშევიჩის ტერმინალი, გახდება ევროპის უდიდესი გადამტვირთავი სარკინიგზო ჰაბი.

მალაშევიჩში აშენდება 30 ათას მ2 ზე გათვლილი  უზარმაზარი ლოჯისტიკური პარკი, თანამედროვე სალიანდაგო განვითარების სისტემებით და სარკინიგზო მოძრაობის მართვის სფეროში ინოვაციური გადაწყვეტილებებით.  

დასკვნის სახითრუსეთ – უკრაინის საომარი დაპირისპირების მიუხედავად, ჩინეთიდან/სკენ რუსეთზე გამავალი დერეფნებით საკონტეინერო ბლოკმატარებლების ზრდის დინამიკა პოლონეთს უბიძგებს გააფართოვოს ერვოკავშირთან დამაკავშირებელი ძირითადი სატრანსპორტო  კვანძების სიმძლავრეები.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

კასპიის ზღვაზე გაზრდილი ტევადობის კონტეინერმზიდების დამატებით  ყაზახეთი შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას ავითარებს

Next Post

ზემო ლარსზე ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ   ელექტრონული დაჯავშნის სისტემა საგზაო მაგისტრალების გადატვირთულობას შეამცირებს

Related Posts

რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პირობებში, საქართველოს ეკონომიკური სარგებელი მოკლე სატრანზიტო მანძილის გავლით მიღებული შემოსავლით შემოიფარგლება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პროცესის სამშვიდობო კალაპოტში გადასვლამ უკვე დღეს რეალური ზეგავლენა იქონია რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე, რაც…
მეტის ნახვა

საქართველოში Stadler Rail-ის რეგიონული ქარხნის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, შვეიცარიული მხარე 600 სამგზავრო ვაგონს ყაზახეთში აშენებს

ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ეტაპობრივად ევროპული ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებას – სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიას ავითარებს. რისი რეალური დადასტურებაცაა…
მეტის ნახვა

უკრაინა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის პროექტის ფარგლებში პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის დაგებას იწყებს

პოლონეთის საზღვრიდან – ლვოვამდე ლიანდაგის კონსტრუქცია მხოლოდ 1435 მმ იან ქსელს მოიცავს და რადიკალურად განსხვავდება შეთავსებული ლიანდაგის სისტემისგან.…
მეტის ნახვა