რუსეთის მიერ ვოლგა – კასპიის საზღვაო სანაოსნო არხის დაღრმავების პროექტის შეჩერება, შუა დერეფანს დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობას უჩენს

რუსეთის მთავრობამ საბიუჯეტო სახსრების დეფიციტის აღიარების პირობებში ვოლგა – კასპიის საზღვაო სანაოსნო არხის გეგმით გათვალისწინებული 4.2 მეტრიდან 4.5 მეტრამდე დაღრმავების ძვირადღირებული პროექტი შეაჩერა.


ვოლგა-კასპიის საზღვაო სანაოსნო არხი და ვოლგა-დონის სამდინარო არხი კასპიის ზღვა – შავი ზღვის დამაკავშირებელ ერთიან სამდინარო დერეფანს ქმნიან, რითაც რუსეთის ტერიტორიით სამდინარო ტვირთების გადაზიდვებია უზრუნველყოფილი.


ორი ურთიერთდაკავშირებული არხისგან შემდგარი ერთიანი სამდინარო დერეფანი საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ალტერნატივას წარმოადგენს.

სადღეისოდ, კასპიის ზღვა – შავი ზღვის დამაკავშირებელი ერთიანი სამდინარო დერეფანი, რომელიც უფრო ვოლგა – დონის არხის სახელითაა ცნობილი 40 % იანი ტვირთების კლების გამო რთულ ფინასნსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა

რეგიონში საომარ დაპირისპირებამდე რუსეთი ძირითადად თურქმენული ნავთოპროდუქტების ტრანზიტად გასატარებლად ერთიან სამდინარო არხს იყენებდა.

საომარ ვითარებაში, ახალი რეალობის დადგომის პირობებში, ტვირთების კლების პარალელურად, მას შემდეგ რაც რუსეთის მთვარობამ ფინანსური პრობლემის გამო უარი განაცხადა დაღრმავების პროექტის განხორციელებაზე,  შუა დერეფანს დამატებითი ტვირთების გადმორთვის პერსპექტივა შეექმნა.

ცნობისათვის, 188 კმ სიგრძის ვოლგა – კასპიის საზღვაო სანაოსნო არხის 4.5 მეტრამდე დაღრმავების პროექტს რუსეთის ხელისუფლება ჩრდილოეთ – სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.


ვოლგა – კასპიის საზღვაო სანაოსნო არხი კასპიის ზღვის ღრმაწყლიან ნაწილის გავლით მდინარე ვოლგის დელტის ღრმაწყლიან და არაღრმა ნაწილებს აკავშირებს, რითაც საზღვაო გემებს გაუყინავ ოლიას და ასტრახანის ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის საშუალებას აძლევს.


სიტუაციას ართულებს ბოლო პერიოდში კასპიის ზღვის დონის დაწევა. რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს წყლის დონემ მინუს 29 მეტრს მიაღწია, რაც ვოლგა-კასპიის საზღვაო სანაოსნო არხში გემების უსაფრთხო ნაოსნობას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის.

„როსჰიდრომეტის“ პროგნოზებით, არხის სიღრმეების ვარდნის პროცესი მომდევნო 15 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

კასპიის ზღვის დონის დაწევამ, რუსეთის ხელისუფლება არხიდან გრუნტის ამოღების და დაღრმავების აუცილებლობის წინაშე დააყენა, რამაც მოცულობის ზრდა გამოიწვია, ამ ყოველივემ, კი სამუშაოთა ღირებულებაზე უარყოფითად იმოქმედა.

რუსეთის სახელმწიფო უწყება „როსმორპორტის“ განცხადებით, პროექტის ფინანსური ასპექტები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. 2024 წელს არხში გრუნტის ამოღების სამუშაოების ხარჯებმა 3.51 მილიარდი რუბლი შეადგინა, ხოლო არხით სარგებლობის გადასახადი მხოლოდ 310 მილიონი რუბლი იყო. ფაქტობრივად, ხარჯები შემოსავალს 12-ჯერ აჭარბებდა.

4.5 მეტრიანი დაღრმავებით სათანადო ნავიგაციის სიღრმის უზრუნველყოფა ასტრახანის ნავსადგურის გავლით წელიწადში ტვირთების ტრანზიტის 6 მლნ ტონამდე გაზრდის საშუალებას მისცემდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ცალსახად განაცხადა დაღრმავებისთვის საბიუჯეტო თანხების შეჩერების შესახებ, პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა და საბოლოო განხორციელება დაბლოკილი აღმოჩნდა.

„როსმორპორტის“ მონაცემებით, დამატებით პრობლემას სამდინარო ფლოტი წარმოადგენს, კერძოდ, ვოლგა – კასპიის საზღვაო სანაოსნო არხში 4.2-დან 4.5 მეტრამდე წყალში ჯდომადობის გემების წილი ტვირთბრუნვის განმახორციელებელი გემების საერთო რაოდენობაში მცირეა და ფლოტის 6%-ს არ აღემატება. ამ თვალსაზრისით სამდინარო გემები მათი ტევადობის მხოლოდ 70 – 80%-ით თუ იტვირთება.

პირველ რიგში რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არხის დაღრმავების პროექტის შეჩერებისა და ფლოტის შეზღუდული დატვირთვით გამოყენების შესახებ ტვირთფლობელებს უბიძგებს, სატრანზიტო ნაკადი სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის,  შუა დერეფნისკენ მიმართონ.


დასკვნის სახით – რუსეთის მიერ ვოლგა-კასპიის საზღვაო სანაოსნო არხში 4.2 მ-დან 4.5 მ-მდე დაღრმავებაზე ფინანსური სახსრების შეზღუდვა ნეგატიურად აისახება ვოლგა – დონის სამდინარო არხით სატრანზიტო გადაზიდვებზე, რაც წინაპირობას ქმნის, რომ გადაზიდვები შუა დერეფნის მიმართულებით იქნეს განხორციელებული.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ტრანზიტის გარეშე ყველაზე მეტად – დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა ზარალდება (ნაწილი მეორე)

Next Post

ყაზახეთი ფსონს თურქმენეთის გავლით ირანის ნავსადგურებისკენ მიმავალ მარშრუტზე დებს – ხომ არ აღმოჩნდება შუა დერეფანი ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე?

Related Posts

სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაცია და სანებართვო სისტემის გამარტივება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს (ნაწილი მეორე)

საავტომობილო სფეროში თავისუფალი კონკურენციის დანერგვის მიზნით გთავაზობთ რიგ ღონისძიებებს, რომელთა ეტაპობრივი განხორციელება, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს ბაზრის ლიბერალიზაციას…
მეტის ნახვა

ამიერკავკასიის რკინიგზის სადავეებთან მყოფი პოლონელი ინჟინრის – ბოლესლავ სტატკოვსკის დაბადებიდან 200 წლის თავზე, მართებული იქნება თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვას

10 ოქტომბერს საქართველოში რკინიგზელთა დღე აღინიშნება. ბევრმა, მათ შორის ახალგაზრდა თაობამ, ნაკლებად იცის, თუ ვინ ჩაუყარა ამიერკავკასიაში სარკინიგზო…
მეტის ნახვა

ბაქო –  სუფსის მილსადენის ამოქმედების ახალი პერსპექტივები

ევროპულ ბაზრებზე ყაზახურ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა სულ უფრო აქტუალურს ხდის ამჟამად უმოქმედო ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი გადატვირთვის…
მეტის ნახვა
top 10 online casinos Canada top real money casinos for Canadians no deposit bonus casino Canada online casinos ranked Canada 2026 offshore casino Canada