ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ საწარმოების გახსნაში – შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა

ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვებასა და იქ ერთობლივი საწარმოების გახსნაში 12 მლრდ ევროს ჩადებას გეგმავს. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი “ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, შედეგად, შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა. თუმცა, იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატური სარგებელი მიიღოს, აუცილებელია, პროცესებში სრულფასოვნად ჩაერთოს და ამასთან, ტვირთებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაახვედროს.

იქვე, პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ქართული მხარე არ იყო წარმოდგენილი, რაც მისი შეფასებით, პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი ამბობს, ამ გზით ევროკავშირმა საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა შეახსენა და თან მოუწოდა, რომ 12 მილიარდიან პროექტში ჩაერთოს.

“ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს საიმისო, რომ საქართველომ შუა დერეფანში საკუთარი როლი უნდა გაზარდოს. პირველი, რაც ხაზგასასმელია, ახლახან, აპრილის დასაწყისში ევროკომისიის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი შეხვედრა შედგა ტაშკენტში, სადაც ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ ერთობლივი საწარმოების გახსნის მიმართულებით. ამ ყველაფრის დაგვირგვინებაა მათი მოპოვებული და გადამუშავებული ნედლეულის შუა დერეფნით ტრანსპორტირება. ანუ შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა. სამწუხაროდ, აქ საქართველოს როლზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული, მხოლოდ ხუთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი შეხვდა, მაგრამ პარადოქსია, საქართველოს გარეშე შუა დერეფანზე ტრანსპორტირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჩემი ვარაუდით, ეს უფრო პოლიტიკურ ინსცენირებას უკავშირდება, ევროკავშირი ჩვენი არდაძახებით ძალიან შეფარულად გვეუბნება, რომ თქვენი დღევანდელი პოლიტიკა, ევროკავშირის ზურგის შექცევით არის ნაკარნახევი, ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენს 12- მილიარდიან პროექტში მოდით და ჩაერთეთ. გარკვეულწილად, ასეთი ქმედებით შანსი მოგვცეს, რომ ჩვენც სრულფასოვანი მონაწილეობა მივიღოთ.

აქ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იმ საწარმოების, რომელიც ცენტრალურ აზიაში აშენდება, ადეკვატური ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ყველა სახის ტვირთს, თავისი სპეციფიკური ინფრასტრუქტურა სჭირდება მაგალითად პორტში, ეს იქნება ხორბალი, მეტალი თუ სასუქები. ამიტომ ამ საწარმოების შესაბამისი სინქრონიზაცია უნდა მოხდეს ჩვენთანაც.

ამისთვის კი, მე ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პროცესში სრულფასოვნად ჩავერთოთ ”, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

www.bpn.ge

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საზღვაო კონტეინერების წარმოების მსოფლიო ტენდენციები

Next Post

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” ის შეფასებით საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა რეგიონში ერთ – ერთ დაბალ ნიშნულზეა

Related Posts

ბოლო წლებში შუა დერეფნის ყაზახეთის მონაკვეთზე  გადაზიდვები 6 ჯერ გაიზარდა, რამდენად ადეკვატურად აისახა  ზრდის ასეთი მაღალი ტენდენცია საქართველოს ნავსადგურებზე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე?

ახლახანს ყახახურმა მედიამ, ქვეყნის სამთავრობო უწყებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, შუა დერეფნის, მას ასევე ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად (TITR) მოიხსენიებენ,…
მეტის ნახვა

ჩქაროსნული რკინიგზის შორეული პერსპექტივა  

ესაჭიროება საქართველოს ჩქაროსნული რკინიგზა? არსებობს ქვეყანაში ჩქაროსნული მოძრაობის განვითარების კვლევა? რა ვადაშია შესაძლებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ჩქაროსნული მოძრაობისთვის გადაწყობა,…
მეტის ნახვა

ევროკავშირის ქვეყნებში სატვირთო ავტოტრანსპორტის  მოცდენის ე.წ პრასტოის კომპენსაციას სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს

საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში,  ქართველი გადამზიდველებისათვის ერთ – ერთ „დაუძლეველ“ პრობლემას,  ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების მოცდენის ე.წ. პრასტოის…
მეტის ნახვა