ბაქოს გემთმშენებელი ქარხანა Abu Dhabi Ports Company-ის დაკვეთით, კასპიის ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად ორ კონტეინერმზიდ გემს ააშენებს

მეზობელი აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვაზე კონტეინერმზიდი გემების დამატება, შუა დერეფნის როგორც “ვიწრო” ადგილის დებლოკირებისკენ, ასევე ადგილობრივი სამრეწველო სიმძლავრეების – გემთსაშენი ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედებისკენაა მიმართული.

ახლახანს ბაქოს გემთსაშენი ქარხნის (Baku Shipyard) სახელით, აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ჰოლდინგსა (AZCON Holding) და ემირატების Abu Dhabi Ports Company-ს (AD Ports Group) შორის ხელი მოეწერა კასპიის ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებისათვის ორი 780 TEU ტევადობის კონტეინერმზიდი გემის წარმოებისა და გაყიდვის შესახებ შეთანხმებას.


AD Ports Group-ი თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მრავალ სატრანსპორტო პროექტს ახორციელებს.

შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ ბაქოს გემთსაშენ ქარხანაში ორი კონტეინერმზიდი გემის სამშენებლო სამუშაოები 2028 წელს დასრულდეს.


ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კონტეინერმზიდები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ შუა დერეფნის გაძლიერებაში, ამ მარშრუტზე გადაზიდვების პოტენციალის გაფართოებაში, ხელს შეუწყობენ სწრაფად მზარდი კონტეინერმზიდების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, სატრანზიტო დროის შემცირებას და ტრანსკავკასიური სატრანსპორტო მარშრუტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

აზერბაიჯანის რკინიგზამ კასპიის ზღვის გავლით, მიმდინარე წლის პირველი 7 თვეში ჩინეთიდან 225 ბლოკმატარებელი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-იან ზრდას წარმოადგენს.


აღნიშნულ პერიოდში ბლოკმატარებლებით სულ 24 000 TEU ტვირთი გადაიზიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

აღსანიშნავია, რომ ეს ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში საერთაშორისო კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი შეკვეთაა.


ამჟამად ბაქოს გემთმშენებელ ქარხანას 292 მლნ დოლარის ღირებულების 14 გემის მშენებლობის შეკვეთა გააჩნია. აქედან 11 შეუკვეთა აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვების კომპანიამ (ASCO), თითო-თითო კი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო ნავსადგურმა და საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ.

დღემდე ბაქოს გემთმშენებელმა ქარხანამ 628 მლნ დოლარის ღირებულების 12 გემი ააგო. გარდა ამისა, ქარხანაში შეკეთდა 200-ზე მეტი გემი, რომლებიც როგორც აზერბაიჯანს, ასევე კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს ეკუთვნოდა.


ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ASCO-სთან ორი მშრალი ტვირთმზიდი გემის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე განიხილება რამდენიმე ქვეყანასთან ხუთი ტანკერისა და ორი მშრალი ტვირთმზიდი გემის მშენებლობა.


პარალელურად, ბაქოს გემთმშენებელი ქარხანა თურქმენეთისთვის საჩუქრად გადასაცემ 8 000 ტონიანი ნავთობტანკერის წარმოებას შეუდგა.

კასპიის ზღვის არეალის ქვეყნები – ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი – სულ უფრო ინტენსიურად ავსებენ საკუთარ საზღვაო სავაჭრო ფლოტს ახალი გემებით. საგულისხმოა, რომ სამივე სახელმწიფოს საკუთარი გემთშენებლობისა და გემთსარემონტო სიმძლავრეები გააჩნიათ.


ფაქტობრივად, სამივე ქვეყანა საკუთარ ფლოტს საკუთარ გემთსაშენ ქარხნებში აწარმოებს, საქართველოში კი, მიუხედავად მრავალჯერადი დაპირებისა, გემთსაშენი საწარმოს აღდგენა აუხდენელ დაპირებად დარჩა.

იხილეთ 2025 წლის 11 ივლისის ჩვენი ანალიტიკა – „ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი საკუთარ ფლოტს ადგილობრივ გემთსაშენებში წარმოებული გემებით ავსებენ, საქართველოში გემთსაშენი საწარმოს შექმნა ჯერ კიდევ დაპირებად რჩება“.

აზერბაიჯანის მხრიდან შეთანხმებას 2024 წლის ბოლოს შექმნილმა აზერბაიჯანულმა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების AZCON Holding-მა მოაწერა ხელი.


AZCON Holding -ის შექმნის მთავარ მიზანს აზერბაიჯანში მსხვილი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კომპანიების მენეჯმენტის კონსოლიდაცია, მათი კონკურენტუნარიანობის, ფინანსური მდგრადობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერება წარმოადგენს.


AZCON-ი აზერბაიჯანის 13 მსხვილ საწარმოსა და ორგანიზაციას მართავს, მათ შორის ავიაკომპანიებს, რკინიგზას, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის, ასევე ტელეკომუნიკაციების კომპანიებს.


მათ შორისაა აზერბაიჯანის ავიახაზები (AZAL), აზერბაიჯანის რკინიგზა, კასპიის საზღვაო გადაზიდვების კომპანია (ASCO). საკომუნიკაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედის „Aztelekom“-ი, „AzInTelecom“-ი, „Azərpoçt“-ი და კოსმოსური სააგენტო „Azərkosmos“-ი.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რუსეთის ნავსადგურებში უცხოური გემებისათვის დაწესებული ახალი რეგულაცია ტვირთებს საქართველოს ნავსადგურებში გადმორთვის შესაძლებლობას უჩენს

Next Post

ირანის სამხრეთით სტრატეგიული ჩაბახარის ნავსადგურის სანქცირებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთ – სამხრეთ“დერეფნის ბლოკირება განახორციელა

Related Posts

საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირი IRU – შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად – გაჭიანურებულ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებს და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის არასაკმარის გამტარუნარიანობას ასახელებს

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ახლახანს ვენაში გამართულ „თურქული სახელმწიფოების კვირეულის“ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას IRU-ს გენერალურმა მდივანმა უმბერტო…
მეტის ნახვა

ყაზახეთი შუა დერეფნის მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსებით – საქართველოს უბიძგებს საკუთარი ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარებისკენ

ყაზახეთის მიერ, შუა დერეფნის საკუთარ მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, მიმართულია მასზე გამავალი…
მეტის ნახვა

რუსეთი  ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელ რეშტ – ასტარის   სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეანიმაციას აანონსებს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რეშტ – ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის აუცილებელი წინა საპროექტო კვლევების დაწყება…
მეტის ნახვა